კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ყველამ ერთად უნდა დავყაროთ შაქარი!" - რატომ მოუწოდებს გია ნიკოლაძე ხალხს "დედამიწის დატკბობისკენ"
"დღეს ყველამ ერთად უნდა დავყაროთ შაქარი!" - რატომ მოუწოდებს გია ნიკოლაძე ხალხს "დედამიწის დატკბობისკენ"

ჯგუფ "ნი­კოლ­შო­უს" სო­ლის­ტი გია ნი­კო­ლა­ძე ბოლო ორი თვეა "ფე­ის­ბუ­ქის" მე­გობ­რებს უჩ­ვე­უ­ლო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს.

"29 თე­ბერ­ვა­ლი ახ­ლოვ­დე­ბა! ეს დღე 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ არის! თუ გინ­და გიჟი გე­გო­ნო, მაგ­რამ ამ დღეს ყვე­ლამ ერ­თად უნდა დავ­ყა­როთ შა­ქა­რი! ან მი­წა­ზე, ან ფან­ჯრი­დან გა­დავ­ყა­როთ, ან პირ­სა­ბან­ში ჩავ­ყა­როთ, ან ხე­ებს და­უ­ყა­როთ ან სა­დაც გინ­და იქ, ოღონდ გა­ი­მე­ტე და გა­ე­ცი შა­ქა­რი ან თაფ­ლი და რა თქმა უნდა თითო ტკბი­ლი სი­ტყვაც შე­ვა­წი­ოთ ერ­თმა­ნეთს და აი ნახე რე­ე­ბი მოხ­დეს! 29 თე­ბერ­ვლი­დან 2 კვი­რა ან 3 თვე და­ვე­ლო­დოთ და ვნა­ხოთ რაც მოხ­დე­ბა! თუ მსოფ­ლი­ო­ში ფულს და­ერ­ხე­ვა ე.ი ეშ­მა­საც ერ­ხე­ვა! ზოგი დამ­თხვე­ვას და­არ­ქმევს, მაგ­რამ მა­შინ ესე მოხ­და და აბა ეხლა ვცა­დოთ თუ კიდე გან­მე­ორ­და ე.ი მოქ­მე­დებს და შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გავრე­კო!

2008-შიც ვცა­დე გრძნე­უ­ლი ვან­გას და­ნა­ბა­რე­ბი შა­ქა­რი დავ­ყა­რეთ და მსოფ­ლიო კრი­ზი­სი და­ი­წყო! სა­ქარ­თვე­ლო გრა­ა­ლი ხომ არ არის?! რო­გორც და­ვინ­ჩის კოდ­ში ამ­ბო­ბენ, გრა­ა­ლი ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლია, რომ­ლის მი­სად­გო­მებ­თან თასი ხმა­ლით მო­და­რა­ჯე დგას რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ვარ­დე­ბის მიღ­მა! სა­ი­და­ნაც ეგე­თი რა­მე­ე­ბი იმარ­თე­ბა და ეშმა უძ­ლუ­რი რომ იყოს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქი­მი­ის წი­ნა­შე ანუ შა­ქა­რი რომ ატ­კბობ­დეს მწა­რეს!" - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" მუ­სი­კო­სი.

უჩ­ვე­უ­ლო წა­მო­წყე­ბა­ში უკეთ გა­სარ­კვე­ვად გია ნი­კო­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით: "შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ თქვას, ვერ არი­სო, მე ამ ყვე­ლა­ფერს ასე ავ­ხსნი: "ბა­ტო­ნე­ბი" რომ ხვდე­ბა ადა­მი­ანს, ხომ უნდა მო­ი­ხა­დოს, იმას ხომ წინ არა­ფე­რი უდ­გას?! ეს ყვე­ლა­ფე­რიც ასეა და ასე უნდა შევ­ხე­დოთ: დე­და­მი­წა ავად არის, ჩვენ კი­დევ ავად­მყოფ­ში ვე­ძებთ რა­ღაც სი­კე­თეს. და­ფიქ­რე­ბუ­ლა ოდეს­მე ვინ­მე ამა­ზე?! არა­და, ასეა, გა­ვი­ხედ-გა­მო­ვი­ხე­დოთ და ვნა­ხავთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თია. ცუ­დის­კენ მივ­დი­ვართ. ვინც იმას ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, იტყუ­ე­ბა, რად­გა­ნაც დღეს ბავ­შვი რომ იბა­დე­ბა, დე­დი­დან თან­და­ყო­ლი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი დაჰ­ყვე­ბა. ის, ვინც გვა­ტყუ­ებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, მას ეს აწყობს, რად­გა­ნაც ტრა­გე­დი­ე­ბი­დან გა­მოს­ხი­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ით არ­სე­ბობს და საზ­რდო­ობს...

დე­და­მი­წის ავად­მყო­ფო­ბაც ჩვე­ნი ბრა­ლია, უფრო მე­ტიც, ღერ­ძი­დან ჩვენ გა­დავ­ხა­რეთ. ჩემს პო­ე­მა­ში ვწერ, რომ დე­და­მი­წას აქვს სამი ჭა, სა­ი­და­ნაც სამი ნა­თე­ბა ამო­დის. დე­და­მი­წის გუ­ლი­დან, ანუ ბირ­თვი­დან სწო­რედ ის ნა­თე­ბა ამო­დის, სამ­ყა­როს სა­მო­თხედ რომ აქ­ცევს. ადა­მი­ანს მაგ დროს გო­ნე­ბა ეხ­სნე­ბა (ახლა კა­ცობ­რი­ო­ბის გო­ნე­ბის მხო­ლოდ 7 პრო­ცენ­ტია გახ­სნი­ლი). რო­დე­საც ღერ­ძი არ არის გა­დახ­რი­ლი, მა­შინ ის და­ნარ­ჩე­ნიც (93 %) ეხ­სნე­ბა.

- რო­გორ ჩაღ­რმა­ვე­ბი­ხარ ამ ყვე­ლა­ფერს...

- კი, ჩემს პო­ე­მა­ში ვწერ, რომ დე­და­მი­წას ის "ჭები და­უპ­ლომ­ბეს" და ღერ­ძი­დან ამი­ტო­მაც გა­და­ი­ხა­რა. გა­წყდა კავ­ში­რი, კე­თილმყო­ფე­ლი სხი­ვე­ბი აღარ ამო­დის. და­ა­ვად­და და ამი­ტო­მაც ხდე­ბა ამ­დე­ნი კა­ტას­ტრო­ფა, სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბი.

- 29 თე­ბერ­ვალს მი­წა­ზე შაქ­რის დაყ­რის­კენ რა­ტომ მო­უ­წო­დებ ადა­მა­ი­ენს და რას უშ­ვე­ლის ეს სამ­ყა­როს?

- გგო­ნია, ვიცი? არ ვიცი, მა­გის­კენ რა­ღაც ძალა მი­ბიძ­გებს, რომ ვთქვა, აქეთ-იქით და­მა­ტა­რებს. მოკ­ლედ, ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­თან ასე მო­ვი­და, ერთ-ერთი ფოს­ტა­ლი­ო­ნი ვარ, რა­ღაც ძა­ლის სა­ცე­ცე, ამას ახლა და ახლა მივ­ხვი, ისე, ყვე­ლა­ნი ეგრე ვართ, უბ­რა­ლოდ, რა­ღა­ცებს არ ვაკ­ვირ­დე­ბით, მაგ­რამ რომ გი­თხრათ, 29 თე­ბერ­ვა­ლი კონ­კრე­ტუ­ლად სა­ი­დან "გა­ი­ჩი­თა", არ ვიცი.

ადრე ვან­გა­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი მქონ­და ნა­ნა­ხი, გზა­ზე, სა­დაც დიდი ტრა­გე­დი­ე­ბი, ავა­რი­ე­ბი ხდე­ბო­და, ადა­მი­ა­ნე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ, შა­ქარს ყრიდ­ნენ და ამან უშ­ვე­ლა. არ ვიცი, რო­გორ, მაგ­რამ იმოქ­მე­და.

ამი­ტომ, ვი­ფიქ­რე, ჩვენც დავ­ყა­როთ შა­ქა­რი ამ ჩვენს მი­წა­ზე-მეთ­ქი. თუმ­ცა ამ 29-საც თა­ვის ახ­სნა აქვს: ეს დღე მომ­დევ­ნო ოთხი წლის ათ­ვლის წერ­ტი­ლია და მისი დატ­კო­ბო­ბაც ამი­ტომ არის სა­ჭი­რო. თან, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამას მა­სობ­რი­ვად გა­ვა­კე­თებთ, ანუ ყვე­ლა­ნი ერ­თად და აქე­დან შევ­ძლებთ, მსოფ­ლი­ოს, თუნ­დაც, კავ­კა­სი­ას გა­დავ­წვდეთ, მა­გა­ლი­თად, ჩვენს ძმებს სომ­ხებს, აზე­რე­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, - მოდი, გა­მო­ვი­დეთ და ყვე­ლამ ერ­თად დავ­ყა­როთ მი­წა­ზე შა­ქა­რი.

- ეგ რო­გორ?

- ჩემი პო­ე­მი­დან გი­პა­სუ­ხებ: "პლა­ნე­ტა ერთი ვე­ლია, ორაზ­რო­ვა­ნი გა­გე­ბით,/ თა­ვი­სი ბი­ო­ვე­ლით და ედემ­ბა­ღე­ბით,/ ერთს თუ მოს­წყვი­ტავ იასა,/ აწა­მებ სის­ხლის აღე­ბით,/ ორი­ვეს გა­და­ე­ცე­მა წერ­ტი­ლო­ვა­ნი ტალ­ღე­ბით". მეც­ნი­ე­რებ­მა მომ­წე­რეს, სწო­რი ხა­რაო... და­მი­ჯე­რეთ, ამ­დე­ნი ცრემ­ლის­გან მა­რი­ლი­ა­ნია სამ­ყა­რო, დე­და­მი­წა და შა­ქა­რი აკ­ლია. ვი­ღა­ცე­ბი კი რო­გორც ვთქვი, ტრა­გე­დი­ე­ბი­დან გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ე­ბით სუნ­თქა­ვენ. ამი­ტომ სხვა ძალა და ენერ­გია აქვს იმას, მი­წა­ზე ერ­თად და ერთ დღეს დაყ­რილ შა­ქარს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"დღეს ყველამ ერთად უნდა დავყაროთ შაქარი!" - რატომ მოუწოდებს გია ნიკოლაძე ხალხს "დედამიწის დატკბობისკენ"

"დღეს ყველამ ერთად უნდა დავყაროთ შაქარი!" - რატომ მოუწოდებს გია ნიკოლაძე ხალხს "დედამიწის დატკბობისკენ"

ჯგუფ "ნიკოლშოუს" სოლისტი გია ნიკოლაძე ბოლო ორი თვეა "ფეისბუქის" მეგობრებს უჩვეულო კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"29 თებერვალი ახლოვდება! ეს დღე 4 წელიწადში ერთხელ არის! თუ გინდა გიჟი გეგონო, მაგრამ ამ დღეს ყველამ ერთად უნდა დავყაროთ შაქარი! ან მიწაზე, ან ფანჯრიდან გადავყაროთ, ან პირსაბანში ჩავყაროთ, ან ხეებს დაუყაროთ ან სადაც გინდა იქ, ოღონდ გაიმეტე და გაეცი შაქარი ან თაფლი და რა თქმა უნდა თითო ტკბილი სიტყვაც შევაწიოთ ერთმანეთს და აი ნახე რეები მოხდეს! 29 თებერვლიდან 2 კვირა ან 3 თვე დაველოდოთ და ვნახოთ რაც მოხდება! თუ მსოფლიოში ფულს დაერხევა ე.ი ეშმასაც ერხევა! ზოგი დამთხვევას დაარქმევს, მაგრამ მაშინ ესე მოხდა და აბა ეხლა ვცადოთ თუ კიდე განმეორდა ე.ი მოქმედებს და შეიძლება საბოლოოდ გავრეკო!

2008-შიც ვცადე გრძნეული ვანგას დანაბარები შაქარი დავყარეთ და მსოფლიო კრიზისი დაიწყო! საქართველო გრაალი ხომ არ არის?! როგორც დავინჩის კოდში ამბობენ, გრაალი ჩაღრმავებული ადგილია, რომლის მისადგომებთან თასი ხმალით მოდარაჯე დგას რევოლუციური ვარდების მიღმა! საიდანაც ეგეთი რამეები იმართება და ეშმა უძლური რომ იყოს მატერიალური ქიმიის წინაშე ანუ შაქარი რომ ატკბობდეს მწარეს!" - წერს "ფეისბუქზე" მუსიკოსი.

უჩვეულო წამოწყებაში უკეთ გასარკვევად გია ნიკოლაძეს დავუკავშირდით: "შეიძლება ვიღაცამ თქვას, ვერ არისო, მე ამ ყველაფერს ასე ავხსნი: "ბატონები" რომ ხვდება ადამიანს, ხომ უნდა მოიხადოს, იმას ხომ წინ არაფერი უდგას?! ეს ყველაფერიც ასეა და ასე უნდა შევხედოთ: დედამიწა ავად არის, ჩვენ კიდევ ავადმყოფში ვეძებთ რაღაც სიკეთეს. დაფიქრებულა ოდესმე ვინმე ამაზე?! არადა, ასეა, გავიხედ-გამოვიხედოთ და ვნახავთ, რომ მსოფლიოში ნამდვილი ჯოჯოხეთია. ცუდისკენ მივდივართ. ვინც იმას ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის, იტყუება, რადგანაც დღეს ბავშვი რომ იბადება, დედიდან თანდაყოლილი ფსიქოლოგიური სტრესი დაჰყვება. ის, ვინც გვატყუებს, რომ ყველაფერი კარგად არის, მას ეს აწყობს, რადგანაც ტრაგედიებიდან გამოსხივებული ენერგიით არსებობს და საზრდოობს...

დედამიწის ავადმყოფობაც ჩვენი ბრალია, უფრო მეტიც, ღერძიდან ჩვენ გადავხარეთ. ჩემს პოემაში ვწერ, რომ დედამიწას აქვს სამი ჭა, საიდანაც სამი ნათება ამოდის. დედამიწის გულიდან, ანუ ბირთვიდან სწორედ ის ნათება ამოდის, სამყაროს სამოთხედ რომ აქცევს. ადამიანს მაგ დროს გონება ეხსნება (ახლა კაცობრიობის გონების მხოლოდ 7 პროცენტია გახსნილი). როდესაც ღერძი არ არის გადახრილი, მაშინ ის დანარჩენიც (93 %) ეხსნება.

- როგორ ჩაღრმავებიხარ ამ ყველაფერს...

- კი, ჩემს პოემაში ვწერ, რომ დედამიწას ის "ჭები დაუპლომბეს" და ღერძიდან ამიტომაც გადაიხარა. გაწყდა კავშირი, კეთილმყოფელი სხივები აღარ ამოდის. დაავადდა და ამიტომაც ხდება ამდენი კატასტროფა, საშინელი ამბები.

- 29 თებერვალს მიწაზე შაქრის დაყრისკენ რატომ მოუწოდებ ადამაიენს და რას უშველის ეს სამყაროს?

- გგონია, ვიცი? არ ვიცი, მაგისკენ რაღაც ძალა მიბიძგებს, რომ ვთქვა, აქეთ-იქით დამატარებს. მოკლედ, ეს ინფორმაცია ჩემთან ასე მოვიდა, ერთ-ერთი ფოსტალიონი ვარ, რაღაც ძალის საცეცე, ამას ახლა და ახლა მივხვი, ისე, ყველანი ეგრე ვართ, უბრალოდ, რაღაცებს არ ვაკვირდებით, მაგრამ რომ გითხრათ, 29 თებერვალი კონკრეტულად საიდან "გაიჩითა", არ ვიცი.

ადრე ვანგაზე დოკუმენტური ფილმი მქონდა ნანახი, გზაზე, სადაც დიდი ტრაგედიები, ავარიები ხდებოდა, ადამიანები, ახალგაზრდები, ახალდაქორწინებულები იღუპებოდნენ, შაქარს ყრიდნენ და ამან უშველა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ იმოქმედა.

ამიტომ, ვიფიქრე, ჩვენც დავყაროთ შაქარი ამ ჩვენს მიწაზე-მეთქი. თუმცა ამ 29-საც თავის ახსნა აქვს: ეს დღე მომდევნო ოთხი წლის ათვლის წერტილია და მისი დატკობობაც ამიტომ არის საჭირო. თან, კარგი იქნება, თუ ამას მასობრივად გავაკეთებთ, ანუ ყველანი ერთად და აქედან შევძლებთ, მსოფლიოს, თუნდაც, კავკასიას გადავწვდეთ, მაგალითად, ჩვენს ძმებს სომხებს, აზერებაიჯანელებს, - მოდი, გამოვიდეთ და ყველამ ერთად დავყაროთ მიწაზე შაქარი.

- ეგ როგორ?

- ჩემი პოემიდან გიპასუხებ: "პლანეტა ერთი ველია, ორაზროვანი გაგებით,/ თავისი ბიოველით და ედემბაღებით,/ ერთს თუ მოსწყვიტავ იასა,/ აწამებ სისხლის აღებით,/ ორივეს გადაეცემა წერტილოვანი ტალღებით". მეცნიერებმა მომწერეს, სწორი ხარაო...  დამიჯერეთ, ამდენი ცრემლისგან მარილიანია სამყარო, დედამიწა და შაქარი აკლია. ვიღაცები კი როგორც ვთქვი, ტრაგედიებიდან გამოშვებული ენერგიებით სუნთქავენ. ამიტომ სხვა ძალა და ენერგია აქვს იმას, მიწაზე ერთად და ერთ დღეს დაყრილ შაქარს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე