მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში განუკითხაობაზე მიუთითებს
ირაკლი ალასანია - ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში განუკითხაობაზე მიუთითებს

ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა ქვე­ყა­ნა­ში გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, - ამის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ "TV პირ­ვე­ლის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ალა­სა­ნია იმე­დოვ­ნებს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ამ საქ­მეს სწრა­ფად გა­მო­ძი­ე­ბენ. "რო­დე­საც თავ­დას­ხმა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­ზე, რო­მელ­საც ასე­თი ლაჩ­რუ­ლი ჩა­საფ­რე­ბით, მე­გობ­რის საფ­ლავ­ზე მი­სულ ადა­მი­ანს 5 ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე არის და­უც­ვე­ლი. მე არა­ნა­ირ წი­ნას­წარ შე­ფა­სე­ბებს არ გა­ვა­კე­თებ, რად­გან იმე­დი მაქვს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ეს­მის, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად დგას სა­კი­თხი და იმე­დი მაქვს ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ად­გენს ამ ლაჩ­რუ­ლი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებს. ასე­ვე ჩვენ უნდა დავ­ფიქ­რდეთ უბ­რა­ლოდ იმა­ზე, რა ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებთ, სად არი­ან ის ორ­გა­ნო­ე­ბი, რომ­ლებ­მაც უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბა. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთ ლი­დერს ასე ლაჩ­რუ­ლად უს­წორ­დე­ბან, ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი იყოს და­ცუ­ლი, რათა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და­ცუ­ლად იგ­რძნოს თავი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად მე­ო­რედ გარ­და­იც­ვა­ლა ლე­ვან მი­ქა­ლა­ძე, რო­დე­საც მის მე­გო­ბარს მის საფ­ლავ­ზე ასე გა­უს­წორ­დნენ. "ეს არის პარ­ტი­ის მი­მართ დიდი თავ­დას­ხმა და ეს არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა", - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

პარ­ტი­ის ლი­დერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მელ­მაც ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ხა­ტა. "მე ვხვდე­ბი, რომ რო­დე­საც ასე­თი სო­ლი­და­რო­ბის გან­ცდა აქვს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენ ამ უი­მე­დო­ბას, რო­მე­ლიც სუ­ფევს ქვე­ყა­ნა­ში, დავძლევთ ერ­თად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა და და­უბ­რუნ­დე­ბა პარ­ტი­ას", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ირაკლი ალასანია - ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში განუკითხაობაზე მიუთითებს

ირაკლი ალასანია - ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში განუკითხაობაზე მიუთითებს

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში განუკითხაობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "TV პირველის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ალასანია იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმეს სწრაფად გამოძიებენ. "როდესაც თავდასხმა ხორციელდება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის გენერალურ მდივანზე, რომელსაც ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით, მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანს 5 ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მოქალაქე არის დაუცველი. მე არანაირ წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, რადგან იმედი მაქვს, რომ გამოძიებას ესმის, რამდენად სერიოზულად დგას საკითხი და იმედი მაქვს ძალიან სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს. ასევე ჩვენ უნდა დავფიქრდეთ უბრალოდ იმაზე, რა ქვეყანას ვაშენებთ, სად არიან ის ორგანოები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ასე ლაჩრულად უსწორდებან, ჩვენს ქვეყანას სჭირდება, საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული, რათა ყველა მოქალაქემ საკუთარ ქვეყანაში დაცულად იგრძნოს თავი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, დღეს პრაქტიკულად მეორედ გარდაიცვალა ლევან მიქალაძე, როდესაც მის მეგობარს მის საფლავზე ასე გაუსწორდნენ. ”ეს არის პარტიის მიმართ დიდი თავდასხმა და ეს არის ჩვენი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევა”, - აღნიშნა ალასანიამ.

პარტიის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოლიდარობა გამოხატა. "მე ვხვდები, რომ როდესაც ასეთი სოლიდარობის განცდა აქვს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ ამ უიმედობას, რომელიც სუფევს ქვეყანაში, დავძლევთ ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ალექსი პეტრიაშვილი ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება პარტიას", - განაცხადა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."