სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის - უკრაინელი მსახიობი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას ითამაშებს

სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის - უკრაინელი მსახიობი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას ითამაშებს

9 მარტს თბილისს ქართველი ქალების გულთამპყრობელი სტანისლავ ბონდარენკო ეწვევა. რუსეთში მოღვაწე უკრაინელი ვარსკვლავი საქველმოქმედო სპექტაკლში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ზურიკელას როლს ითამაშებს. ღონისძიების ორგანიზატორები ნათია ქარდავა და ელენე თარგამაძეა.

როგორ დაიგეგმა სტანისლავ ბონდარენკოს სტუმრობა საქართველოში, ელენე თარგამაძე თავად გვიამბობს.

- ინტერნეტში ვნახე, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს სჭირდებოდა დახმარება. მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ დავუკავშირდით სტანისლავ ბონდარენკოს, როგორც კი გაიგო, რომ 17 წლის ბიჭის დახმარება შეეძლო, მაშინვე დათანხმდა საქართველოში სტუმრობას. 10 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება სპექტაკლი "მე ბებია ილიკო და ილარიონი" მოზარდმაყურებელთა თეატრში, რომელშიც ზურიკელას როლს შეასრულებს სტანისლავი. ხოლო 21:00 საათზე "floor 8"- ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან მოწვეული სტუმრები და თავად სტანისლავ ბონდარენკოც იქნება ჩვენთან ერთად.

- რა დიაგნოზი დაუსვეს მიხეილ სხვიტარიძეს და რა ოდენობის თანხა ესაჭიროება მკურნალობისთვის?

- მას ოსტეოპოროზი და კუნთოვანი კვანძები აქვს. საქართველოში 8 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აქვთ გაგზავნილი მისი მონაცემები და სხვადასხვა კლინიკებიდან ელოდება პასუხს, რა თანხებთან იქნება დაკავშირებული მიხეილ სხვიტარიძის გამოჯანმრთელება. 25 000 ევრო არის სავარაუდოდ ის თანხა, რომელიც 17 წლის ახალგაზრდის გამოჯანმრთელებას სჭირდება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება