პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეუთო-ში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა ვართ - ხიდაშელი
ეუთო-ში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა ვართ - ხიდაშელი

ეუთო-ში რუ­სე­თის ელჩმა პირ­და­პირ მი­თხრა, რომ ხში­რად ვსა­უბ­რობ ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე და ეს მას აწუ­ხებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა "ტვ პირ­ველ­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"გა­სულ კვი­რას ეუთო-ში ვი­ყა­ვი და რუ­სე­თის ელჩმა სრუ­ლი­ად პირ­და­პირ, 56 ელ­ჩის თან­დას­წრე­ბით ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რა­ღა­ცე­ბი მი­თხრა. მან თქვა, რომ მე ძა­ლი­ან ხში­რად ვსა­უბ­რობ ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე და ეს მას აწუ­ხებს. თქვა, რომ მე და ჩემი მე­უღ­ლე ვართ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა რუ­სე­თის­თვის დღეს. ეს მან ღიად თქვა სხდო­მა­ზე, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან გა­მოკ­ვე­თი­ლია ჩვე­ნი ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა და რომ ეს რუ­სე­თის­თვის არ არის მი­სა­ღე­ბი", -აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ეუთო-ში რუ­სე­თის ელჩმა თქვა ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა იმ ორი­ენ­ტა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ, რო­მე­ლიც მათ უნ­დათ.

"მან თქვა, რომ ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ არ ვიქ­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმი­ტომ, რომ მან ზუს­ტად იცის, რომ რუ­სე­თის სწო­რი და ჭკვი­ა­ნუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა იმ ორი­ენ­ტა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ, რო­მე­ლიც მათ უნ­დათ. გა­სა­გე­ბია, რომ ვი­ღა­ცას მეტი ინ­ტე­ლექ­ტი აქვს და ვი­ღა­ცას - ნაკ­ლე­ბი. ვი­ღაც ახერ­ხებს ისე შე­ფა­რუ­ლად თქვას სათ­ქმე­ლი, რომ ხელი პირ­და­პირ ვერ და­ა­დო, და ვერ უთხრა, რომ რუსი ხარო. ვი­ღა­ცა კი ამას ვერ ახერ­ხებს", - აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ეუთო-ში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა ვართ - ხიდაშელი

ეუთო-ში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა ვართ - ხიდაშელი

ეუთო-ში რუსეთის ელჩმა პირდაპირ მითხრა, რომ ხშირად ვსაუბრობ ნატო-ში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველში" სტუმრობისას განაცხადა.

"გასულ კვირას ეუთო-ში ვიყავი და რუსეთის ელჩმა სრულიად პირდაპირ, 56 ელჩის თანდასწრებით ძალიან მარტივი რაღაცები მითხრა. მან თქვა, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ნატო-ში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს. თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის დღეს. ეს მან ღიად თქვა სხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილია ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და რომ ეს რუსეთისთვის არ არის მისაღები", -აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეუთო-ში რუსეთის ელჩმა თქვა ისიც, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ.

"მან თქვა, რომ ოქტომბრის შემდეგ არ ვიქნები ხელისუფლებაში იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის სწორი და ჭკვიანური მოქმედებების გამო, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი ინტელექტი აქვს და ვიღაცას - ნაკლები. ვიღაც ახერხებს ისე შეფარულად თქვას სათქმელი, რომ ხელი პირდაპირ ვერ დაადო, და ვერ უთხრა, რომ რუსი ხარო. ვიღაცა კი ამას ვერ ახერხებს", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."