სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან" - ქანთარია პეტრიაშვილის დაჭრას "პირად მტრებს" უკავშირებს
 "საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან" - ქანთარია პეტრიაშვილის დაჭრას "პირად მტრებს" უკავშირებს

სა­ერ­თოდ, ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის ჯო­ხე­ბით და ია­რა­ღით ერ­თად არ მი­დი­ან, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის დაჭ­რის ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ქან­თა­რი­ამ უპა­სუ­ხა იმ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რის პი­რა­დი მო­ტი­ვის თა­ო­ბა­ზე მის მიერ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა. ნუკ­რი ქან­თა­რია აცხა­დებს, რომ დღე­საც იგი­ვე აზ­რზეა და თე­ო­რი­უ­ლა­დაც გა­მო­რი­ცხავს რამე პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს.

"მე გულ­წრფე­ლად, ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შემძრა ამ ამ­ბავ­მა და ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად მი­ვე­დი თა­ნად­გო­მის გა­სა­ხა­ტად. ვინ რა ინ­ტერპრე­ტა­ცია გა­უ­კე­თა ამას, მის ღირ­სე­ბა­ზე და სინ­დის­ზე იყოს. თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი გა­მოვ­რი­ცხავ პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს. დღე­საც ვამ­ბობ, ეს პი­რა­დი მტრე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლია, ეს არის მათი შეკ­ვე­თი­ლი. ასე­ვე გე­ტყვით, ჯო­ხე­ბით და ია­რა­ღით ერ­თად სა­ერ­თოდ არ მი­დი­ან ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ნუკ­რი ქან­თრი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი ერ­თა­დერ­თი არის ის, რომ ეს ფაქ­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მოხ­და.

"და­ნარ­ჩე­ნი თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ვინ­მემ ეს ჩა­ი­ფიქ­რა და შეკ­ვე­თა გა­ა­კე­თა. ეს არის წინა რე­ჟი­მის ხელ­წე­რა, კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თე­ბი გვაქვს, როცა თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­დი­ო­და ასეთ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს", - გა­ნა­ცხა­და ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ.

დაჭ­რის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რიც. მან ასე­ვე გა­მო­რი­ცხა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის დაჭ­რა­ში: "ეს საქ­მე ბო­ლომ­დე უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ი­სა­ჯოს. პო­ლი­ტი­კას გა­მოვ­რი­ცხავ და და­ნარ­ჩე­ნი არ ვიცი, და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას. მე მგო­ნი არ უნდა ჰქონ­დეთ "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" სა­ფუძ­ვე­ლი, იფიქ­რონ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ტენ­დენ­ცი­უ­რია. თუ აქვთ რა­ი­მე არ­გუ­მენ­ტი, კი ბა­ტო­ნო. მე, რა თქმა უნდა, ვგმობ ასეთ საქ­ცი­ელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვის დრო­ზე მან გა­მაკ­რი­ტი­კა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ასე­თი საქ­ცი­ე­ლი, ვის მი­მარ­თაც არ უნდა იყოს იგი მი­მარ­თუ­ლი, გა­მარ­თლე­ბუ­ლია, ეს რა თქმა უნდა და­საგ­მო­ბია", - გა­ნა­ცხა­და მე­ჭი­ა­ურ­მა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"გა­ვი­გე ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კოსს ვერ­სი­აც ჰქო­ნია, ყო­ჩაღ მა­გათ!" - ეკა მიშ­ვე­ლა­ძე ქან­თა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა­ზე

"თურ­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით მო­სუ­ლა" - რა­ტომ აკ­რი­ტი­კებს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ქან­თა­რი­ას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან" - ქანთარია პეტრიაშვილის დაჭრას "პირად მტრებს" უკავშირებს

 "საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან" - ქანთარია პეტრიაშვილის დაჭრას "პირად მტრებს" უკავშირებს

საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

ქანთარიამ უპასუხა იმ გამოხმაურებებს, რომელიც მომხდარის პირადი მოტივის თაობაზე მის მიერ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ დღესაც იგივე აზრზეა და თეორიულადაც გამორიცხავს რამე პოლიტიკურ მოტივს.

"მე გულწრფელად, ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე შემძრა ამ ამბავმა და ძალიან გულწრფელად მივედი თანადგომის გასახატად. ვინ რა ინტერპრეტაცია გაუკეთა ამას, მის ღირსებაზე და სინდისზე იყოს. თეორიულადაც კი გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივს. დღესაც ვამბობ, ეს პირადი მტრების გაკეთებულია, ეს არის მათი შეკვეთილი. ასევე გეტყვით, ჯოხებით და იარაღით ერთად საერთოდ არ მიდიან ლიკვიდაციისთვის", - განაცხადა ნუკრი ქანთრიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი ერთადერთი არის ის, რომ ეს ფაქტი "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს მოხდა.

"დანარჩენი თეორიულადაც კი წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ ვინმემ ეს ჩაიფიქრა და შეკვეთა გააკეთა. ეს არის წინა რეჟიმის ხელწერა, კლასიკური მაგალითები გვაქვს, როცა თვითონ ხელისუფლება ჩადიოდა ასეთ ორგანიზებულ დანაშაულს", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურიც. მან ასევე გამორიცხა პოლიტიკური მოტივი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში: "ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. პოლიტიკას გამოვრიცხავ და დანარჩენი არ ვიცი, დაველოდოთ გამოძიებას. მე მგონი არ უნდა ჰქონდეთ "თავისუფალ დემოკრატებს" საფუძველი, იფიქრონ, რომ გამოძიება ტენდენციურია. თუ აქვთ რაიმე არგუმენტი, კი ბატონო. მე, რა თქმა უნდა, ვგმობ ასეთ საქციელს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მან გამაკრიტიკა და შეურაცხყოფა მომაყენა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი საქციელი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი მიმართული, გამართლებულია, ეს რა თქმა უნდა დასაგმობია", - განაცხადა მეჭიაურმა.

ასევე წაიკითხეთ:

"გავიგე ზოგიერთ პოლიტიკოსს ვერსიაც ჰქონია, ყოჩაღ მაგათ!" - ეკა მიშველაძე ქანთარიას განცხადებაზე

"თურმე საავადმყოფოში სპეციალური განცხადებით მოსულა" - რატომ აკრიტიკებს ნათია ფანჯიკიძე ქანთარიას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."