სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკოჩით" გაკოჭეს, თავზე ცელოფანი ჩამოამხეს და გაგუდეს" - ჭიათურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
"სკოჩით" გაკოჭეს, თავზე ცელოფანი ჩამოამხეს და გაგუდეს" - ჭიათურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ფო­ნი­ჭა­ლა­ში დედა-შვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბი­დან 3 დღე­ში, ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მან­და­ეთ­ში წა­მე­ბით ქალ­ბა­ტო­ნი მოკ­ლეს, - 67 წლის ნინა გო­გა­ლა­ძე ძმამ ნა­ცე­მი, ხელ-ფეხ გა­კო­ჭი­ლი და თავ­ზე ცე­ლო­ფან­ჩა­მოც­მუ­ლი ია­ტაკ­ზე იპო­ვა. მიც­ვა­ლე­ბულს ზე­წა­რი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. იმე­რე­თის პა­ტა­რა მთი­ა­ნი სო­ფე­ლი მკვლე­ლო­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი სოსო გო­გა­ლა­ძე ამ­ბობს, ნი­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ში­ნე­ბუ­ლი და დათ­რგუნ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა კარს ში­შით ვე­ღარ აღებს.

სოსო გო­გა­ლა­ძე:

- ჩვე­ნი სო­ფე­ლი ალ­ბათ სა­უ­კუ­ნე­ე­ბია არ­სე­ბობს და რაც ახლა მოხ­და, ხალ­ხს გად­მო­ცე­მი­თაც არ სმე­ნია. ქალი "სკო­ჩით" გა­კო­ჭეს, აწა­მეს, მერე თავ­ზე ცე­ლო­ფა­ნი ჩა­მო­ამ­ხეს და გა­გუ­დეს. ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხდე­ბა, მე­ო­რედ მოს­ვლას რომ ეძა­ხი­ან, ის ჟამი დგას მგო­ნი, უკვე...

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­ბა­ტო­ნი ძმამ გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 24 სა­ა­თის შემ­დეგ იპო­ვა.

- სა­დაც ნინა ცხოვ­რობს, მისი ბა­ძაშ­ვი­ლე­ბი და ძმე­ბიც ახ­ლოს ვცხოვ­რობთ; ნინა მარ­ტო ცხოვ­რობ­და და თით­ქმის ყო­ველ­დღე ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს; მაგ­რამ ზოგ­ჯერ ხომ ხდე­ბა ხოლ­მე, როცა საქ­მე არ გა­გიშ­ვებს, ნი­ნას­თან იმ დღეს არა­ვინ შე­სუ­ლა.…მო­უწ­ვე­ლავ­მა და ბა­გა­ზე დაბ­მულ­მა ძრო­ხებ­მა ბღა­ვი­ლი რომ ატე­ხეს, ძმა გა­იქ­ცა -ალ­ბათ ჩემს დას რა­ღაც ცუდი სჭირ­სო. ნი­ნას ოჯა­ხი არ ჰყავ­და, თა­ვის დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ზე ზრუ­ნავ­და. ის, რაც ჩემს სა­წყალ ბი­ძაშ­ვილს თა­ვი­სი დის სახ­ლში დახ­ვდა, მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"სკოჩით" გაკოჭეს, თავზე ცელოფანი ჩამოამხეს და გაგუდეს" - ჭიათურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

"სკოჩით" გაკოჭეს, თავზე ცელოფანი ჩამოამხეს და გაგუდეს" - ჭიათურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობიდან 3 დღეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში წამებით ქალბატონი მოკლეს, - 67 წლის ნინა გოგალაძე ძმამ ნაცემი, ხელ-ფეხ გაკოჭილი და თავზე ცელოფანჩამოცმული იატაკზე იპოვა. მიცვალებულს ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. იმერეთის პატარა მთიანი სოფელი მკვლელობამ შოკში ჩააგდო. როგორც გარდაცვლილის ბიძაშვილი სოსო გოგალაძე ამბობს, ნინას გარდაცვალების შემდეგ დაშინებული და დათრგუნვილი მოსახლეობა კარს შიშით ვეღარ აღებს.

სოსო გოგალაძე:

- ჩვენი სოფელი ალბათ საუკუნეებია არსებობს და რაც ახლა მოხდა, ხალხს გადმოცემითაც არ სმენია. ქალი "სკოჩით" გაკოჭეს, აწამეს, მერე თავზე ცელოფანი ჩამოამხეს და გაგუდეს. ისეთი საშინელებები ხდება, მეორედ მოსვლას რომ ეძახიან, ის ჟამი დგას მგონი, უკვე...

- გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ძმამ გარდაცვალებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ იპოვა.

- სადაც ნინა ცხოვრობს, მისი ბაძაშვილები და ძმებიც ახლოს ვცხოვრობთ; ნინა მარტო ცხოვრობდა და თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს; მაგრამ ზოგჯერ ხომ ხდება ხოლმე, როცა საქმე არ გაგიშვებს, ნინასთან იმ დღეს არავინ შესულა.…მოუწველავმა და ბაგაზე დაბმულმა ძროხებმა ბღავილი რომ ატეხეს, ძმა გაიქცა -ალბათ ჩემს დას რაღაც ცუდი სჭირსო. ნინას ოჯახი არ ჰყავდა, თავის დედმამიშვილებზე ზრუნავდა. ის, რაც ჩემს საწყალ ბიძაშვილს თავისი დის სახლში დახვდა, მტერსაც არ ვუსურვებ.

წაიკითხეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ