მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა
თეა წულუკიანი - გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა

გა­მო­გი­ტყდე­ბით, მაქვს ვალ­მოხ­დი­ლის გან­ცდა, - ასე შე­ა­ფა­სა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის მსურ­ველ­თა ხუ­თე­უ­ლის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ხუ­თე­უ­ლის ერთ-ერთი წევ­რის, ევა გო­ცი­რი­ძის კან­დი­და­ტუ­რას აპ­რო­ტეს­ტებს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­შინ­დე­ლი პრო­ცე­სი იყო სა­მა­გა­ლი­თო და გამჭვირ­ვა­ლე.

"მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლი არი­ან ამ პრო­ცე­სით. ქუ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლას გვაქვს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ზოგს ეს კან­დი­და­ტი უფრო მოგ­ვწონს, ზოგს ის, მაგ­რამ ერ­თსუ­ლოვ­ნად დამ­ტკიც­და 5 კან­დი­და­ტი, რომ­ლის მე­ხუ­თე პო­ზი­ცი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდა ევა გო­ცი­რი­ძე.

ეს არის კო­მი­სი­ის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამას უკვე ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის. მთავ­რო­ბა რას იზამს, ეს მე არ ვიცი, ისიც არ ვიცი სტრას­ბურ­გი რას იზამს, ჩემი მი­სია არის ამო­წუ­რუ­ლი. მე უნდა უზ­რუნ­ველ­მე­ყო გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი, ეს პრო­ცე­სი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და ამით ჩემი მი­სია არის ამო­წუ­რუ­ლი. მარ­თა­ლი გი­თხრათ, გა­მო­გი­ტყდე­ბით, მაქვს ვალ­მოხ­დი­ლის გან­ცდა", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის მსურ­ველ­თა ხუ­თე­უ­ლი შე­ირ­ჩა. კო­მი­სი­ამ გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად, ქუ­ლა­თა ჯა­მით, ხუთი კან­დი­და­ტი შე­არ­ჩია - ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე, ნანა მჭედ­ლი­ძე, გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი, ანა დო­ლი­ძე და ევა გო­ცი­რი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თეა წულუკიანი - გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა

თეა წულუკიანი - გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა

გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეულის შერჩევის პროცესი.

რაც შეეხება იმას, რომ ხუთეულის ერთ-ერთი წევრის, ევა გოცირიძის კანდიდატურას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი, წულუკიანმა აღნიშნა, რომ გუშინდელი პროცესი იყო სამაგალითო და გამჭვირვალე.

"მე ძალიან მიხარია, რომ კომისიის წევრები კმაყოფილი არიან ამ პროცესით. ქულებთან დაკავშირებით ყველას გვაქვს უკმაყოფილება, ზოგს ეს კანდიდატი უფრო მოგვწონს, ზოგს ის, მაგრამ ერთსულოვნად დამტკიცდა 5 კანდიდატი, რომლის მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა ევა გოცირიძე.

ეს არის კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება და ამას უკვე ვერაფერი შეცვლის. მთავრობა რას იზამს, ეს მე არ ვიცი, ისიც არ ვიცი სტრასბურგი რას იზამს, ჩემი მისია არის ამოწურული. მე უნდა უზრუნველმეყო გამჭვირვალე პროცესი, ეს პროცესი უზრუნველყოფილია და ამით ჩემი მისია არის ამოწურული. მართალი გითხრათ, გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა", - განაცხადა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა. კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია - ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."