პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში" - ვინ ცდილობს "რესპუბლიკელების" მიჭირხვნას?!
"ივანიშვილი უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში" - ვინ ცდილობს "რესპუბლიკელების" მიჭირხვნას?!

კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ­თან შეხ­ვედ­რა შედ­გა, თუმ­ცა პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის თა­რი­ღი ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლია - პრე­მი­ე­რის გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან ფრაქ­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ კი­დევ უპა­სუ­ხოდ რჩე­ბა კი­თხვა - თო­ფა­ძე თუ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი", - ვინ და­ტო­ვებს კო­ა­ლი­ცი­ის რი­გებს? ფაქ­ტია და ამას ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვოლ­სკიც ადას­ტუ­რებს, რომ პო­ლიტ­საბ­ჭოს დღის წეს­რიგ­ში მხო­ლოდ ორი პარ­ტი­ის ან ფრაქ­ცი­ის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა და გუნდს გოგი თო­ფა­ძის სა­გა­რეო ორი­ენ­ტი­რებ­ში გარ­კვე­ვა მო­უ­წევს. თო­ფა­ძემ კი ყვე­ლას და­ას­წრო და სა­გა­რეო სიმ­პა­თი­ებ­ზე კი­თხვას ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ამ პა­თო­სით უკვე უპა­სუ­ხა - 2012 წელს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ხელი კი მო­ვა­წე­რე, ორი წელი ჩუ­მა­დაც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ხომ ხე­დავთ, თა­ვად ნატო გვე­უბ­ნე­ბა ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე უარს და მეც აღარ დავ­დუმ­დე­ბიო.

იყო მო­ლო­დი­ნი, რომ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა გა­სულ კვი­რას, შა­ბათს ჩა­ტა­დე­ბო­და, თუმ­ცა ასე არ მოხ­და.

ის­მის კი­თხვა: რა­ტომ? - სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­ა­ლი­ცი­ის ვნე­ბე­ბის ჩა­ცხრო­მას ელო­დე­ბი­ან.

დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ბო­ლო­ოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა მისი და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბო­და, თით­ქოს ამას არ ჩქა­რობს, თუმ­ცა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სხვაგ­ვარ აზრს გა­მოთ­ქვამს ექ­სპერ­ტი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

- ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა სი­ტყვის კა­ცია და ჩემი აზ­რით, უკვე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­შიც. ამ დას­კვნას ვა­კე­თებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის ქცე­ვის ანა­ლი­ზი­დან. ეს ხალ­ხი აქამ­დე თუ ფიქ­რობ­და, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­ვარ­ძლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად საკ­მა­რი­სი იყო უკ­მე­ხი გან­ცხა­დე­ბე­ბის პრე­ზი­დენ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ კე­თე­ბა, ეს ახლა, რო­გორც ჩანს, საკ­მა­რი­სად აღარ მი­აჩ­ნი­ათ და თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტად რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია შე­არ­ჩი­ეს. ახლა მის "მი­ჭირხვნას" ცდი­ლო­ბენ. ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თმა უერ­თგუ­ლეს­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ისიც ბრძა­ნა, გა­ვი­დეს კო­ა­ლი­ცი­ი­დან რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში და ვნა­ხოთ, რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი ექ­ნე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეო. ეს უმე­ცა­რი მიდ­გო­მა კი­დევ უფრო აკ­ნი­ნებს მისი ავ­ტო­რის ისე­დაც და­ბალ რე­ი­ტინგს. მოწ­მე­ნი ვართ, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის აუ­გად მოხ­სე­ნი­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი, რა­ტომ ვერ იპო­ვა თო­ფა­ძემ პრე­ზი­დენ­ტსა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრზე თავ­დას­ხმის გარ­და, პარ­ლა­მენ­ტში დარ­ჩე­ნის სხვა გზა. ეს ჩემ­თვის მხო­ლოდ სი­ნა­ნუ­ლის მომ­გვრე­ლია. მას ნამ­დვი­ლად უნდა ეგუ­ლე­ბო­დეს სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ სა­მე­ულ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უთ­მო­ბენ ად­გილს.…

- რაზე მი­ა­ნიშ­ნებთ, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­მოს­ვლე­ბის უკან შე­იძ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იდ­გეს?

- და­მერ­წმუ­ნეთ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არა­ვის უკან არ დგას, ეს მის უკან ცდი­ლობს ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ზო­გი­ერ­თი, რად­გან და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­პუ­ტა­ცი­ის ნა­ხე­ვა­რიც ვე­ღარ მოხ­ვდე­ბა მო­მა­ვალ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში. ისი­ნი, ვინც ივა­ნიშ­ვი­ლის უკან არი­ან ჯერ­ჯე­რო­ბით მო­კა­ლა­თე­ბულ­ნი, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ თავს, მაგ­რამ სულ შიში აქვთ, არ და­კარ­გონ ეს ად­გი­ლი და ამის­თვის იბ­რძვი­ან ახლა გა­აფ­თრე­ბით.

გაგ­რძე­ლე­ბა

"ივანიშვილი უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში" - ვინ ცდილობს "რესპუბლიკელების" მიჭირხვნას?!

"ივანიშვილი უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში" - ვინ ცდილობს "რესპუბლიკელების" მიჭირხვნას?!

კოალიციის ლიდერთან შეხვედრა შედგა, თუმცა პოლიტსაბჭოს სხდომის თარიღი ჯერ გაურკვეველია - პრემიერის გიორგი კვირიკაშვილთან ფრაქციების შეხვედრის მიუხედავად, ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება კითხვა - თოფაძე თუ "რესპუბლიკელები", - ვინ დატოვებს კოალიციის რიგებს? ფაქტია და ამას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიც ადასტურებს, რომ პოლიტსაბჭოს დღის წესრიგში მხოლოდ ორი პარტიის ან ფრაქციის დაპირისპირებაზე მსჯელობა არ იქნება და გუნდს გოგი თოფაძის საგარეო ორიენტირებში გარკვევა მოუწევს. თოფაძემ კი ყველას დაასწრო და საგარეო სიმპათიებზე კითხვას ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში დაახლოებით ამ პათოსით უკვე უპასუხა - 2012 წელს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას ხელი კი მოვაწერე, ორი წელი ჩუმადაც ვიყავი, მაგრამ ხომ ხედავთ, თავად ნატო გვეუბნება ინტეგრაციაზე უარს და მეც აღარ დავდუმდებიო.

იყო მოლოდინი, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა გასულ კვირას, შაბათს ჩატადებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ისმის კითხვა: რატომ? - სავარაუდოდ, კოალიციის ვნებების ჩაცხრომას ელოდებიან.

დიდი ალბათობით, საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, თუმცა მისი დაპირების მიუხედავად, რომ საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩაერთვებოდა, თითქოს ამას არ ჩქარობს, თუმცა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სხვაგვარ აზრს გამოთქვამს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:

- ბატონი ბიძინა სიტყვის კაცია და ჩემი აზრით, უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებშიც. ამ დასკვნას ვაკეთებ "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევის ანალიზიდან. ეს ხალხი აქამდე თუ ფიქრობდა, რომ საპარლამენტო სავარძლის შესანარჩუნებლად საკმარისი იყო უკმეხი განცხადებების პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ კეთება, ეს ახლა, როგორც ჩანს, საკმარისად აღარ მიაჩნიათ და თავდასხმის ობიექტად რესპუბლიკური პარტია შეარჩიეს. ახლა მის "მიჭირხვნას" ცდილობენ. ივანიშვილის ერთმა უერთგულესმა პარლამენტარმა ისიც ბრძანა, გავიდეს კოალიციიდან რესპუბლიკური პარტია, დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ვნახოთ, რა პრეტენზიები ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებაზეო. ეს უმეცარი მიდგომა კიდევ უფრო აკნინებს მისი ავტორის ისედაც დაბალ რეიტინგს. მოწმენი ვართ, რომ თავდაცვის მინისტრის აუგად მოხსენიების განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ ვერ იპოვა თოფაძემ პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის გარდა, პარლამენტში დარჩენის სხვა გზა. ეს ჩემთვის მხოლოდ სინანულის მომგვრელია. მას ნამდვილად უნდა ეგულებოდეს სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირველ სამეულში სიამოვნებით დაუთმობენ ადგილს.…

- რაზე მიანიშნებთ, რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგო გამოსვლების უკან შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს?

- დამერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილი არავის უკან არ დგას, ეს მის უკან ცდილობს ადგილის შენარჩუნებას ზოგიერთი, რადგან დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციის ნახევარიც ვეღარ მოხვდება მომავალ საარჩევნო სიაში. ისინი, ვინც ივანიშვილის უკან არიან ჯერჯერობით მოკალათებულნი, ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგრამ სულ შიში აქვთ, არ დაკარგონ ეს ადგილი და ამისთვის იბრძვიან ახლა გააფთრებით.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."