ყველას ჰქონია ერთხელ მაინც შეგრძნება, რომ მის ცხოვრებაში ეს კონკრეტული მომენტი უკვე მოხდა, მაგრამ რა იწვევს რეალურად ასეთ შეგრძნებას? არსებობს რამდენიმე ვარაუდი, რა იწვევს "დეჟა ვუ"-ს.
1. შეცდომა
ჩვენს ტვინში უბრალოდ, მოკლე ჩართვა მოხდა. რაღაც არასწორად წარიმართა, სენსორებმა შემთხვევით გადატვირთეს და დააზიანეს მეხსიერება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ტვინი უბრალოდ, გვეხუმრება.
2. შეხსენება
თქვენ რაღაცას იხსენებთ, ობიექტს, სუნს ან ხმას, რომელიც მეხსიერებაში მოგონებას აღვიძებს. ეს იწვევს შეგრძნებას, რომ მსგავსი რამ უკვე ნახეთ, ან ამ ადგილას უკვე იყავით, თუმცა რეალურად ასე არაა.
3. დეტალურად განხილული მოგონებები
თქვენ ცნობთ თქვენთვის ნაცნობ მოდელს. ადამიანის გონება ფლობს წარმოუდგენელ შესაძლებლობას, შექმნას და დაიმახსოვროს შაბლონები. თუ როგორ იქმნება ავეჯი, იზრდება ბაღი და ნაცნობი ხმაც კი იწვევენ "დეჟა ვუს" ეფექტს.
4. საგანგაშო სიგნალი
თუ თქვენ ეპილეფსია გაქვთ, უნდა იცოდეთ, რომ დეჟ ვუს შეგრძნება ხანდახან იმიტომ წარმოიქმნება, რომ თქვენი ტვინი ეპილეფსიურ აქტივობას აფიქსირებს.
5. ყალბი მოგონებები
შიზოფრენიით დაავადებულები განიცდიან ყალბ მოგონებებს. ეს არის შეგრძნება, რომ მათ გააკეთეს რაღაც, რაც სინამდვილეში არ გაუკეთებიათ. ეს მდგომარეობა ძალიან გავს "დეჟ ვუს" და ამიტომ ხშირად აღიქმება, როგორც "დეჟა ვუ".
მომზადებულია fresher.ru-ს მიხედვით.