ბავშვის ჰემოგლობინის ნორმების ცხრილი სხვადასხვა ასაკში - როგორ უნდა მოაგვაროთ ჰემოგლობინის პრობლემა

ბავშვის ჰემოგლობინის ნორმების ცხრილი სხვადასხვა ასაკში - როგორ უნდა მოაგვაროთ ჰემოგლობინის პრობლემა

მოთენთილობა, მტვრევადი და აქერცვლადი ფრჩხილები. სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, აჩქარებული გულისცემა, სწრაფი დაღლილობა ხშირად დაბალი ჰემოგლობინის ნიშანია. გეყინებათ ხელები და ფეხები თბილ ოთახში ან ქუჩაში? თუ ბავშვები ჭამენ ცარცს, თიხას, ქაღალდს, ყინულს ამ მოსწონთ მკვეთრი არომატები, მიაქციეთ ყურადღება, ეს ჰემოგლობინის დაქვეითების ერთ-ერთი სიმპტომია.

ჰემოგლობინის ნორმა

ქალის ჰემოგლობინის ნორმალურ ნორმად ითვლება 120-140 გ/ლ, ფეხმძიმესთვის 110-140 გ/ლ. მამაკაცისთვის ნორმად ითვლება 130-160 გ/ლ

ბავშვების ჰემოგლობინის ნორმა იხილეთ ცხრილში

ექიმს უნდა მიმართოთ არამარტო დაბალი, არამედ მაღალი ჰემოგლობინის შემთხვევაშიც.

გ/ლ-ში გამოსახული მაჩვენებელი ძველ ერთეულებში

ჩვენს დედებსა და ბებიებს ჯერ კიდევ ახსოვთ ჰემოგლობინის ძველი ნორმები. იმისთვის, რომ გ/ლ-ში გამოსახული თანამედროვე მაჩვენებელი ძველ ერთეულებში გადავიყვანოთ, საკმარისია ახალი მაჩვენებელი გავამრავლოთ 0,6-ზე. ამგვარად, ძველი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: მამაკაცებისთვის - 78 ერთეული, ქალებისთვის - 72 ერთეული, ორსულებისთვის - 66 ერთეული.

ჰემოგლობინის ასამაღლებელი საუკეთეს პროდუქტები:

მარწყვი;

გაღვივებული ხორბალი;

ოხრახუში, კამა;

ასკილი (არ წამოდუღოთ, ნაყენი მოამზადეთ თერმოსში. დღეში 1-2 ჭიქა უნდა მიიღოთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი და თაფლი);

ჭარხალი;

მოცხარი;

გარგარი;

გოგრისა და სეზამის თესლები;

ჩირი (კურაგა,

ფინიკი, მსხალი, ქიშმიში, შავქლიავი); ზღვის მშრალი კომბოსტო; შოკოლადი, პარკოსნები; ხილი (ვაშლი, ბროწეული, ხურმა);

ბურღულეული (წიწიბურა, შვრია);

თხილი და ნიგოზი (100 გრამ თხილეულზე 1 ჩ/კ თაფლი).

უნდა იცოდეთ, რომ...

ორგანიზმი რკინას c ვიტამინთან ერთად უკეთესად ითავსებს. ამიტომ რკინით მდიდარ საკვებს მოასხით ლიმონის, ფორთხოლის წვენი. კალციუმი კი ხელს უშლის რკინის შეთვისებას. ამიტომ, რძისა და რკინის შემცველი პროდუქტები ერთად არ მიირთვათ.

რა გიშლით ხელს ჰემოგლობინის აწევაში?

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია