ეკა მიშველაძისთვის უცნობია, რა მოტივით შეიძლება ესროლათ მისი მეუღლისთვის, ალექსი პეტრიაშვილისთვის. "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე - მომხდარი უკავშირდება პოლიტიკურ თუ პირად მოტივს, მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
"მე მინდა ერთი რამე ვთქვა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია გამოიკვლევს ზუსტად რა მოხდა და აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. ის, ვინც ეს ჩაიდინა, უნდა იყოს ციხეში", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
როგორც ცნობილია, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დღესვე დაკითხავენ ეკა მიშველაძესაც.