საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დევს სასაჩუქრე ჩანთაში, რომელსაც "ოსკარზე" მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ - უცნობი ფაქტები ყველაზე ძვირადღირებულ კინოპრემიაზე
რა დევს სასაჩუქრე ჩანთაში, რომელსაც "ოსკარზე" მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ - უცნობი ფაქტები ყველაზე ძვირადღირებულ კინოპრემიაზე

კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი დღეს ღა­მით წლის მთა­ვა­რი კი­ნოპ­რე­მი­ის "ოს­კა­რის" მო­ლო­დინ­ში არი­ან. ამე­რი­კის უმაღ­ლე­სი კი­ნო­ა­კა­დე­მია წლის რჩე­უ­ლებს რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­მო­ავ­ლენს. და­ჯილ­დო­ე­ბის 88-ე ცე­რე­მო­ნია ტრა­დი­ცი­უ­ლად, ლოს ან­ჯე­ლეს­ში, "დოლ­ბის" თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც 3 400 ადა­მი­ანს იტევს. ცე­რე­მო­ნი­ას ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი კრის როკი გა­უ­ძღვე­ბა.

1929 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, ლოს ან­ჯე­ლე­სის­თვის ეს წლის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს ცნო­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ კი­ნოპ­რე­მი­ას ლოს ან­ჯე­ლე­სის ბი­უ­ჯეტ­ში 130 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­აქვს. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის აკა­დე­მი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წლის "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­და­სა­ხა­დე­ბი და ნო­მი­ნან­ტთა სა­უზ­მე­ე­ბი 42,7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაჯ­და, რაც მცი­რე­დით მე­ტია 2014 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე - 41,9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. გა­სუ­ლი წლის შე­მო­სა­ვალ­მა კი 109 მი­ლი­ო­ნი შე­ად­გი­ნა, 2014 წელს კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 97 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო.

აკა­დე­მი­ის­თვის შე­მო­სავ­ლის ერთ-ერთი წყა­რო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბია. თუმ­ცა ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ მათ, ვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­საწ­ვე­ვი ბი­ლე­თი აქვს. "ნიუ იორკ პოს­ტის" ცნო­ბით, გა­სულ წელს პარ­ტე­რის ბი­ლე­თი 750 დო­ლა­რი ღირ­და, აი­ვან­ზე კი 375 დო­ლა­რი. გარ­და ამი­სა, აკა­დე­მი­ას შე­მო­სა­ვა­ლი აქვს სტუ­დია "დის­ნე­ის­გა­ნაც". 2020 წლამ­დე "დის­ნეი" ყო­ველ­წლი­უ­რად 75 მი­ლი­ონ დო­ლარს იხ­დის "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC-ის პირ­და­პი­რი ტრანსლი­რე­ბის უფ­ლე­ბის­თვის.

200 ათა­სი დო­ლა­რი ეღი­რე­ბა ე.წ. სა­სა­ჩუქ­რე ჩან­თა, რო­მელ­საც წლე­ვან­დელ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მთა­ვარ კა­ტე­გო­რი­ებ­ში წარ­დგე­ნი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და რე­ჟი­სო­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ. "გარ­დი­ა­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს ჩან­თა­ში 900 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი იდე­ბა. ასე­ვე პირ­სა­ხო­ცი და კა­ნის და­მარ­ბი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გარ­და, ჩან­თა­ში სექს-სა­თა­მა­შო­ე­ბი, მკერ­დის გაზ­რდის ოპე­რა­ცი­ის სერ­ტი­ფი­კა­ტი და 54 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი კერ­ძო ტური ია­პო­ნი­ა­ში გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ვინ იყო ოს­კა­რი?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა დევს სასაჩუქრე ჩანთაში, რომელსაც "ოსკარზე" მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ - უცნობი ფაქტები ყველაზე ძვირადღირებულ კინოპრემიაზე

რა დევს სასაჩუქრე ჩანთაში, რომელსაც "ოსკარზე" მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ - უცნობი ფაქტები ყველაზე ძვირადღირებულ კინოპრემიაზე

კინომოყვარულები დღეს ღამით წლის მთავარი კინოპრემიის "ოსკარის" მოლოდინში არიან. ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია წლის რჩეულებს რამდენიმე საათში გამოავლენს. დაჯილდოების 88-ე ცერემონია ტრადიციულად, ლოს ანჯელესში, "დოლბის" თეატრში გაიმართება, რომელიც 3 400 ადამიანს იტევს. ცერემონიას ამერიკელი მსახიობი კრის როკი გაუძღვება.

1929 წლიდან მოყოლებული დღემდე, ლოს ანჯელესისთვის ეს წლის ყველაზე მთავარი ღონისძიებაა. ქალაქის ეკონომიკური განვითარების საბჭოს ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოს მთავარ კინოპრემიას ლოს ანჯელესის ბიუჯეტში 130 მილიონი დოლარი შეაქვს. კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის მონაცემებით, 2015 წლის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის საბიუჯეტო გადასახადები და ნომინანტთა საუზმეები 42,7 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც მცირედით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე - 41,9 მილიონი დოლარი. გასული წლის შემოსავალმა კი 109 მილიონი შეადგინა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 97 მილიონი დოლარი იყო.

აკადემიისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ცერემონიაზე დასასწრები ბილეთებია. თუმცა ბილეთების შეძენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც სპეციალური მოსაწვევი ბილეთი აქვს. "ნიუ იორკ პოსტის" ცნობით, გასულ წელს პარტერის ბილეთი 750 დოლარი ღირდა, აივანზე კი 375 დოლარი. გარდა ამისა, აკადემიას შემოსავალი აქვს სტუდია "დისნეისგანაც". 2020 წლამდე "დისნეი" ყოველწლიურად 75 მილიონ დოლარს იხდის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის ტელეკომპანია ABC-ის პირდაპირი ტრანსლირების უფლებისთვის.

200 ათასი დოლარი ეღირება ე.წ. სასაჩუქრე ჩანთა, რომელსაც წლევანდელ ცერემონიაზე მთავარ კატეგორიებში წარდგენილი მსახიობები და რეჟისორები მიიღებენ. "გარდიანის" ინფორმაციით, წელს ჩანთაში 900 დოლარად ღირებული ტუალეტის ქაღალდი იდება. ასევე პირსახოცი და კანის დამარბილებელი საშუალება. კოსმეტიკური საშუალებების გარდა, ჩანთაში სექს-სათამაშოები, მკერდის გაზრდის ოპერაციის სერტიფიკატი და 54 ათას დოლარად ღირებული კერძო ტური იაპონიაში განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო ოსკარი?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება