პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა" - ილია მეორე
"დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა" - ილია მეორე

უძღე­ბი შვი­ლის იგა­ვი თით­ქოს თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნებ­ზე, თით­ქოს ჩვენ­ზეა, - ამის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რე სა­მე­ბა­ში, საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

ილია მე­ო­რის თქმით, ხალ­ხი მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შეა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - ახალ­გაზ­რდო­ბა. "დღე­ვან­დელ კვი­რას უძღე­ბი შვი­ლის კვი­რი­ა­კე ეწო­დე­ბა. დღეს ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ სა­ხა­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მა­მას ჰყავ­და­ო­რი შვი­ლი. უმ­ცროს­მა შვილ­მა თა­ვი­სი წილი მო­ი­ხო­ვა და უცხო ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­და. იქ თა­ვი­სუ­ფალ ცხოვ­რე­ბას მიჰ­ყვა. მთე­ლი ქო­ნე­ბა გა­ა­ნი­ა­ვა. იმ ქვე­ყა­ნა­ში დიდი შიმ­ში­ლი იყო. ის საჭ­მე­ლიც კი ენატ­რე­ბო­და, რო­მელ­საც პი­რუ­ტყვს აჭ­მევ­დნენ. ამ დროს იფიქ­რა - წა­ვალ და ვე­ტყვი მა­მას, რომ არ ვარ ღირ­სი მისი შვი­ლი, მისი ძე მერ­ქვას, მი­მი­ღე მე, რო­გორც ერთ-ერთი მუ­შა­თა­გა­ნი, რო­გორც მსა­ხუ­რი. მამა თით­ქოს თა­ვის შვილს ელო­დე­ბო­და. და­ი­ნა­ხა შო­რი­დან, გა­ე­გე­ბა მას და მო­ეხ­ვია.

ეს იგა­ვი თით­ქოს თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნებ­ზე, თით­ქოს ჩვენ­ზეა. დღეს ჩვე­ნი ხალ­ხი მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შეა - გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბა. ეს იგა­ვი არის მაც­ნე სი­ნა­ნუ­ლი­სა, მაგ­რამ ამა­ვე დროს არის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მას გა­ნუდ­გნენ, ისევ დაბ­რუნ­დე­ბი­ან მა­მას­თან და მამა სიყ­ვა­რუ­ლით მი­ი­ღებს მათ. უფალ­მა ინე­ბოს, რომ ეს მალე მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

ამას­თან, დღეს ილია მე­ო­რემ ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის სამღდე­ლო­ე­ბა და­ჯილ­დოვ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა" - ილია მეორე

"დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა" - ილია მეორე

უძღები შვილის იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზე, თითქოს ჩვენზეა, - ამის თაობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე სამებაში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორის თქმით, ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდობა. "დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება იმის თაობაზე, რომ მამას ჰყავდაორი შვილი. უმცროსმა შვილმა თავისი წილი მოიხოვა და უცხო ქვეყანაში წავიდა. იქ თავისუფალ ცხოვრებას მიჰყვა. მთელი ქონება გაანიავა. იმ ქვეყანაში დიდი შიმშილი იყო. ის საჭმელიც კი ენატრებოდა, რომელსაც პირუტყვს აჭმევდნენ. ამ დროს იფიქრა - წავალ და ვეტყვი მამას, რომ არ ვარ ღირსი მისი შვილი, მისი ძე მერქვას, მიმიღე მე, როგორც ერთ-ერთი მუშათაგანი, როგორც მსახური. მამა თითქოს თავის შვილს ელოდებოდა. დაინახა შორიდან, გაეგება მას და მოეხვია.

ეს იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზე, თითქოს ჩვენზეა. დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა - განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ეს იგავი არის მაცნე სინანულისა, მაგრამ ამავე დროს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მამას განუდგნენ, ისევ დაბრუნდებიან მამასთან და მამა სიყვარულით მიიღებს მათ. უფალმა ინებოს, რომ ეს მალე მოხდეს", - განაცხადა პატრიარქმა.

ამასთან, დღეს ილია მეორემ ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის სამღდელოება დაჯილდოვდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია