ცილოვანი დიეტა იდეალური მუცლისთვის - იკვებეთ 2 საათში ერთხელ ამ მრავალფეროვანი მენიუთი

ცილოვანი დიეტა იდეალური მუცლისთვის - იკვებეთ 2 საათში ერთხელ ამ მრავალფეროვანი მენიუთი

სულ მალე გაზაფხულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სქელი ქურთუკებისგან გავთავისუფლდებით და შესაბამისად, ზამთრის განმავლობაში დაგროვილი ზედმეტი კილოგრამები უფრო თვალსაჩინო იქნება.

იმისთვის, რომ გაზაფხულს დისკომფორტის გარეშე შეხვდეთ, დაიცავით ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიეტა და იყავით ფორმაში.

სანამ უშუალოდ დიეტაზე გადავალთ, უნდა გითხრათ, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია საკვების მრავალფეროვნება. ეს დიეტა კი ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. მათ შორის - ქათმის ძეხვსაც. რადგან ზოგადად ძეხვი არ ითვლება დიეტურ პროდუქტად, გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რამდენად დაბალკალორიულია ქათმის ძეხვი და შესაბამისად, მოგვიტანს თუ არა დიეტა ეფექტს. ამისთვის "ნიკორას" მთავარ ტექნოლოგს - ნანა პერტენავას ვესაუბრეთ.

"ქათმის ძეხვი ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია. მისი ჩართვა დიეტის დროს რაციონში უპრობლემოდ შეგიძლიათ. ჩვენ მიერ წარმოებული ძეხვი იმდენად დაბალკალორიულია, რომ 100 გრ პროდუქტი მხოლოდ 88 კკ-ს შეიცავს. სამაგიეროდ, მაღალია მასში სასარგებლო ცილების რაოდენობა. ქათმის ძეხვი თეთრი ხორცისგან მზადდება და მისი გემო მხოლოდ სპეციალური კომბინირებული სანელებლებითაა გაჯერებული. ეს ძეხვი თამამად შეგიძლიათ მიირთვათ როგორც გახდომის მიზნით, ასევე ავადმყოფობის შემდგომ დიეტისას".

მაშ ასე, ქვემოთ მოცემული რაციონით 2-საათიანი შუალედებით ვიკვებებით; პლუს, ვსვამთ მეტ წყალს, ჩაი და ყავა შეუზღუდავად (ოღონდ უშაქროდ). მარილი - ზომიერად. შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ, რადგან იკვებებით ყოველ ორ საათში.

8:00 საათზე - ფინჯანი ჩაი/ყავა უშაქროდ;

10:00 საათზე -200 გრ უცხიმო ხაჭო;

12:00 საათზე - 200 გრ მოხარშული მჭლე ხორცი ან ქათმის ძეხვი;

14:00 საათზე - 1 მოხარშული კვერცხი;

16:00 საათზე - 1 ჭიქა ტომატის წვენი;

18:00 საათზე - 1 ვაშლი;

20:00 საათზე - ერთი ჭიქა კეფირი.

ალტერნატიული მენიუ:

8:00 საათზე - ყავა, ჩაი.

10:00 საათზე - მოხარშული კვერცხი;

12:00 საათზე - მდნარი ყველი ჩაისთან;

14:00 საათზე - მოხარშული ქათმის ან ძროხის ხორცი, ქათმის ძეხვი ან თევზი.

16:00 საათზე - ვაშლი;

18:00 საათზე - მოხარშული კვერცხი;

20:00 საათზე - ერთი ჭიქა კეფირი, ტომატის წვენი.

marao.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს