პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე და ამ ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება" - რაზე ესაუბრა პატრიარქი პუტინს
"ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე და ამ ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება" - რაზე ესაუბრა პატრიარქი პუტინს

მე ვუ­თხა­რი ვლა­დი­მერ პუ­ტინს, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ღია ჭრი­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს სხე­ულ­ზე, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

უწ­მინ­დეს­მა ქვეყ­ნის მთა­ვარ პრობ­ლე­მად სწო­რედ და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლა და ხაზი გა­უს­ვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჭრი­ლო­ბის ღიად და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

"ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა დიდი ტკი­ვი­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. მქონ­და შეხ­ვედ­რა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და მე ვუ­თხა­რი მას, რომ ეს ღია ჭრი­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს სხე­ულ­ზე. ღიად დარ­ჩე­ნა სა­კი­თხი­სა, ამ ჭრი­ლო­ბი­სა არ შე­იძ­ლე­ბა. არას­დროს ყო­ფი­ლა კონ­ფლიქ­ტი აფა­ხა­ზებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის. ეს იყო შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად", - გა­ნა­ცხა­და უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვან­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თებს.

"ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლო... ეს მალე მოხ­დე­ბა", - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

უწ­მინ­დე­სის გან­ცხა­დე­ბას "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე და ამ ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება" - რაზე ესაუბრა პატრიარქი პუტინს

"ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე და ამ ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება" - რაზე ესაუბრა პატრიარქი პუტინს

მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

უწმინდესმა ქვეყნის მთავარ პრობლემად სწორედ დაკარგული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება.

"ტერიტორიული მთლიანობა დიდი ტკივილია ჩვენი ქვეყნისთვის. მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და მე ვუთხარი მას, რომ ეს ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე. ღიად დარჩენა საკითხისა, ამ ჭრილობისა არ შეიძლება. არასდროს ყოფილა კონფლიქტი აფახაზებსა და ქართველებს შორის. ეს იყო შექმნილი ხელოვნურად", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველაფერს აკეთებს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო... ეს მალე მოხდება", - ბრძანა ილია მეორემ.

უწმინდესის განცხადებას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია