გუდაურში ტრადიციული სათხილამურო მედიატურნირი "ნიამორი" გაიმართა. შეჯიბრება გოგონებსა და ვაჟებში ჩატარდა. ვაჟებში სამივე საპრიზო ადგილი "პალიტრა მედია"-ს გუნდმა აიღო. პირველ ადგილზე გავიდა გიორგი კვერნაძე, მეორეზე გიორგი ფარქოსაძე, მესამეზე კი - გიორგი კაკაბაძე.
გოგონებში კი პირველი ადგილი GDS-ს წარმომადგენელმა ანა ხოსიტაშვილმა დაიკავა. გამარჯვებულებს საჩუქრად მედლები და სიგელები, ერთ-ერთი სათხილამურო მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ. "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" კი გამარჯვებულებს 2016-17 სეზონის ვაუჩერები გადასცა.
მედია ტურნირი ეროვნულმა ფედერაციამ "სპორტი ყველასათვის" ჩაატრაა, რომელსაც მხარდაჭერა "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" გაუწია.