საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაცვლიშვილი - ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც ევროსასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს
ნაცვლიშვილი - ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც ევროსასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს

ევა გო­ცი­რი­ძეს არ აქვს ის მო­რა­ლუ­რი რე­პუ­ტა­ცია, რო­მელ­საც უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რემ ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტად ევა გო­ცი­რი­ძის და­სა­ხე­ლე­ბას გა­მო­ემ­ხა­უ­რა.

რო­გორც ნაც­ვლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, კო­მი­სი­ამ, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, ევა გო­ცი­რი­ძეს უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი და­უ­წე­რა, რაც მი­სი­ვე თქმით ადას­ტუ­რებს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მებს ვერ ხე­და­ვენ იმ იმ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

საია-ს თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტად ევა გო­ცი­რი­ძის და­სა­ხე­ლე­ბამ და­ან­გრია მითი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ ერე­ვა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში.

"ერთ-ერთი მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი, რო­მელ­საც უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, არის მა­ღა­ლი მო­რა­ლუ­რი რე­პუ­ტა­ცია. მე ვთვლი, რომ ამ ტი­პის მო­რა­ლუ­რი რე­პუ­ტა­ცია ქალ­ბა­ტონ ევას არ აქვს. მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხში­რად შე­უ­სა­ბა­მოა კა­ნონ­თან. უფრო მე­ტიც, მან მხა­რი და­უ­ჭი­რა იმ მო­სა­მარ­თლის და­ნიშ­ვნას, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მწვა­ვე კრი­ტი­კის თემა გახ­ლავთ. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ ხედ­ვის ადა­მი­ან­მა თავი გა­არ­თვას ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბას. ამა­ვე დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია მისი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი პო­ზი­ცია სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის სა­ზღვრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ფაქ­ტო­რე­ბი ჩემ­თვის მას ხდის შე­უ­სა­ბა­მო კან­დი­და­ტად და შე­ფა­სე­ბი­სას ქულა სა­ერ­თოდ არ და­ვუ­წე­რე.

კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მას და­უ­წე­რა უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა. ამით და­ინ­გრა ის მითი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნერ­გავ­დნენ, რომ საბ­ჭო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნოა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ ერე­ვა მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში. გუ­შინ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მის­ცეს მას, და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ხე­და­ვენ იმ პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც საბ­ჭო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და იმ ძა­ლი­ან ღრმა კრი­ზის­ში, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მა­შია შექ­მნი­ლი. ამით მათ გა­ი­ზი­ა­რეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ჩემ­თვის ეს იყო ლუსტრა­ცია იმი­სა, თუ ვინ რო­გორ აფა­სებს მუ­რუ­სი­ძის და­ნიშ­ვნას და იმ სა­ვა­ლა­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მელ­საც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო იღებს", - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ნაცვლიშვილი - ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც ევროსასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს

ნაცვლიშვილი - ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც ევროსასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს

ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელებას გამოემხაურა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კომისიამ, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისგან შედგებოდა, ევა გოცირიძეს უმაღლესი შეფასებები დაუწერა, რაც მისივე თქმით ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებაში ვერანაირ პრობლემებს ვერ ხედავენ იმ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს.

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, სამთავრობო კომისიის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელებამ დაანგრია მითი, რომ ხელისუფლება ვერ ერევა იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

"ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, არის მაღალი მორალური რეპუტაცია. მე ვთვლი, რომ ამ ტიპის მორალური რეპუტაცია ქალბატონ ევას არ აქვს. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად შეუსაბამოა კანონთან. უფრო მეტიც, მან მხარი დაუჭირა იმ მოსამართლის დანიშვნას, რომლის გადაწყვეტილებაც ევროპული სასამართლოს მწვავე კრიტიკის თემა გახლავთ. ჩემთვის წარმოუდგენელია ამ ხედვის ადამიანმა თავი გაართვას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას. ამავე დროს საზოგადოებისთვის ცნობილია მისი ძალიან უცნაური პოზიცია სიტყვისა და გამოხატვის საზღვრებთან დაკავშირებით. ეს ფაქტორები ჩემთვის მას ხდის შეუსაბამო კანდიდატად და შეფასებისას ქულა საერთოდ არ დავუწერე.

კომისიის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მას დაუწერა უმაღლესი შეფასება. ამით დაინგრა ის მითი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ნერგავდნენ, რომ საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და ხელისუფლება ვერ ერევა მის გადაწყვეტილებებში. გუშინ ადამიანებმა, რომლებმაც მაღალი შეფასებები მისცეს მას, დაადასტურეს, რომ ხელისუფლებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ იმ პროცესში, რომელიც საბჭოში მიმდინარეობს და იმ ძალიან ღრმა კრიზისში, რომელიც სასამართლოს სისტემაშია შექმნილი. ამით მათ გაიზიარეს პასუხისმგებლობა. ჩემთვის ეს იყო ლუსტრაცია იმისა, თუ ვინ როგორ აფასებს მურუსიძის დანიშვნას და იმ სავალალო გადაწყვეტილებებს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ