მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მიზნით ესტუმრა ანა ვინტური ანუკი არეშიძეს მილანში
რა მიზნით ესტუმრა ანა ვინტური ანუკი არეშიძეს მილანში

ქარ­თუ­ლი ბრენ­დი ANOUKI მარ­თა­ლია ჯერ ახალ­გაზ­რდაა, მაგ­რამ ის საკ­მა­ოდ დიდი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბით მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი, წამ­ყვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი, ბლო­გე­რე­ბი და მსოფ­ლი­ოს მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი სულ უფრო მე­ტად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. ანუ­კი არე­ში­ძის ბრენ­დის ANOUKI-ს Facebook-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ორი დღის წინ ახა­ლი ფოტო გა­მოჩ­ნდა. კადრმა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ სტუმ­რო­ბენ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერს ანა ვინ­ტუ­რი, Franca Sozzani და Federico Marchetti, უკვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ "ambebi.ge"-ს თა­ვად ანუ­კი არე­ში­ძე ესა­უბ­რა.

- დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბეთ "The Next Talents"-ის შე­სა­ხებ...

- Vogue Italia-ს აქვს პრო­ექ­ტი "The Next Talents", რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა მი­ლან­ში და ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. პრო­ექ­ტის წლე­ვან­დე­ლი გა­მოშ­ვე­ბა ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი იყო, რად­გან წელს ეს პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია YOOX.COM-თან ერ­თად და ეწო­დე­ბა YOOX VOGUE ITALIA "The Next Talents 2016".

- თქვე­ნი ფეხ­საც­მე­ლით გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და ჯუ­ზე­პე ზა­ნო­ტი, რო­გორ შე­ა­ფა­სა მან თქვე­ნი კო­ლექ­ცია?

- Giuseppe Zanotti-მ ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა გა­მო­ხა­ტა ANOUKI-ს ბრენ­დის ფეხ­საც­მლის მი­მართ, და­ინ­ტე­რეს­და წარ­მო­ე­ბის ტექ­ნი­კით, შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხით და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა ჩვენს ბრენ­დს.

- რო­გორ გახ­და თქვე­ნი კო­ლექ­ცია ანა ვინ­ტუ­რის, Franca Sozzani და Federico Marchetti-თვის სა­ინ­ტე­რე­სო?

- 24 თე­ბერ­ვალს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და და­ხუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მი­ლან­ში, Palazzo Morando-ში, სა­დაც შე­იკ­რიბ­ნენ მო­დის სფე­როს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ივენ­თის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუ­მა­რი იყო Anna Wintour, ამე­რი­კუ­ლი Vogue-ს რე­დაქ­ტო­რი. ანამ დიდი მო­წო­ნე­ბა გა­მო­ხა­ტა ANOUKI-ის ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფეხ­საც­მე­ლე­ბი და ხე­ლით ნა­ქარ­გი ქურ­თუ­კე­ბი მო­ე­წო­ნა, ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი ბრენ­დის სა­მო­სის ფა­სე­ბით და გვი­თხრა, რომ დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხის და ფა­სის სწო­რი ბა­ლან­სი, რაც ჩვე­ნი ბრენ­დის შემ­თხვე­ვა­ში და­ცუ­ლია. ანას გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნა ხე­ლით შე­ღე­ბი­ლი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მელ­საც თა­ვად ვხა­ტავ და კომ­პლი­მენ­ტიც მი­თხრა "Anouki, you should be an artist!" ანა ვინ­ტუ­რის გარ­და, სა­ღა­მოს და­ეს­წრო იტა­ლი­უ­რი Vogue-ს რე­დაქ­ტო­რი Franca Sozzani, YOOX.COM აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რი Federico Marchetti, რომ­ლებ­მაც ასე­ვე სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბი მოგ­ვცეს ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- 1 მარ­ტი­დან ANOUKI-ს ახა­ლი კო­ლექ­ცია ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პა­რიზ­ში, შო­უ­რუმ­ში "MORE DASH", სა­დაც მოხ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ე­ბის და პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, ეს არის კო­ლექ­ცი­ის გა­ყიდ­ვე­ბის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც წინა სე­ზო­ნებ­ზე წარ­მა­ტე­ბით წა­რი­მარ­თა და დღეს ANOUKI აზი­ის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა Harvey Nichols Hong Kong, Isetan Japan, Rare Market Korea და სხვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რა მიზნით ესტუმრა ანა ვინტური ანუკი არეშიძეს მილანში

რა მიზნით ესტუმრა ანა ვინტური ანუკი არეშიძეს მილანში

ქართული ბრენდი ANOUKI მართალია ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ ის საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მისი ნამუშევრებით მოდის კრიტიკოსები, წამყვანი გამოცემები, ბლოგერები და მსოფლიოს მოდის დიზაინერები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან. ანუკი არეშიძის ბრენდის ANOUKI-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ორი დღის წინ ახალი ფოტო გამოჩნდა. კადრმა, რომელშიც ჩანს, როგორ სტუმრობენ ქართველ დიზაინერს ანა ვინტური, Franca Sozzani და Federico Marchetti, უკვე დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. მორიგი წარმატების შესახებ "ambebi.ge"-ს თავად ანუკი არეშიძე ესაუბრა.

- დეტალურად გვიამბეთ "The Next Talents"-ის შესახებ...

- Vogue Italia-ს აქვს პროექტი "The Next Talents", რომელიც ყოველწლიურად იმართება მილანში და ემსახურება ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. პროექტის წლევანდელი გამოშვება ყველაზე მასშტაბური იყო, რადგან წელს ეს პროექტი განხორციელდა მსოფლიოში ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზია YOOX.COM-თან ერთად და ეწოდება YOOX VOGUE ITALIA “The Next Talents 2016”.

- თქვენი ფეხსაცმელით განსაკუთრებით დაინტერესდა ჯუზეპე ზანოტი, როგორ შეაფასა მან თქვენი კოლექცია?

- Giuseppe Zanotti-მ ძალიან დიდი მოწონება გამოხატა ANOUKI-ს ბრენდის ფეხსაცმლის მიმართ, დაინტერესდა წარმოების ტექნიკით, შესრულების ხარისხით და წარმატებები უსურვა ჩვენს ბრენდს.

- როგორ გახდა თქვენი კოლექცია ანა ვინტურის, Franca Sozzani და Federico Marchetti-თვის საინტერესო?

- 24 თებერვალს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა დახურული ღონისძიება, მილანში, Palazzo Morando-ში, სადაც შეიკრიბნენ მოდის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. ივენთის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი იყო Anna Wintour, ამერიკული Vogue-ს რედაქტორი. ანამ დიდი მოწონება გამოხატა ANOUKI-ის ახალი კოლექციის მიმართ, განსაკუთრებით კი ფეხსაცმელები და ხელით ნაქარგი ქურთუკები მოეწონა, ასევე დაინტერესდა ჩვენი ბრენდის სამოსის ფასებით და გვითხრა, რომ დღეს მნიშვნელოვანია ხარისხის და ფასის სწორი ბალანსი, რაც ჩვენი ბრენდის შემთხვევაში დაცულია. ანას განსაკუთრებით მოეწონა ხელით შეღებილი ფეხსაცმელი, რომელსაც თავად ვხატავ და კომპლიმენტიც მითხრა "Anouki, you should be an artist!" ანა ვინტურის გარდა, საღამოს დაესწრო იტალიური Vogue-ს რედაქტორი Franca Sozzani, YOOX.COM აღმასრულებელი რედაქტორი Federico Marchetti, რომლებმაც ასევე საჭირო და საინტერესო რჩევები მოგვცეს ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით.

- რა იქნება თქვენი სამომავლო გეგმები?

- 1 მარტიდან ANOUKI-ს ახალი კოლექცია ერთი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება პარიზში, შოურუმში “MORE DASH”, სადაც მოხდება მსოფლიოს სხვადასხვა მაღაზიების და პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ეს არის კოლექციის გაყიდვების კამპანია, რომელიც წინა სეზონებზე წარმატებით წარიმართა და დღეს ANOUKI აზიის ყველაზე ცნობილ მაღაზიებში იყიდება, როგორებიცაა Harvey Nichols Hong Kong, Isetan Japan, Rare Market Korea და სხვა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება