სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ოჯახი მიიღებს კომუნალურ ვაუჩერს - თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
რამდენი ოჯახი მიიღებს კომუნალურ ვაუჩერს - თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება

მარ­ტი­დან კო­მუ­ნა­ლურ ვა­უ­ჩერს თბი­ლის­ში მხო­ლოდ 100 000 ოჯა­ხი მი­ი­ღებს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე დღეს მი­ი­ღეს. ამ მიზ­ნით საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს 2016 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას. სა­კი­თხი სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ლე­ვან თევ­ზა­ი­ამ გა­მო­ი­ტა­ნა.

2016 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბას საკ­რე­ბუ­ლოს 33 დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 5 წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, ერ­თმა კი თავი შე­ი­კა­ვა.

სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მუ­ნა­ლურ ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბი­უ­ჯეტ­ში შე­სულ ცვლი­ლე­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი თბი­ლი­სის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გელა ჩი­ვი­აშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მარ­ტი­დან კო­მუ­ნა­ლურ ვა­უ­ჩერს მი­ი­ღე­ბენ ის ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლაც 200 000-ის ქვე­მოთ არის. ეს არის 100 000 ოჯა­ხი. კერ­ძოდ, 70 000 ქუ­ლის ზე­მოთ თვე­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 20 ლარი, ხოლო 70 000 ქუ­ლის ქვე­მოთ მყო­ფი ოჯა­ხე­ბი ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 530 ლარს მი­ი­ღე­ბენ კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რის­თვის, მათ შო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის კომ­პენ­სა­ცია, რაც დე­ნის ტა­რი­ფის ცვლი­ლე­ბით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"200 000 ქულა იმ­დე­ნად მა­ღა­ლი ქუ­ლაა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ჩათ­ვლის, რომ უნდა ისარ­გებ­ლოს ამ სუბ­სი­დი­ით, შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­ნა­ცხა­დით მი­მარ­თოს და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში და­რე­გის­ტრირ­დეს. ქუ­ლის მი­ნი­ჭე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს ოჯა­ხე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად მი­ი­ღე­ბენ კო­მუ­ნა­ლურ სუბ­სი­დი­ას", - გა­ნა­ცხა­და გელა ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რი­სათ­ვის 9,2 მლნ ლარი იხარ­ჯე­ბო­და, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ეს თან­ხა და­ახ­ლო­ე­ბით 5 მლნ ლარი იქ­ნე­ბა. ჩი­ვი­აშ­ვილ­მა ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბი სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა. კერ­ძოდ, აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლა­ტან­ცი­ის­თვის და სხვა პროგ­რა­მე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამდენი ოჯახი მიიღებს კომუნალურ ვაუჩერს - თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება

რამდენი ოჯახი მიიღებს კომუნალურ ვაუჩერს - თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება

მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მხოლოდ 100 000 ოჯახი მიიღებს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. ამ მიზნით საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანას. საკითხი სხდომაზე განსახილველად საფინანსო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ გამოიტანა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში განხორციელებულ ცვლილებას საკრებულოს 33 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

სხდომის დასრულების შემდეგ კომუნალურ ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით ბიუჯეტში შესულ ცვლილებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-ის ქვემოთ არის. ეს არის 100 000 ოჯახი. კერძოდ, 70 000 ქულის ზემოთ თვეში გათვალისწინებულია 20 ლარი, ხოლო 70 000 ქულის ქვემოთ მყოფი ოჯახები ხუთი თვის განმავლობაში 530 ლარს მიიღებენ კომუნალური ვაუჩერისთვის, მათ შორის გათვალისწინებულია ის კომპენსაცია, რაც დენის ტარიფის ცვლილებით იყო გათვალისწინებული.

"200 000 ქულა იმდენად მაღალი ქულაა, რომ ყველა ადამიანს, ვინც ჩათვლის, რომ უნდა ისარგებლოს ამ სუბსიდიით, შეიძლება სოციალური მომსახურების სააგენტოს განაცხადით მიმართოს და სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირდეს. ქულის მინიჭების შემთხვევაში ეს ოჯახები ავტომატურად მიიღებენ კომუნალურ სუბსიდიას", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად კომუნალური ვაუჩერისათვის 9,2 მლნ ლარი იხარჯებოდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს თანხა დაახლოებით 5 მლნ ლარი იქნება. ჩივიაშვილმა ასევე განმარტა, რომ გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდება. კერძოდ, აუტიზმით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის, ძვლის ტვინის ტრანსპლატანციისთვის და სხვა პროგრამებისთვის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია