საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა - საინტერესო მონაცემები დედაქალაქის წყალსაცავების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის
ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა - საინტერესო მონაცემები დედაქალაქის წყალსაცავების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი 44 წყალ­სა­ცა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე თბი­ლის­შია, მათ შო­რის, თბი­ლი­სის ზღვა, ლი­სის ტბა და კუს ტბა. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ფუნ­ქცია აქვს, თუმ­ცა მათ ერთი რამ აერ­თი­ა­ნებთ, - თბი­ლი­სე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბია.

თბი­ლი­სის ზღვა

თბი­ლი­სის ზღვა (სამ­გო­რის წყალ­სა­ცა­ვი), რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს წყალ­სა­ცა­ვიც გახ­ლავთ, ივ­რის ზე­გან­ზე, თბი­ლი­სის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. თა­ვის დრო­ზე მლა­შე ტბე­ბის - ავ­ლაბ­რის, ილ­გუ­ნი­ა­ნი­სა და კუ­კი­ის ად­გი­ლას შე­იქ­მნა. ამ სტა­ტუ­სით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 1953 წლი­დან და­ი­წყო. ამ პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი და მხარ­დამ­ჭე­რი მა­შინ­დე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდი­ვა­ნი კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი იყო.

წყალ­სა­ცა­ვი ჩრდი­ლო­ეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­ნი­ე­რია, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ - ვიწ­რო. რი­ცხვებ­ში ის ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - სიგ­რძე - 8,75 კმ-ია, უდი­დე­სი სი­გა­ნე 1,85 კმ. სა­ერ­თო ფარ­თო­ბი - 11,6 კმ2. წყლის მო­ცუ­ლო­ბა 308 მლნ. მ³. წყალ­სა­ცა­ვის უდი­დე­სი სიღ­რმე - 45 მ. სა­შუ­ა­ლო სიღ­რმე 26,6 მ.

წყლის დონე გა­ზა­ფხულ­ზე მა­ტუ­ლობს, ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე კი, სარ­წყა­ვად წყლის ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, 7-10 მ-ით იკ­ლებს.

ზამ­თარ­ში ყი­ნულ­სა­ფა­რი წყალ­სა­ცავ­ზე არ ჩნდე­ბა, ხში­რი ქა­რის გამო ღე­ლავს. საზ­რდო­ობს მდი­ნა­რე ივ­რის წყლით, რო­მე­ლიც მას­ში სამ­გო­რის სარ­წყა­ვი სის­ტე­მის ზემო მა­გის­ტრა­ლუ­რი არ­ხით ჩა­დის. თბი­ლი­სის წყალ­სა­ცა­ვის წყალს იყე­ნე­ბენ სარ­წყა­ვად, თბი­ლი­სის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის­თვის, თევ­ზის სა­რე­წად, სა­წყლოს­ნო სპორ­ტის­თვის. წყალ­სა­ცა­ვი­დან წყა­ლი გა­დის სამ­გო­რის სარ­წყა­ვი სის­ტე­მის ქვე­მო მა­გის­ტრა­ლუ­რი არ­ხი­თა და ღრმა­ღე­ლის მა­გის­ტრა­ლუ­რი არ­ხით.

ლი­სის ტბა

ლი­სის ტბა თბი­ლი­სის ქვა­ბულ­ში, ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით არის გა­შე­ნე­ბუ­ლი. ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბი 0,47 კმ-ია, აუ­ზის ფარ­თო­ბი - 16 კმ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიღ­რმე - 4 მ, მო­ცუ­ლო­ბა - 1,22 მლნ. მ. საზ­რდო­ობს წვი­მის, თოვ­ლი­სა და მი­წის­ქვე­შა წყლით. წყლის მა­ღა­ლი დონე აქვს გა­ზა­ფხულ­ზე, და­ბა­ლი - შე­მოდ­გო­მა­ზე. ზა­ფხულ­ში წყა­ლი თბი­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა - 28 °C. ზამ­თრო­ბით ტბა­ზე ყი­ნულ­სა­ფა­რი ჩნდე­ბა. წყა­ლი მომ­ლა­შოა. ტბა­ში მო­შე­ნე­ბუ­ლია თევ­ზი. ლი­სის ტბა სა­წყლოს­ნო სპორ­ტი­სა და თევ­ზა­ო­ბის მოყ­ვა­რულ­თა, ასე­ვე თბი­ლი­სელ­თა და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია.

კუს ტბა

კუს ტბა, იგი­ვე ქორ­ქის ტბა, მთაწ­მინ­დის ქე­დის ჩრდი­ლო­ეთ კალ­თა­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ზღვის დო­ნი­დან 686,7 მ-ზე მდე­ბა­რე­ობს. ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბი 0,034 კმ2, აუ­ზის ფარ­თო­ბი - 0,4 კმ2, უდი­დე­სი სიღ­რმე - 2,6 მ, სა­შუ­ა­ლო სიღ­რმე 1,7 მ. თა­ვად ტბის სიგ­რძე - 180 მ-ია, სი­გა­ნე - 50 მ. მო­თავ­სე­ბუ­ლია მცი­რე ტა­ფობ­ში. წარ­მოქ­მნი­ლია ძი­რი­თა­დად ქა­ნე­ბის მე­წყრუ­ლი და­ცო­ცე­ბის შე­დე­გად.

ტბა იკ­ვე­ბე­ბა ვა­რა­ზის­ხე­ვის წყლით, ამას­თან, წვი­მი­სა და მი­წის­ქვე­შა წყლე­ბით. თევ­ზით ღა­რი­ბია. ის თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია.

კუს ტბა და მისი მი­და­მო­ე­ბი კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია. ტბა­ზე მიყ­ვა­ნი­ლია ბა­გირგზა. თრი­ა­ლე­თის ქედ­ზე მდე­ბა­რე ეს ად­გი­ლი დიდი ხა­ნია თბი­ლი­სელ­თა თავ­შეყ­რი­სა და გარ­თო­ბის ერთ-ერთ საყ­ვა­რელ ად­გი­ლად იქცა. პა­ტა­რა ბუ­ნებ­რი­ვი ტბა თა­ვის დრო­ზე მი­წის­ქვე­შა შე­ნა­კა­დებ­მა წარ­მოშ­ვა. ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად, კუს ტბა­ზე სა­ბა­ნაო სე­ზო­ნი იხ­სნე­ბა.

P.S. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამ ად­გი­ლებ­ში მეტი წეს­რი­გი, სი­სუფ­თა­ვე გა­მეფ­დე­ბა, ნა­გავ­ში არ ჩა­ი­ძი­რე­ბა იქა­უ­რო­ბა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის ბუ­დე­ე­ბად არ გა­და­იქ­ცე­ვა, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რო­გორც ქა­ლა­ქის ხელ­მძრვა­ნე­ლო­ბამ, ასე­ვე თბი­ლი­სე­ლებ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა აი­ღონ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა - საინტერესო მონაცემები დედაქალაქის წყალსაცავების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა - საინტერესო მონაცემები დედაქალაქის წყალსაცავების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

საქართველოში არსებული 44 წყალსაცავიდან რამდენიმე თბილისშია, მათ შორის, თბილისის ზღვა, ლისის ტბა და კუს ტბა. თითოეულს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, - თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილებია.

თბილისის ზღვა

თბილისის ზღვა (სამგორის წყალსაცავი), რომელიც აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს წყალსაცავიც გახლავთ, ივრის ზეგანზე, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. თავის დროზე მლაშე ტბების - ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას შეიქმნა. ამ სტატუსით ფუნქციონირება 1953 წლიდან დაიწყო. ამ პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანი კანდიდ ჩარკვიანი იყო.

წყალსაცავი ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ - ვიწრო. რიცხვებში ის ასე გამოიყურება - სიგრძე - 8,75 კმ-ია, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. საერთო ფართობი - 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. წყალსაცავის უდიდესი სიღრმე - 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ.

წყლის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე კი, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, 7-10 მ-ით იკლებს.

ზამთარში ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ხშირი ქარის გამო ღელავს. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისთვის, თევზის სარეწად, საწყლოსნო სპორტისთვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.

ლისის ტბა

ლისის ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით არის გაშენებული. ზედაპირის ფართობი 0,47 კმ-ია, აუზის ფართობი - 16 კმ, მაქსიმალური სიღრმე - 4 მ, მოცულობა - 1,22 მლნ. მ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი - შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა - 28 °C. ზამთრობით ტბაზე ყინულსაფარი ჩნდება. წყალი მომლაშოა. ტბაში მოშენებულია თევზი. ლისის ტბა საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, ასევე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.

კუს ტბა

კუს ტბა, იგივე ქორქის ტბა, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზეა განლაგებული. ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე მდებარეობს. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი - 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე - 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. თავად ტბის სიგრძე - 180 მ-ია, სიგანე - 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების შედეგად.

ტბა იკვებება ვარაზისხევის წყლით, ამასთან, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. ის თბილისელებისთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილია.

კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა. თრიალეთის ქედზე მდებარე ეს ადგილი დიდი ხანია თბილისელთა თავშეყრისა და გართობის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა. პატარა ბუნებრივი ტბა თავის დროზე მიწისქვეშა შენაკადებმა წარმოშვა. ზაფხულის დადგომასთან ერთად, კუს ტბაზე საბანაო სეზონი იხსნება.

P.S. კარგი იქნება თუ ამ ადგილებში მეტი წესრიგი, სისუფთავე გამეფდება, ნაგავში არ ჩაიძირება იქაურობა და ანტისანიტარიის ბუდეებად არ გადაიქცევა, რაზეც პასუხისმგებლობა როგორც ქალაქის ხელმძრვანელობამ, ასევე თბილისელებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია