საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით, ამ ერთხელ მაინც..." - საინტერესო ეპიზოდები რეზო ლაღიძის და იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებიდან
"მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით, ამ ერთხელ მაინც..." - საინტერესო ეპიზოდები რეზო ლაღიძის და იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებიდან

ხში­რად ვიხ­სე­ნებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით, წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი და ხალ­ხს გულ­წრფე­ლად უყ­ვარს.

დღეს გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რის რე­ვაზ ლა­ღი­ძის და უდი­დე­სი ქარ­თვე­ლი კო­მი­კო­სის იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას გახ­სე­ნე­ბა გვინ­და...

რე­ვაზ ლა­ღი­ძე

"მა­მას ძა­ლი­ან ბევ­რი წე­რი­ლი მოს­დი­ო­და თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბის­გან, სა­დაც თხოვ­დნენ იქ­ნებ თქვე­ნი სუ­რა­თი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნო­თო, რეზო კი ამ­ბობ­და - რა ვიცი, კაცო ვი­საც ჩემი ფოტო გა­ვუგ­ზავ­ნე, პა­სუ­ხი არა­ვის­გან მომ­სვლი­აო და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვის ფო­ტოს ნაც­ვლად, პეტ­რე გრუ­ზინ­სკის ფო­ტოს უგ­ზავ­ნი­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს წარ­წე­რით - "ეს არის "თბი­ლი­სოს" ავ­ტო­რი"... ეს ამ­ბა­ვი მერე თბი­ლის­ში ანეკ­დო­ტად იქცა", - იხ­სე­ნებს კომ­პო­ზი­ტორ რე­ვაზ ლა­ღი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლელა, რო­მელ­საც მა­მამ ოპე­რა "ლელა" მი­უ­ძღვნა...

რე­ვაზ ლა­ღი­ძე 1921 წლის 10 ივ­ლისს, ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ობ­ჩა­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის IV სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბე­ლი (ვი­ო­ლი­ნოს გან­ხრით) და ვი­ო­ლი­ნო­ზე სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრებ­ში უკ­რავ­და. შემ­დგომ თბი­ლი­სის სა­ხელ­წი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ამ­თავ­რა. ლა­ღი­ძე სხვა­დას­ხვა ჟან­რის მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ავ­ტო­რია. ეკუთ­ვნის რო­გორც ოპე­რა "ლელა", ისე მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ე­ბი, სიმ­ფო­ნი­უ­რი პო­ე­მა, სიმ­ფო­ნი­უ­რი სუ­რა­თი "სა­ჭი­დაო", რამ­დე­ნი­მე სა­გუნ­დო სიმ­ღე­რა-კან­ტა­ტა ("სიმ­ღე­რა სამ­შობ­ლო­ზე", "ბა­ლა­და ვაზ­ზე", "ოდა მეს­ხეთ­ზე", "მო­ხე­უ­რი ბა­ლა­და" და სხვ.), სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო და ჩე­ლოს პი­ე­სე­ბი. შექ­მნი­ლი აქვს მუ­სი­კა სპექ­ტაკ­ლე­ბი­სა და კი­ნო­ფილ­მე­ბის­თვის ("სა­ბუ­და­რე­ლი ჭა­ბუ­კი", "ნინო", "ზვი­გე­ნის კბი­ლი", "ხე­ვის­ბე­რი გოჩა", სულ 30-ზე მეტი სუ­რა­თი).

აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და სიმ­ღე­რის ჟანრ­ში, ხოლო მისი "სიმ­ღე­რა თბი­ლის­ზე" ყვე­ლა დრო­ის პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც კომ­პო­ზი­ტო­რი ამ­ბობ­და, ამ სიმ­ღე­რას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წერ­და და ბო­ლოს ნო­ტე­ბად ერთ დღე­ში აქ­ცია... "თბი­ლი­სო" პირ­ვე­ლად დე­და­ქა­ლა­ქის 1500 წლის­თვის მი­ძღვნილ იუ­ბი­ლე­ზე გა­ის­მა.

კომ­პო­ზი­ტო­რი პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და. იყო თბი­ლი­სის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მუ­სი­კის კა­თედ­რის გამ­გე. ბევ­რი ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­და­გო­გიც.

რე­ვაზ ლა­ღი­ძის საყ­ვა­რე­ლი გარ­თო­ბა ნა­დი­რო­ბა და თევ­ზა­ო­ბა იყო. ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნას დიდ დროს უთ­მობ­და, რაც შემ­დეგ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში აი­სა­ხე­ბო­და. "თუ მი­წა­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლა არ გა­ივ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორ შე­იგ­რძნობ; თუ ერთხელ მა­ინც ფეხ­შიშ­ველს ფეხ­ში ეკა­ლი არ შეგ­სო­ბია, თუ ერთხელ მა­ინც ბადე არ გა­და­გი­ფე­ნია ჩვენს ვიწ­რო მდი­ნა­რე­ებ­ზე - შენ სა­ქარ­თვე­ლოს ვერ შე­იგ­რძნო­ბო", - ამ­ბობ­და ის. რო­გორც მას­ზე ჰყვე­ბი­ან, გა­ამ­ზა­დებ­და თურ­მე თა­ვის ბადე-ან­კე­სებს, ჩაჯ­დე­ბო­და "ვოლ­გა 21"-ში და მი­დი­ო­და სა­თევ­ზა­ოდ. ამა­ყობ­და იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მდი­ნა­რე არაა, ბადე არ მეს­რო­ლო­სო. თევ­ზი და ნა­ნა­დი­რე­ვი კი არა, თა­ვად ეს პრო­ცე­სი უყ­ვარ­და, რად­გა­ნაც იქ მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­დი­ო­და.

კომ­პო­ზი­ტო­რი 1981 წელს, 60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

იპო­ლი­ტე ხვი­ჩია

დიდი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი და კო­მი­კო­სი - იპო­ლი­ტე ხვი­ჩია 1910 წელს სო­ფე­ლი კონ­ტუ­ათ­ში, ახ­ლან­დე­ლი ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სამ­რეწ­ვე­ლო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ტექ­ნი­კუ­მი. 30-იან წლებ­ში იყო ხო­ნის და ბაღ­და­თის რა­ი­ო­ნუ­ლი თე­ატ­რე­ბის მსა­ხი­ო­ბი. 60-იან წლებ­ში კი უკვე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თა­მა­შობ­და.

1956 წლი­დან კი კი­ნო­ში აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ. მას­თან მუ­შო­ბა ყვე­ლა რე­ჟი­სორს უყ­ვარ­და. ნა­თა­მა­შე­ვი აქვს "სა­ბუ­და­რე­ლი ჭა­ბუკ­ში", "მა­ნა­ნა­ში", "ბურ­თი და მო­ე­და­ნი", "თხუ­ნე­ლა", "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან", "არ იდარ­დო!", "ფე­ო­ლა", "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი", "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი", "დათა თუ­თაშ­ხია" და სხვ. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს ხიბ­ლავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მისი უბ­რა­ლო­ე­ბა და ბუ­ნებ­რი­ო­ბა.

რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი შვი­ლის, ნუნუ ხვი­ჩი­ას წიგ­ნი­დან "მო­ნოგ­რა­ფია მა­მა­ზე":

"13 რი­ცხვი"

"31-ში და­ი­ბა­და. 31-ში გარ­და­იც­ვა­ლა. 13 "იპო­ლი­ტე" შე­ას­რუ­ლა კი­ნო­ში. იპო­ლი­ტე ამ ციფრს, 13-ს ასე გა­მოთ­ქვამ­და: "დუ­ჟინს პლუს ერთი".

* * *

"ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იპო­ლი­ტე ეკი­თხე­ბა კო­რეს­პონ­დენტს:

- რამ­დე­ნი შე­კი­თხვა გა­მოგ­ვი­ვი­და?

- თერ­თმე­ტი.

- თუ შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ ორი შე­კი­თხვა რომ და­ვუ­მა­ტოთ? ცა­მე­ტი ჩემი ციფ­რია. კარ­გად მაქვს დაც­დი­ლი: ოჯახ­ში 13 სული ვი­ყა­ვით: დედა, მამა და 11 შვი­ლი. ქუ­თა­ის­ში ლერ­მონ­ტო­ვის 13-ში ვცხოვ­რობ­დი, ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში წი­თე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბის (დღეს იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას სა­ხე­ლო­ბის) 13 სახ­ლში გად­მო­ვე­დი, რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბაც 1953 წლის 13 ივ­ნისს მი­ვი­ღე; სას­ტუმ­რო­ში ყო­ველ­თვის 13 ნო­მე­რი მხვდე­ბა; სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბაც 1960 წლის 13 ივ­ლისს მი­ვი­ღე; ახა­ლი ბინა სე­ვას­ტო­პოლ­ზე - 13 ივ­ნისს და ა.შ."

* * *

...ქარ­თუ­ლი იუ­მო­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თა­ვი­სე­ბუ­რია და მას სხვა იო­ლად ვერ იგებს, თუმ­ცა ერთხელ, კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე, ფილმში - "ბურ­თი და მო­ე­და­ნი" იპო­ლი­ტეს "კუ­ჭ­კუ­ჭიმ" ჟან გა­ბე­ნის გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია: რეზო ჩხე­ი­ძის გვერ­დით მჯდომ, ყვე­ლა დრო­ის უდი­დეს ფრანგ მსა­ხი­ობს თარ­ჯიმ­ნის მეშ­ვე­ო­ბით უთ­ქვამს: "რა­ტომ არ ვიც­ნობ ამ კაცს, რა გე­ნი­ო­სი გყო­ლი­ათ?"

* * *

"იპო­ლი­ტეს მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ გმი­რებს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს, მაგ­რამ მისი თან­და­ყო­ლი­ლი იუ­მო­რი ცხოვ­რე­ბა­შიც არა­ნაკ­ლებ "მწვა­ვე" იყო და ყო­ველ­თვის აღ­წევ­და შე­სა­ბა­მის მი­ზანს: "ბურ­თი და მო­ედ­ნის" გა­და­ღე­ბის დროს კუ­ჭ­კუ­ჭის სტა­დი­ონ­ზე სარ­ბე­ნად დიდი შავი ტრუ­სე­ბი დას­ჭირ­და, სტუ­დი­ა­ში კი მისი ზო­მი­სა ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­და­ღე­ბა ორი დღით გა­და­ი­დო. სა­ღა­მოს, შინ მი­სულ­მა იპო­ლი­ტემ, აი­ვან­ზე გა­საშ­რო­ბად გა­ფე­ნილ, სი­დედ­რის კუთ­ვნილ, შორ­ტე­ბი­ვით სრულ, მოგ­რძო ნი­ფხავს მოჰ­კრა თვა­ლი.

მე­ო­რე დღეს ვე­რი­ჩკამ შეძ­რა #13 სახ­ლის მცხოვ­რებ­ნი. მე­ზობ­ლე­ბის აივ­ნე­ბი რომ შე­მო­ი­ა­რა, ეზო­შიც ჩა­ვი­და და იქაც ბევ­რი ეძე­ბა, მაგ­რამ ვერ მი­აგ­ნო...

- რას ეძებ, ვე­რი­ჩკა? - ეკი­თხე­ბოდ­ნენ გა­ო­ცე­ბუ­ლი მე­ზობ­ლე­ბი... გვი­ან ღა­მით გა­და­ღე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა იპო­ლი­ტემ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გაღ­ვი­ძე­ბას რომ მო­ე­რი­და, აი­ვან­ზე და­ი­ძი­ნა და... დი­ლა­ად­რი­ა­ნად რძი­სა და მაწ­ვნის ბოთ­ლე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად აი­ვან­ზე გა­სუ­ლი ვე­რი­ჩკას კი­ვილ­მა ყვე­ლა გა­აღ­ვი­ძა.

- დე­და­ია! ამას რას ხე­დავს ჩემი და­საფ­სე­ბი თვა­ლე­ბი! სად იყო ბიჭო, მაი ტრუ­სი­კი?

- კაი ახლა, ვე­რი­ჩკა - ეხ­ვე­წე­ბა იპო­ლი­ტე. - რა მოხ­და მერე. ამ ასაკ­ში შენ ტან­ზე ჩაც­მულს მა­ინც ვე­რა­ვინ ნა­ხავ­და და ახლა ეს ნი­ფხა­ვი მსოფ­ლი­ოს მო­ივ­ლის... აბა?!"

* * *

"ფე­ო­ლას" გა­და­ღე­ბა ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ დროს სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლიც ოჯახ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და იქ. გა­და­ღე­ბი­დან ზღვის­კენ მი­მა­ვალ იპო­ლი­ტეს ქუ­ჩა­ში მზით "ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი" სე­სი­ლია შეხ­ვდა.

- აუ, სე­სი­ლია, გა­მო­მას­წა­რი?

- რა გინ­და, ბიჭო, რა?

- რა და, შენი ნახ­ვა მინ­დო­და სა­ბა­ნაო კოს­ტი­უმ­ში.

- უჰ, მეხი კი და­გა­ყა­რე. ა, და შემ­ხე­დე! - სე­სი­ლი­ამ გა­იხ­სნა ხა­ლა­თი და სა­ბა­ნაო კოს­ტი­უმ­ში მო­ეჩ­ვე­ნა იპო­ლი­ტეს.

- დი­დუუ! ყვავს და­ა­ჩხავ­ლებს...

- და­მე­კარ­გე აქე­დან".

* * *

"ერთხელ იპო­ლი­ტე ცოლს ახ­ლობ­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე გაჰ­ყვა. ოთახ­ში რომ შე­ვი­და, მიმ­სვლე­ლი თუ ჭი­რი­სუ­ფა­ლი მის­კენ შებ­რუნ­და და ყვე­ლამ ჩუმი სი­ცი­ლი და­ი­წყო. იპო­ლი­ტემ წო­ნას­წო­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ჭი­რი­სუ­ფალს მი­უ­სამ­ძიმ­რა და ჩქა­რი ნა­ბი­ჯით გა­ე­ცა­ლა იქა­უ­რო­ბას. იმის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი ლუბა იპო­ლი­ტეს­თან ერ­თად, პა­ნაშ­ვიდ­ზე წას­ვლას ყო­ველ­თვის ერი­დე­ბო­და. მსგავ­სი უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბით გა­წა­მე­ბულ­მა იპო­ლი­ტემ ერთხელ თხოვ­ნი­თაც მი­მარ­თა ახ­ლობ­ლებს:

- თქვე­ნი ჭი­რი­მე, თუ ჩემ დაკ­რძალ­ვა­ზე მოხ­ვდე­ბით, შე­ახ­სე­ნეთ ჩვე­ნებს, სუ­რა­თი წინ არ გა­ი­ტა­ნონ.

- რა­ტომ, ბა­ტო­ნო იპო­ლი­ტე?

- ხალ­ხი სუ­რა­თის და­ნახ­ვა­ზე გა­ი­ცი­ნებს, მე კი მინ­და, ამ ერთხელ მა­ინც მო­მე­გე­ბონ ცრემ­ლით. ამ ერთხელ მა­ინც..."

შვი­ლიშ­ვი­ლი ავთო ხვი­ჩია ბა­ბუ­ა­ზე:

"ვიქ­ნე­ბო­დი ასე 31 წლის, იპო 73 წლის იყო, როცა ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა. ეს უამ­რა­ვი მი­ზე­ზის გამო შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო: ნერ­ვი­უ­ლო­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე კი­ბე­ზეც და­ე­ცა. ფილ­მი ხომ გახ­სოვთ, "ბო­დი­ში, თქვენ გე­ლით სიკ­ვდი­ლი", იქ ერთი ეპი­ზო­დია, სა­დაც იპო­ლი­ტეს აგურს ურტყა­მენ თავ­ში, რა­ტომ­ღაც ვი­ღა­ცამ ბო­რო­ტად იხუმ­რა და აგუ­რის ბუ­ტა­ფო­რი­ის ნაც­ვლად, ნამ­დვი­ლი აგუ­რი და­დეს, ჰოდა, იმ აგუ­რის ჩარ­ტყმაც და­ე­მა­ტა... თუმ­ცა, ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი დღემ­დე არ ვი­ცით, მაგ­რამ ინ­სულ­ტით არ გარ­დაც­ვლი­ლა, მას შემ­დეგ წა­მოდ­გა, სა­ერ­თოდ, ოპ­ტი­მის­ტი იყო, დიდი შე­მარ­თე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მას ას­თმის შე­ტე­ვე­ბი და­ე­წყო, ვმკურ­ნა­ლობ­დით, სა­უ­ბე­დუ­როდ, ვერ ვუშ­ვე­ლეთ, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზიც ეს გვე­გო­ნა, მაგ­რამ, რო­გორც უკვე შემ­დეგ გა­ირ­კვა, იპო­ლი­ტეს ფილ­ტვებ­მა უმტყუ­ნა".

იპო­ლი­ტე გარ­და­იც­ვა­ლა თბი­ლის­ში, 1985 წელს. დაკ­რძა­ლუ­ლია სა­ბურ­თა­ლოს სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რას წერ­და ან­დერ­ძში სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი და რა­ტომ იყო "გვარ­ში ერ­თა­დერ­თი ხეპ­რე" ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი

"მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით, ამ ერთხელ მაინც..." - საინტერესო ეპიზოდები რეზო ლაღიძის და იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებიდან

"მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით, ამ ერთხელ მაინც..." - საინტერესო ეპიზოდები რეზო ლაღიძის და იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებიდან

ხშირად ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის ცხოვრებაში საკუთარი შემოქმედებით, წვლილი აქვს შეტანილი და ხალხს გულწრფელად უყვარს.

დღეს გენიალური კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის და უდიდესი ქართველი კომიკოსის იპოლიტე ხვიჩიას გახსენება გვინდა...

რევაზ ლაღიძე

"მამას ძალიან ბევრი წერილი მოსდიოდა თაყვანისმცემელი მანდილოსნებისგან, სადაც თხოვდნენ იქნებ თქვენი სურათი გამოგვიგზავნოთო, რეზო კი ამბობდა - რა ვიცი, კაცო ვისაც ჩემი ფოტო გავუგზავნე, პასუხი არავისგან მომსვლიაო და ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავის ფოტოს ნაცვლად, პეტრე გრუზინსკის ფოტოს უგზავნიდა თაყვანისმცემლებს წარწერით - "ეს არის ''თბილისოს'' ავტორი"... ეს ამბავი მერე თბილისში ანეკდოტად იქცა", - იხსენებს კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ქალიშვილი, ლელა, რომელსაც მამამ ოპერა "ლელა" მიუძღვნა...

რევაზ ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს განხრით) და ვიოლინოზე სიმფონიურ ორკესტრებში უკრავდა. შემდგომ თბილისის სახელწიფო კონსერვატორია დაამთავრა. ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. ეკუთვნის როგორც ოპერა "ლელა", ისე მუსიკალური კომედიები, სიმფონიური პოემა, სიმფონიური სურათი "საჭიდაო", რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა ("სიმღერა სამშობლოზე", "ბალადა ვაზზე", "ოდა მესხეთზე", "მოხეური ბალადა" და სხვ.), საფორტეპიანო და ჩელოს პიესები. შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის ("საბუდარელი ჭაბუკი", "ნინო", "ზვიგენის კბილი", "ხევისბერი გოჩა", სულ 30-ზე მეტი სურათი).

აქტიურად მუშაობდა სიმღერის ჟანრში, ხოლო მისი "სიმღერა თბილისზე" ყველა დროის პოპულარული ნამუშევარია, არა მარტო საქართველოში. როგორც კომპოზიტორი ამბობდა, ამ სიმღერას მთელი ცხოვრება წერდა და ბოლოს ნოტებად ერთ დღეში აქცია... "თბილისო" პირველად დედაქალაქის 1500 წლისთვის მიძღვნილ იუბილეზე გაისმა.

კომპოზიტორი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იყო თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. ბევრი ცნობილი მუსიკოსის მასწავლებელი გახლდათ. მოგვიანებით კონსერვატორიის პედაგოგიც.

რევაზ ლაღიძის საყვარელი გართობა ნადირობა და თევზაობა იყო. ბუნება ძალიან უყვარდა და ბუნებაში ყოფნას დიდ დროს უთმობდა, რაც შემდეგ მის შემოქმედებაში აისახებოდა. "თუ მიწაზე ფეხშიშველა არ გაივლი, საქართველოს როგორ შეიგრძნობ; თუ ერთხელ მაინც ფეხშიშველს ფეხში ეკალი არ შეგსობია, თუ ერთხელ მაინც ბადე არ გადაგიფენია ჩვენს ვიწრო მდინარეებზე - შენ საქართველოს ვერ შეიგრძნობო", - ამბობდა ის. როგორც მასზე ჰყვებიან, გაამზადებდა თურმე თავის ბადე-ანკესებს, ჩაჯდებოდა "ვოლგა 21"-ში და მიდიოდა სათევზაოდ. ამაყობდა იმით, რომ  საქართველოში მდინარე არაა, ბადე არ მესროლოსო. თევზი და ნანადირევი კი არა, თავად ეს პროცესი უყვარდა, რადგანაც იქ მეგობრებთან ერთად დადიოდა.

კომპოზიტორი 1981 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

იპოლიტე ხვიჩია

დიდი ქართველი მსახიობი და კომიკოსი - იპოლიტე ხვიჩია 1910 წელს სოფელი კონტუათში, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი. 30-იან წლებში იყო ხონის და ბაღდათის რაიონული თეატრების მსახიობი. 60-იან წლებში კი უკვე რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობდა.

1956 წლიდან კი კინოში აქტიურად იღებდნენ. მასთან მუშობა ყველა რეჟისორს უყვარდა. ნათამაშევი აქვს "საბუდარელი ჭაბუკში", "მანანაში", "ბურთი და მოედანი", "თხუნელა", "თოჯინები იცინიან", "არ იდარდო!", "ფეოლა", "მხიარული რომანი", "პირველი მერცხალი", "დათა თუთაშხია" და სხვ. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა, განსაკუთრებით კი მისი უბრალოება და ბუნებრიობა.

რამდენიმე ეპიზოდი შვილის, ნუნუ ხვიჩიას წიგნიდან "მონოგრაფია მამაზე":

"13 რიცხვი"

"31-ში დაიბადა. 31-ში გარდაიცვალა. 13 "იპოლიტე" შეასრულა კინოში. იპოლიტე ამ ციფრს, 13-ს ასე გამოთქვამდა: "დუჟინს პლუს ერთი".

* * *

"ერთ-ერთ ინტერვიუში იპოლიტე ეკითხება კორესპონდენტს:

- რამდენი შეკითხვა გამოგვივიდა?

- თერთმეტი.

- თუ შეიძლება, კიდევ ორი შეკითხვა რომ დავუმატოთ? ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი: ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების (დღეს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის) 13 სახლში გადმოვედი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებაც 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სასტუმროში ყოველთვის 13 ნომერი მხვდება; სახალხო არტისტის წოდებაც 1960 წლის 13 ივლისს მივიღე; ახალი ბინა სევასტოპოლზე - 13 ივნისს და ა.შ."

* * *

...ქართული იუმორი, შეიძლება ითქვას, თავისებურია და მას სხვა იოლად ვერ იგებს, თუმცა ერთხელ, კანის ფესტივალზე, ფილმში - "ბურთი და მოედანი" იპოლიტეს "კუჭკუჭიმ" ჟან გაბენის გაოცება გამოიწვია: რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდომ, ყველა დროის უდიდეს ფრანგ მსახიობს თარჯიმნის მეშვეობით უთქვამს: "რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, რა გენიოსი გყოლიათ?"

* * *

"იპოლიტეს მიერ განსახიერებულ გმირებს მაყურებელი კარგად იცნობს, მაგრამ მისი თანდაყოლილი იუმორი ცხოვრებაშიც არანაკლებ "მწვავე" იყო და ყოველთვის აღწევდა შესაბამის მიზანს: "ბურთი და მოედნის" გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი მისი ზომისა ვერ აღმოაჩინეს. გადაღება ორი დღით გადაიდო. საღამოს, შინ მისულმა იპოლიტემ, აივანზე გასაშრობად გაფენილ, სიდედრის კუთვნილ, შორტებივით სრულ, მოგრძო ნიფხავს მოჰკრა თვალი.

მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრა #13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო...

- რას ეძებ, ვერიჩკა? - ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები... გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და... დილაადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა.

- დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო ბიჭო, მაი ტრუსიკი?

- კაი ახლა, ვერიჩკა - ეხვეწება იპოლიტე. - რა მოხდა მერე. ამ ასაკში შენ ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის... აბა?!"

* * *

"ფეოლას" გადაღება ბათუმში მიმდინარეობდა. ამ დროს სესილია თაყაიშვილიც ოჯახთან ერთად ისვენებდა იქ. გადაღებიდან ზღვისკენ მიმავალ იპოლიტეს ქუჩაში მზით "ნასიამოვნები" სესილია შეხვდა.

- აუ, სესილია, გამომასწარი?

- რა გინდა, ბიჭო, რა?

- რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტიუმში.

- უჰ, მეხი კი დაგაყარე. ა, და შემხედე! - სესილიამ გაიხსნა ხალათი და საბანაო კოსტიუმში მოეჩვენა იპოლიტეს.

- დიდუუ! ყვავს დააჩხავლებს...

- დამეკარგე აქედან".

* * *

"ერთხელ იპოლიტე ცოლს ახლობლის პანაშვიდზე გაჰყვა. ოთახში რომ შევიდა, მიმსვლელი თუ ჭირისუფალი მისკენ შებრუნდა და ყველამ ჩუმი სიცილი დაიწყო. იპოლიტემ წონასწორობა შეინარჩუნა, ჭირისუფალს მიუსამძიმრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. იმის შემდეგ ქალბატონი ლუბა იპოლიტესთან ერთად, პანაშვიდზე წასვლას ყოველთვის ერიდებოდა. მსგავსი უხერხული სიტუაციებით გაწამებულმა იპოლიტემ ერთხელ თხოვნითაც მიმართა ახლობლებს:

- თქვენი ჭირიმე, თუ ჩემ დაკრძალვაზე მოხვდებით, შეახსენეთ ჩვენებს, სურათი წინ არ გაიტანონ.

- რატომ, ბატონო იპოლიტე?

- ხალხი სურათის დანახვაზე გაიცინებს, მე კი მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით. ამ ერთხელ მაინც..."

შვილიშვილი ავთო ხვიჩია ბაბუაზე:

"ვიქნებოდი ასე 31 წლის, იპო 73 წლის იყო, როცა ინსულტი დაემართა. ეს უამრავი მიზეზის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო: ნერვიულობა, რამდენჯერმე კიბეზეც დაეცა. ფილმი ხომ გახსოვთ, "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", იქ ერთი ეპიზოდია, სადაც იპოლიტეს აგურს ურტყამენ თავში, რატომღაც ვიღაცამ ბოროტად იხუმრა და აგურის ბუტაფორიის ნაცვლად, ნამდვილი აგური დადეს, ჰოდა, იმ აგურის ჩარტყმაც დაემატა... თუმცა, ნამდვილი მიზეზი დღემდე არ ვიცით, მაგრამ ინსულტით არ გარდაცვლილა, მას შემდეგ წამოდგა, საერთოდ, ოპტიმისტი იყო, დიდი შემართებით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, მას ასთმის შეტევები დაეწყო, ვმკურნალობდით, საუბედუროდ, ვერ ვუშველეთ, სიკვდილის მიზეზიც ეს გვეგონა, მაგრამ, როგორც უკვე შემდეგ გაირკვა, იპოლიტეს ფილტვებმა უმტყუნა".

იპოლიტე გარდაიცვალა თბილისში, 1985 წელს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ლალი ფაციამ

ასევე დაგაინტერესებთ: რას წერდა ანდერძში სესილია თაყაიშვილი და რატომ იყო "გვარში ერთადერთი ხეპრე" ჭაბუა ამირეჯიბი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ