მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ" – "ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვების დღე!
"ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ" – "ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვების დღე!

რაგ­ბი! ეს სი­ტყვა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად და სი­ა­მა­ყით ის­მის. ამ სი­ა­მა­ყის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლე­ბი კი "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" არი­ან. "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" რომ­ლე­ბიც მატ­ჩი­დან მატ­ჩამ­დე არას­დროს კარ­გა­ვენ საბ­რძო­ლო ჟინს.

ბევ­რს რაგ­ბის თა­მა­ში ხელ-ფეხ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი, ან ბრძო­ლა წე­სე­ბის გა­რე­შე ჰგო­ნი­ათ. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც ერთხელ მა­ინც მო­უკ­რავს თვა­ლი გუ­რუ­ლი ლე­ლო­ბურ­თის­თვის, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად გუ­რი­ა­ში იმარ­თე­ბა.

ლე­ლო­ბურ­თის თა­მაშ­ში ორი სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობს ლელო თა­ვი­სი სოფ­ლის­კენ წა­ი­ღოს. იქ წი­ნას­წარ არა­ვინ იცის, თა­მა­ში რო­დის მთავ­რდე­ბა - ის ყო­ველ­თვის იმ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა სა­ნამ ბურ­თი, ბო­ლოს­და­ბო­ლოს რო­მე­ლი­მე სოფ­ლის მხა­რეს არ გა­აღ­წევს...

რაგბ­ში კი წე­სე­ბი იმა­ზე მე­ტად მკაც­რად არის გა­წე­რი­ლი, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ.

ერთი შე­ხედ­ვით ჩხუ­ბის კო­რი­ან­ტელ­ში, გა­წე­ვა-გა­მო­წე­ვა­ში და საბ­რძო­ლო ყი­ჟი­ნის ხმა­ში ისე­თი წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, თუ ამ სპორ­ტის მიმ­დე­ვა­რი არ ხარ, ძნე­ლია ნერ­ვე­ბი გე­ყოს მის შე­სას­წავ­ლად.

ასე­თი საბ­რძო­ლო მუხ­ტი და ყი­ჟი­ნა დღეს, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე ვნა­ხეთ, სა­დაც ქარ­თველ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა ეს­პა­ნე­ლებს უმას­პინ­ძლეს.

გა­დავ­სე­ბუ­ლი ტრი­ბი­ნუ­ნე­ბი­დან ძნე­ლია და­ა­სა­ხე­ლო ვინ­მე, ვი­საც ქარ­თვე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბო­და. მაგ­რამ რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს.

მილ­ტონ ჰე­ი­გის შე­გირ­დებს ან­გა­რი­შის გახ­სნა უკვე მე-3 წუ­თის­თვის შე­ეძ­ლოთ, მაგ­რამ მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­ჯა­რი­მო ზუს­ტად ვერ და­არ­ტყა. ქარ­თველ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა მი­ზანს მე-14 წუთ­ზე, სა­ჯა­რი­მო ლე­ლო­თი მა­ინც მი­აღ­წი­ეს. კვირ­კაშ­ვილ­მა გარ­და­სა­ხა და 7:0!

მე-20 წუ­თის­თვის ეს­პა­ნე­ლებ­მა ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა შე­ტე­ვა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნი­ვე შეც­დო­მის შემ­დეგ შეძ­ლეს. კვი­რი­კაშ­ვილ­მა არა­ზუს­ტი პასი გა­ა­კე­თა, ბურ­თი ხელთ ხუ­ლენ გო­ი­ამ იგდო, მთე­ლი მო­ე­და­ნი ჩა­ირ­ბი­ნა და ჩვენს ძე­ლებს შო­რის და­ა­მი­წა. სტუმ­რებს გარ­დას­ხვა არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ - ასე გა­ა­თა­ნაბ­რეს ეს­პა­ნელ­მა ლო­მებ­მა ან­გა­რი­ში 7:7 . თუმ­ცა ამის შემ­დეგ ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა მე­ტო­ქეს ისე­თი შტურ­მი მო­უ­წყვეს "ტაბ­ლო­ზე" მათ სა­სარ­გებ­ლოდ ციფ­რი აღარ შეც­ვლი­ლა.

მე­ო­რე ტა­ი­მი ეს­პა­ნე­ლებ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს და ერთ ეპი­ზოდ­ში მე­ო­რე ლე­ლოს და­დე­ბას­თა­ნაც ახ­ლოს იყ­ვნენ, მაგ­რამ მათ კვი­რი­კაშ­ვილ­მა შე­უ­შა­ლა ხელი. ამ უკა­ნას­კნელ­მა 52-ე წუ­თის­თვის თა­ვად დადო ლელო და "ბორ­ჯღა­ლოს­ნებს" ბო­ნუს-ქულა გა­უ­ნაღ­და.

55-ე წუთ­ზე "ბორ­ჯღა­ლოს­ნებს" მე­ხუ­თე ლელო გი­ორ­გი ნემ­სა­ძის გარ­ღვე­ვას მოჰ­ყვა, იე­რი­ში კი თა­მაზ მჭედ­ლი­ძემ და­აგ­ვირ­გვი­ნა. "მე­კომ" გარ­და­სა­ხა - 33:7.

66-ე წუთ­ზე ან­გა­რიშ­ში სხვა­ო­ბა და­ვით კა­ჭა­რა­ვამ ლე­ლო­თი მას შემ­დეგ გა­ზარ­და, რაც მე­ტო­ქემ ბურ­თის ამო­ტა­ნი­სას შეც­დო­მა და­უშ­ვა. ლაშა მა­ლა­ღუ­რა­ძემ რთუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ვერ გარ­და­სა­ხა - 38:7. დარ­ჩე­ნილ დრო­ში "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" ახ­ლოს იყ­ვნენ ლე­ლოს და­დე­ბას­თან, თუმ­ცა ან­გა­რი­ში აღარ შეც­ვლი­ლა.

ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა, შალ­ვა სუ­თი­აშ­ვილ­მა მატ­ჩის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გულ­შე­მა­კივ­რებს მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ გა­და­უ­ხა­და.

"მსურს გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, დიდი მუხ­ტი შეგვძი­ნეს და ეს მუხ­ტი სოჭ­ში მიგ­ვაქვს რუ­სეთ­თან სა­თა­მა­შოდ".

წესი წე­სია და რო­გორც ყვე­ლა შეხ­ვედ­რი­სას აქაც გა­ის­მა მსა­ჯის სა­ფი­ნა­ლო სასტვე­ნის ხმა. "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" ტრი­ბუ­ნას შე­მო­უ­ა­რეს და გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბა გა­და­ი­ხა­დეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ხან­გრძლი­ვი მხურ­ვა­ლე ოვა­ცი­ე­ბის ფონ­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო

ნანა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ" – "ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვების დღე!

"ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ" – "ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვების დღე!

რაგბი! ეს სიტყვა უკვე საქართველოში ხშირად და სიამაყით ისმის. ამ სიამაყის სულისჩამდგმელები კი "ბორჯღალოსნები" არიან. "ბორჯღალოსნები" რომლებიც მატჩიდან მატჩამდე არასდროს კარგავენ საბრძოლო ჟინს.

ბევრს რაგბის თამაში ხელ-ფეხჩართული ჩხუბი, ან ბრძოლა წესების გარეშე ჰგონიათ. განსაკუთრებით მათ, ვისაც ერთხელ მაინც მოუკრავს თვალი გურული ლელობურთისთვის, რომელიც ყოველწლიურად  გურიაში იმართება.

ლელობურთის თამაშში ორი სოფლის მცხოვრებლები მთელი ძალით ცდილობს ლელო თავისი სოფლისკენ წაიღოს. იქ წინასწარ არავინ იცის, თამაში როდის მთავრდება - ის ყოველთვის იმდენ ხანს გრძელდება სანამ ბურთი, ბოლოსდაბოლოს რომელიმე სოფლის მხარეს არ გააღწევს...

რაგბში კი წესები იმაზე მეტად მკაცრად არის გაწერილი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ერთი შეხედვით ჩხუბის კორიანტელში, გაწევა-გამოწევაში და საბრძოლო ყიჟინის ხმაში ისეთი წესები და კანონები არის გასათვალისწინებელი, თუ ამ სპორტის მიმდევარი არ ხარ, ძნელია ნერვები გეყოს მის შესასწავლად.

ასეთი საბრძოლო მუხტი და ყიჟინა დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე ვნახეთ, სადაც ქართველმა მორაგბეებმა ესპანელებს უმასპინძლეს.

გადავსებული ტრიბინუნებიდან ძნელია დაასახელო ვინმე, ვისაც ქართველების გამარჯვებაში ეჭვი ეპარებოდა. მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაფერს თავისი წესები აქვს.

მილტონ ჰეიგის შეგირდებს ანგარიშის გახსნა უკვე მე-3 წუთისთვის შეეძლოთ, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად ვერ დაარტყა. ქართველმა მორაგბეებმა მიზანს მე-14 წუთზე, საჯარიმო ლელოთი მაინც მიაღწიეს. კვირკაშვილმა გარდასახა და 7:0!

მე-20 წუთისთვის ესპანელებმა ანგარიშის გათანაბრება შეტევაში დაშვებული ჩვენივე შეცდომის შემდეგ შეძლეს. კვირიკაშვილმა არაზუსტი პასი გააკეთა, ბურთი ხელთ ხულენ გოიამ იგდო, მთელი მოედანი ჩაირბინა და ჩვენს ძელებს შორის დაამიწა. სტუმრებს გარდასხვა არ გასჭირვებიათ - ასე გაათანაბრეს ესპანელმა ლომებმა ანგარიში 7:7 . თუმცა ამის შემდეგ ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ისეთი შტურმი მოუწყვეს "ტაბლოზე" მათ სასარგებლოდ ციფრი აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ესპანელებმა აქტიურად დაიწყეს და ერთ ეპიზოდში მეორე ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მათ კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი. ამ უკანასკნელმა 52-ე წუთისთვის თავად დადო ლელო და "ბორჯღალოსნებს" ბონუს-ქულა გაუნაღდა.

55-ე წუთზე "ბორჯღალოსნებს" მეხუთე ლელო გიორგი ნემსაძის გარღვევას მოჰყვა, იერიში კი თამაზ მჭედლიძემ დააგვირგვინა. "მეკომ" გარდასახა - 33:7.

66-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა დავით კაჭარავამ ლელოთი მას შემდეგ გაზარდა, რაც მეტოქემ ბურთის ამოტანისას შეცდომა დაუშვა. ლაშა მალაღურაძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა - 38:7. დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნები" ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ნაკრების კაპიტანმა, შალვა სუთიაშვილმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გულშემაკივრებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"მსურს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, დიდი მუხტი შეგვძინეს და ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ".

წესი წესია და როგორც ყველა შეხვედრისას აქაც გაისმა მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა. "ბორჯღალოსნებმა" ტრიბუნას შემოუარეს და გულშემატკივრებს მადლობა გადაიხადეს და ეს ყველაფერი ხანგრძლივი მხურვალე ოვაციების ფონზე.

იხილეთ ვიდეო

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია