პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაფიცვის მე-13 დღე - მეშახტეების მოთხოვნები და გამოხმაურება სოციალურ პროტესტზე
გაფიცვის მე-13 დღე - მეშახტეების მოთხოვნები და გამოხმაურება სოციალურ პროტესტზე

უკვე 13 დღეა ტყი­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი გა­ფიც­ვის ეპი­ცენ­ტრია. 1000-ზე მეტი მე­შახ­ტე მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ­დე გა­ფიც­ვის დას­რუ­ლე­ბას არ აპი­რებს. გა­ფიც­ვა 14 თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მუ­შაო პრო­ცე­სი. გა­ფი­ცუ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ღამე შახ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კარ­ვებ­ში გა­ა­თე­ნეს. 10-პუნ­ქტი­ა­ნი მო­თხოვ­ნე­ბის სია, რო­მე­ლიც გა­ფი­ცულ­მა მე­შახ­ტე­ებ­მა ერ­თობ­ლი­ვად შე­ი­მუ­შა­ვეს, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა 40%-ით
  • ძი­ძი­გუ­რის და მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტე­ბის მე­შახ­ტე­თა ხელ­ფა­სე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბა
  • სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა
  • და­ნა­მა­ტის მო­თხოვ­ნა
  • არა­სა­წარ­მოო და სა­წარ­მოო ტრავ­მის შემ­თხვე­ვა­ში, ბი­უ­ლე­ტე­ნის 100%-ით ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე
  • ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის გაზ­რდა 10 სა­მუ­შაო დღემ­დე
  • ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და მე­შახ­ტე­თა ხელ­ფა­სე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა
  • მე­შახ­ტე­თა ჩარ­თვა მარ­თვის პრო­ცეს­ში
  • გა­ფიც­ვის პე­რი­ოდ­ში გაც­დე­ნი­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის 100%-ით ანა­ზღა­უ­რე­ბა
  • გა­ფიც­ვის შემ­დგომ, გა­ფი­ცუ­ლი მე­შახ­ტე­ე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია

ძი­ძი­გუ­რი­სა და მინ­დე­ლის შახ­ტე­ბის მე­შახ­ტე­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი ერ­თნა­ი­რია. და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ მი­წის­ქვეშ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, არ მოძ­რა­ობს გა­მარ­თუ­ლად ელ­მავ­ლე­ბი, ძი­ძი­გუ­რის შახ­ტა­ში კი ნუ­ლო­ვან ჰო­რი­ზონტზე ელ­მა­ვა­ლი სა­ერ­თოდ არ არის. ამას­თან, მე­შახ­ტე­ე­ბის თქმით, არ არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი ხა­რის­ხი­ა­ნი სპე­ცტან­საც­მლი­თა და სპე­ცინ­ვენ­ტა­რით, მო­ი­თხო­ვენ კვე­ბის ობი­ექ­ტის მო­წეს­რი­გე­ბას და დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის სწო­რად გან­სა­ზღვრას.

    თით­ქმის ორ­კვი­რი­ან მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ა­ზე სი­ტუ­ა­ცია გუ­შინ, 25 თე­ბერ­ვალს და­ი­ძა­ბა. გა­ფი­ცუ­ლე­ბი წუ­ხელ შახ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეზო­ში შე­იჭრ­ნენ და შე­ნო­ბა და­ი­კა­ვეს. "შე­დი­ან, გა­მო­დი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. ამი­ტო­მაც, ჩვენ ალ­ბათ უნდა მიგ­ვე­ღო რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბი, რაც გა­ვა­კე­თეთ კი­დეც" - ამ­ბობს ერთ-ერთი მე­შახ­ტე. მე­შახ­ტე­ე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ფან­ჯრი­დან გა­და­ვიდ­ნენ. მათ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი. სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვის გამო პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. გა­ფი­ცუ­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში და­ტო­ვეს "საქ­ნახ­ში­რი ჯი-აი-ჯის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა. ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ჩა­რე­ვის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა.

    მე­შახ­ტე­ე­ბის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რას გა­მო­ეხ­მა­უ­რა "საქ­ნახ­ში­რი ჯი-აი-ჯი" და აღ­ნიშ­ნა, რომ "სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად" და­ძა­ბუ­ლი იყო. "ჯი-აი-ჯი ჯგუ­ფი მი­მარ­თვას ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ ზო­მას, რათა და­ცუ­ლი იქ­ნას წეს­რი­გი, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და და­ი­სა­ჯონ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

    "საქ­ნახ­ში­რი ჯი-აი-ჯი"-ს პო­ზი­ცია

    "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფის" ფი­ნან­სურ­მა დი­რექ­ტორ­მა ზურა გე­ლე­ნი­ძემ ტყი­ბულ­ში მე­შახ­ტე­თა უფ­ლე­ბა­მო­სილ ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რა 25 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და პროფ­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში მე­შახ­ტე­ებ­მა მი­ი­ღეს კონ­კრე­ტუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბე­ბი და გან­მარ­ტე­ბე­ბი ყვე­ლა დას­მულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

    რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­ულ ჯგუფ­ში" გა­ნა­ცხა­დეს, შეხ­ვედ­რა­ზე კომ­პა­ნი­ამ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მზად არის მო­ა­წეს­რი­გოს თი­თო­ე­უ­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა მათი სო­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ასე­ვე გა­მო­ით­ქვა მზად­ყოფ­ნა კომ­პა­ნია "საქ­ნახ­ში­რი ჯი-აი-ჯის" მე­ნე­ჯმენ­ტთან შექ­მნი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მის დრო­უ­ლად აღ­მო­ფხვრის თა­ო­ბა­ზე.

    სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფს კი­დევ ერთხელ გა­ნე­მარ­ტა, რომ არ­სე­ბულ მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, ასე­ვე მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ქვა­ნახ­ში­რის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფა­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვარ­დნი­სა და ნახ­ში­რის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის ფონ­ზე, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნია, ვერ გას­ცემს არა­რე­ა­ლურ და­პი­რე­ბებს ამ ეტაპ­ზე ხელ­ფა­სის მყი­სი­ერ ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე აღი­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნი­ას აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია და გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა, რაც სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და სწო­რედ შახ­ტე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა და ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბის გაზ­რდა გახ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც პერ­სპექ­ტი­ვა­ში მე­შახ­ტე­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ზრდა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

    სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქ­ცი­ებ­ზე

    ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტი ელი­სო ჩა­ფი­ძე გა­ფიც­ვის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს მე­შახ­ტე­ებს. "მთავ­რო­ბას მივ­მარ­თე და ყვე­ლა პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც და­ვა­ყე­ნე, მათი მხრი­დან დღე­ის­თვის გა­დაჭ­რი­ლია", - გან­მარ­ტა დე­პუ­ტატ­მა. მი­სი­ვე თქმით, აქ­ცია გრძელ­დე­ბა იმი­ტომ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­და. "ვხე­დავ, რომ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აპი­რე­ბენ გარ­კვე­ულ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლას. ვხე­დავ, რომ ბევრ სა­კი­თხზე არის შე­თან­ხმე­ბა. ახლა სა­ჭი­როა მხა­რე­ე­ბი დას­ხდნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან და ორი­ვე მხა­რის­თვის მი­სა­ღე­ბი მე­მო­რან­დუ­მი შე­ი­მუ­შა­ვონ. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მუ­შაო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნა, რომ არ და­ზა­რალ­დეს რო­გორც და­საქ­მე­ბუ­ლი, ასე­ვე დამ­საქ­მე­ბე­ლი".

    რაც შე­ე­ხე­ბა სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ტყი­ბულ­ში მა­ღა­რო­ე­ლე­ბის გა­ფიც­ვის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ჯან­დაც­ვი­სა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრებს სთხო­ვა.

    "ჩვენ მო­ვამ­ზა­დეთ გარ­კვე­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელ იან­ვრამ­დე ჰქონ­დათ სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს შე­ე­ხე­ბა მა­ღა­რო­ე­ლებს, შე­ღა­ვა­თე­ბი შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ. ამ შე­ღა­ვა­თე­ბის მოქ­მე­დე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვენ ამის თა­ო­ბა­ზე გვაქვს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან და აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა ინი­ცი­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ხა­დურ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

    და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, ტყი­ბუ­ლის მა­ღა­რო­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არის შრო­მი­თი დავა. მან­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და მე­დი­ა­ცი­ის გზით, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­კი­თხის და­რე­გუ­ლი­რე­ბა. "ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან არის ჩარ­თუ­ლი ამ შრო­მით და­ვა­ში. ეს კა­ნო­ნით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბაა. ჩვე­ნი მიმ­დი­ნა­რე ანა­ლი­ზით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მარ­ტი­ვად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ის მა­ინც რჩე­ბა შრო­მი­თი და­ვის ფარ­გლებ­ში. მე ვფიქ­რობ, უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბი გვაჩ­ვე­ნებს პროგ­რესს, რო­დე­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბის და ჩვე­ნის მხრი­დან მე­დი­ა­ცი­ის გზით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა საკ­ვან­ძო სა­კი­თხის და­რე­გუ­ლი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

    გა­ფიც­ვის მე-12 დღეს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი მი­ვი­და და სი­ტყვით მი­მარ­თა: "რაც აქ ხდე­ბა, ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა და არა, - კერ­ძო დავა დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს შო­რის. ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ ტყი­ბულს, ეს სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მაა.. ასე­თი­ვე ვი­თა­რე­ბაა ჭი­ა­თუ­რა­შიც, ბოლ­ნის­შიც და ძა­ლი­ან ბევრ ად­გილ­ზე... ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია არ არის მარ­ტო უვი­ზო რე­ჟი­მი ევ­რო­პას­თან. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია ზუს­ტად აქე­დან იწყე­ბა. სწო­რედ, აქ უნდა შე­იქ­მნას ელე­მენ­ტა­რუ­ლი შრო­მის პი­რო­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის... აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას ამი­სათ­ვის..."

    დღის ვიდეო
    00:00 / 00:00
    გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

    გაფიცვის მე-13 დღე - მეშახტეების მოთხოვნები და გამოხმაურება სოციალურ პროტესტზე

    გაფიცვის მე-13 დღე - მეშახტეების მოთხოვნები და გამოხმაურება სოციალურ პროტესტზე

    უკვე 13 დღეა ტყიბული მასშტაბური გაფიცვის ეპიცენტრია. 1000-ზე მეტი მეშახტე მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაფიცვის დასრულებას არ აპირებს. გაფიცვა 14 თებერვლიდან დაიწყო, ამ პერიოდის განმავლობაში სრულად პარალიზებულია სამუშაო პროცესი. გაფიცულებმა რამდენიმე ღამე შახტის ადმინისტრაციასთან კარვებში გაათენეს. 10-პუნქტიანი მოთხოვნების სია, რომელიც გაფიცულმა მეშახტეებმა ერთობლივად შეიმუშავეს, ასე გამოიყურება:

    • ხელფასის მომატება 40%-ით
    • ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტების მეშახტეთა ხელფასების გათანაბრება
    • სამუშაო პირობების გაუმჯობესება
    • დანამატის მოთხოვნა
    • არასაწარმოო და საწარმოო ტრავმის შემთხვევაში, ბიულეტენის 100%-ით ანაზღაურება გამოჯანმრთელებამდე
    • ადმინისტრაციული შვებულების გაზრდა 10 სამუშაო დღემდე
    • ადმინისტრაციის და მეშახტეთა ხელფასების დაბალანსება
    • მეშახტეთა ჩართვა მართვის პროცესში
    • გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო საათების 100%-ით ანაზღაურება
    • გაფიცვის შემდგომ, გაფიცული მეშახტეების ხელშეუხებლობის გარანტია

    ძიძიგურისა და მინდელის შახტების მეშახტეების მოთხოვნები ერთნაირია. დასაქმებულები ჩივიან, რომ მიწისქვეშ მოუწესრიგებელია სამედიცინო პუნქტები, სველი წერტილები, არ მოძრაობს გამართულად ელმავლები, ძიძიგურის შახტაში კი ნულოვან ჰორიზონტზე ელმავალი საერთოდ არ არის. ამასთან, მეშახტეების თქმით, არ არიან უზრუნველყოფილნი ხარისხიანი სპეცტანსაცმლითა და სპეცინვენტარით, მოითხოვენ კვების ობიექტის მოწესრიგებას და დღიური რაციონის სწორად განსაზღვრას.

    თითქმის ორკვირიან მშვიდობიან აქციაზე სიტუაცია გუშინ, 25 თებერვალს დაიძაბა. გაფიცულები წუხელ შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს. "შედიან, გამოდიან მოლაპარაკებებზე და არაფერი კეთდება. ამიტომაც, ჩვენ ალბათ უნდა მიგვეღო რადიკალური ზომები, რაც გავაკეთეთ კიდეც" - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე. მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი ჯგუფი. სიტუაციის დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. გაფიცულებმა დაახლოებით ერთ საათში დატოვეს "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

    მეშახტეების შენობაში შეჭრას გამოეხმაურა "საქნახშირი ჯი-აი-ჯი" და აღნიშნა, რომ "სიტუაცია უკიდურესად" დაძაბული იყო. "ჯი-აი-ჯი ჯგუფი მიმართვას ყველა კანონიერ ზომას, რათა დაცული იქნას წესრიგი, კერძო საკუთრების უფლებები და დაისაჯონ დამნაშავეები", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    "საქნახშირი ჯი-აი-ჯი"-ს პოზიცია

    "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ფინანსურმა დირექტორმა ზურა გელენიძემ ტყიბულში მეშახტეთა უფლებამოსილ ჯგუფთან შეხვედრა 25 თებერვალს გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს და პროფკავშირის წარმომადგენლებიც. კომპანიის ინფორმაციით, დიალოგის ფარგლებში მეშახტეებმა მიიღეს კონკრეტული დასაბუთებები და განმარტებები ყველა დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

    როგორც "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" განაცხადეს, შეხვედრაზე კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის მოაწესრიგოს თითოეული ლეგიტიმური საკითხი, რომელიც ეხება მათი სოციალური უფლებების გაუმჯობესებას. ასევე გამოითქვა მზადყოფნა კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" მენეჯმენტთან შექმნილი კომუნიკაციის პრობლემის დროულად აღმოფხვრის თაობაზე.

    საინიციატივო ჯგუფს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე მსოფლიო ბაზარზე ქვანახშირის სარეალიზაციო ფასის მნიშვნელოვანი ვარდნისა და ნახშირის მოხმარების შემცირების ფონზე, როგორც პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვერ გასცემს არარეალურ დაპირებებს ამ ეტაპზე ხელფასის მყისიერ ზრდასთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა, რომ კომპანიას აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია და განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში გამოიხატება და სწორედ შახტების შემდგომი განვითარება და ნახშირის მოპოვების გაზრდა გახდება ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველი, რაც პერსპექტივაში მეშახტეთა შრომის ანაზღაურების ზრდაზეც აისახება.

    სახელისუფლებო გამოხმაურება აქციებზე

    ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტი ელისო ჩაფიძე გაფიცვის პირველივე დღეებიდან მხარდაჭერას უცხადებს მეშახტეებს. "მთავრობას მივმართე და ყველა პრობლემა, რომელიც დავაყენე, მათი მხრიდან დღეისთვის გადაჭრილია", - განმარტა დეპუტატმა. მისივე თქმით, აქცია გრძელდება იმიტომ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. "ვხედავ, რომ კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ გარკვეულ დათმობაზე წასვლას. ვხედავ, რომ ბევრ საკითხზე არის შეთანხმება. ახლა საჭიროა მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარისთვის მისაღები მემორანდუმი შეიმუშავონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის აღდგენა, რომ არ დაზარალდეს როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელი".

    რაც შეეხება სამთავრობო დონეზე გამოხმაურებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა.

    "ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება მაღაროელებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.

    დავით სერგეენკოს განმარტებით, ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის შრომითი დავა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების და მედიაციის გზით, შესაძლებელი გახდება საკითხის დარეგულირება. "ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არის ჩართული ამ შრომით დავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

    გაფიცვის მე-12 დღეს, აქციის მონაწილეებთან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მივიდა და სიტყვით მიმართა: "რაც აქ ხდება, ეს არის სოციალური პრობლემა და არა, - კერძო დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ეს არ ეხება მხოლოდ ტყიბულს, ეს საქართველოს პრობლემაა.. ასეთივე ვითარებაა ჭიათურაშიც, ბოლნისშიც და ძალიან ბევრ ადგილზე... ევროინტეგრაცია არ არის მარტო უვიზო რეჟიმი ევროპასთან. ევროინტეგრაცია ზუსტად აქედან იწყება. სწორედ, აქ უნდა შეიქმნას ელემენტარული შრომის პირობები ადამიანებისათვის... აუცილებელია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამისათვის..."

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია