მსახიობი დაკოტა ჯონსონი ისურვებდა, ”გრეის 50 ელფერის” ვარსკვლავი და ეკრანული შეყვარებული ჯეიმი დორნანი შემდეგ სერიაში სრულიად შიშველი ეხილა, - ამის შესახებ მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა: სამართლიანია თუ არა, რომ შიშველი სცენები მისი მონაწილეობით უფრო მეტი იყო ”გრეის 50 ელფერში”, ვიდრე ჯეიმი დორნანის.
”ძალიან საინტერესო კითხვაა. ალბათ, შარში გავეხვევი ამ კითხვის გამო. ყველანაირად ვეცდები, რომ შემდეგ ფილმში მთლიანად გავაშიშვლო”, - განაცხადა დაკოტა ჯონსონმა.
ბესტსელერი რომანის რიგით მეორე კინოადაპტაცია მომავალ წელს გამოვა კინოეკრანებზე.მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.