პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?!
რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთ ლი­დერ ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე სას­ტი­კი თავ­დას­ხმა მოხ­და, მას ჯერ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, შემ­დეგ კი სამი ტყვია, სა­ვა­რა­უ­დოდ, "მა­კა­რო­ვის" ტი­პის პის­ტო­ლე­ტი­დან ეს­რო­ლეს. და­ჭილ პო­ლი­ტი­კოსს სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი­სა და ეკა მიშ­ვე­ლა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ამ ეტაპ­ზე ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლი­სა­გან თავი შე­ი­კა­ვეს, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მთა­ვარ ვერ­სი­ად მა­ინც პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მათი თქმით, სა­ნამ ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს გა­იც­ნობ­და, ეკა მიშ­ვე­ლა­ძეს რო­მა­ნი ჰქონ­და ერთ-ერთ მსხვილ ბიზ­ნეს­მენ­თან (რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს), რა­საც ჟურ­ნა­ლის­ტი თა­ვის დრო­ზე არც მა­ლავ­და. რო­დე­საც ამ ბიზ­ნეს­მენ­მა მიშ­ვე­ლა­ძი­სა და პეტ­რი­აშ­ვი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ძალ­ზე მძაფ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და და პო­ლი­ტი­კოსს ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­თაც და­ე­მუქ­რა. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, პეტ­რი­აშ­ვილს და ამ ბიზ­ნეს­მენს სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ და სწო­რედ მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით "საქ­მე გა­ირ­ჩა", იყო ძალ­ზე მწვა­ვე სა­უბ­რე­ბი, რის შე­სა­ხე­ბაც თბი­ლის­ში საკ­მა­ოდ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის. ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ თით­ქოს კონ­ფლიქ­ტი ამო­ი­წუ­რა, 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პეტ­რი­აშ­ვი­ლი და მიშ­ვე­ლა­ძე და­ქორ­წინ­დნენ, მაგ­რამ... პეტ­რი­აშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებს უჭირთ და­კონ­კრე­ტე­ბა, რა მოხ­და წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბი­დან ხუთი თვის შემ­დეგ - მიშ­ვე­ლა­ძის ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი ვინ­მემ წა­ა­ქე­ზა, მისი პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა თუ მა­მა­კა­ცუ­რი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა ბო­ლომ­დე ვერ "მო­ი­ნე­ლა" და პეტ­რი­აშ­ვი­ლის დას­ჯა მა­ინც გა­და­წყვი­ტა... თუმ­ცა, და­ვე­ლო­დოთ და ვნა­ხოთ, რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა პეტ­რი­აშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ კვა­ლი სწო­რედ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­კენ მი­დის.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 29 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში ან გახ­დით გა­ზე­თის ხელ­მომ­წე­რი ამ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?!

რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?!

რამდენიმე დღის წინ, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე სასტიკი თავდასხმა მოხდა, მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამი ტყვია, სავარაუდოდ, "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტიდან ესროლეს. დაჭილ პოლიტიკოსს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, საბედნიეროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ალექსი პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის ახლობლები, რომლებმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავეს, მომხდარის შესახებ მთავარ ვერსიად მაინც პირად შურისძიებას განიხილავენ. მათი თქმით, სანამ ალექსი პეტრიაშვილს გაიცნობდა, ეკა მიშველაძეს რომანი ჰქონდა ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენთან (რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს), რასაც ჟურნალისტი თავის დროზე არც მალავდა. როდესაც ამ ბიზნესმენმა მიშველაძისა და პეტრიაშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო, ძალზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და პოლიტიკოსს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. ახლობლების თქმით, პეტრიაშვილს და ამ ბიზნესმენს საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ და სწორედ მათი მონაწილეობით "საქმე გაირჩა", იყო ძალზე მწვავე საუბრები, რის შესახებაც თბილისში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის. ამ შეხვედრის შემდეგ თითქოს კონფლიქტი ამოიწურა, 2015 წლის ოქტომბერში პეტრიაშვილი და მიშველაძე დაქორწინდნენ, მაგრამ... პეტრიაშვილის ახლობლებს უჭირთ დაკონკრეტება, რა მოხდა წყვილის ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ - მიშველაძის ყოფილი მეგობარი მამაკაცი ვინმემ წააქეზა, მისი პროვოცირება მოახდინა თუ მამაკაცური ღირსების შეურაცხყოფა ბოლომდე ვერ "მოინელა" და პეტრიაშვილის დასჯა მაინც გადაწყვიტა... თუმცა, დაველოდოთ და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, თუმცა პეტრიაშვილის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ კვალი სწორედ ზემოხსენებული ბიზნესმენისკენ მიდის.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 29 თებერვლის ნომერში ან გახდით გაზეთის ხელმომწერი ამ ბმულზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ