სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვა "გენდერის" ხსენებას ცხარე კამათი მოჰყვა
განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვა "გენდერის" ხსენებას ცხარე კამათი მოჰყვა

პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მის და­სას­რულს, რო­მელ­ზეც საგ­ნის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" და­ნერგვა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ მსჯე­ლობ­დნენ, სი­ტყვა "გენ­დე­რის" ხსე­ნე­ბამ ცხა­რე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნის სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის და­ნერგვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებ­დნენ იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლე­ებს გენ­დე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე არ უნდა ესა­უბ­რონ, რად­გან ეს, მათი თქმით, მა­მათ­მავ­ლო­ბას ნიშ­ნავს. "მა­მათ­მავ­ლო­ბა ხომ იცით რაც არის - გარ­ყვნი­ლე­ბაა და სი­ბინ­ძუ­რეა. გენ­დერს თავი და­ვა­ნე­ბოთ", - გა­ნა­ცხა­და საგ­ნის ერთ-ერ­თმა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა.

თა­ვის მხრივ, დე­პუ­ტატ­მა ფრი­დონ საყ­ვა­რე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ საგ­ნის მი­მართ ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი. "ძნე­ლია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უ­ბა­რი, რომ­ლებ­საც გენ­დე­რი და ლი­ბე­რა­ლიზ­მი ცუდი სი­ტყვა ჰგო­ნი­ათ", - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

სხდო­მის და­სას­რულს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მწვა­ვე დის­კუ­სი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მო­ის­მი­ნა ვერც ერთი არ­გუ­მენ­ტი, თუ რა­ტომ არ უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს ეს სა­გა­ნი. "ყვე­ლა მო­საზ­რე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო ეჭ­ვებ­ზე, არ იყო კონ­კრე­ტუ­ლად დო­კუ­მენ­ტთან, სა­გან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ დო­კუ­მენ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და გი­გა­ურ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში საგ­ნის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" და­ნერგვი­სა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლეს. სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა­ში დე­პუ­ტა­ტე­ბის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი სოსო მან­ჯა­ვი­ძე, ასე­ვე სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ლე­ვან ვა­სა­ძე, ზვი­ად ტო­მა­რა­ძე, "მარ­თმა­დი­დე­ბელ მშო­ბელ­თა კავ­ში­რის" წევ­რე­ბი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე - "რაში ჩანს, რომ ბავ­შვებს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს ვას­წავ­ლით?"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვა "გენდერის" ხსენებას ცხარე კამათი მოჰყვა

განათლების კომიტეტის სხდომაზე სიტყვა "გენდერის" ხსენებას ცხარე კამათი მოჰყვა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის დასასრულს, რომელზეც საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვასა და მასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობდნენ, სიტყვა "გენდერის" ხსენებამ ცხარე კამათი გამოიწვია.

აღნიშნული საგნის სკოლაში სწავლების დანერგვის მოწინააღმდეგეები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ მოსწავლეებს გენდერის მნიშვნელობაზე არ უნდა ესაუბრონ, რადგან ეს, მათი თქმით, მამათმავლობას ნიშნავს. "მამათმავლობა ხომ იცით რაც არის - გარყვნილებაა და სიბინძურეა. გენდერს თავი დავანებოთ", - განაცხადა საგნის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა.

თავის მხრივ, დეპუტატმა ფრიდონ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ საგნის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. "ძნელია იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებსაც გენდერი და ლიბერალიზმი ცუდი სიტყვა ჰგონიათ", - განაცხადა საყვარელიძემ.

სხდომის დასასრულს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ მწვავე დისკუსიის მიუხედავად, ვერ მოისმინა ვერც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი. "ყველა მოსაზრება დაფუძნებული იყო ეჭვებზე, არ იყო კონკრეტულად დოკუმენტთან, საგანთან დაკავშირებული. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დოკუმენტის დამტკიცებაზე მუშაობას", - განაცხადა გიგაურმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საჯარო სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვისა და ამასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ იმსჯელეს. საკომიტეტო სხდომაში დეპუტატების გარდა მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის ყოფილი წევრები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, ასევე საკომიტეტო განხილვაზე იმყოფებიან ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე, "მართმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები.

ასევე წაიკითხეთ: განათლების მინისტრის მოადგილე კომიტეტის სხდომაზე - "რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია