შსს-მ დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის საბურავების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის მფლობელს საცხოვრებელ კორპუსთან მდგომ მანქანებზე საბურავები დაჭრილი დახვდა.
შემთხვევა დიდი დიღმის III მიკრორაიონში მოხდა.