პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება
გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება

გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე მან­ქა­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა 2017 წლამ­დე გა­და­ი­დო. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბის­თვის ქვე­ყა­ნა ვერც მო­მა­ვა­ლი წლი­დან იქ­ნე­ბა მზად, რად­გან ამ პრო­ცე­სის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა უნდა მოხ­დეს. მძღო­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბია ისიც, სად უნდა გა­ი­ა­რონ შე­მოწ­მე­ბა და სად უნდა მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი, რაც სულ მცი­რე 80-100 ლარი და­უჯ­დე­ბათ.

ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა, აირ­ბა­ლო­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი რამ­დე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უც­ნო­ბია. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­მუ­შა­ვე მან­ქა­ნე­ბის რი­ცხვი 250-300 ათა­სია.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა სან­ქცი­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კა­ნონ­დამ­რღვე­ვე­ბის­თვის. თა­ვი­დან­ვე ით­ქვა, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა მკაც­რი და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის­თვის შე­იძ­ლე­ბა მძი­მე ტვირ­თა­დაც იქ­ცეს.

ტრან­სპორ­ტის და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სან­ქცი­ე­ბი უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს, რად­გან მას შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვეს. გარ­და ამი­სა, გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე მან­ქა­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბა არ უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს ცალ­კე სა­კი­თხად და სა­ყო­ველ­თაო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი უნდა გახ­დეს.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვი­თხოვ­დი მან­ქა­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­და­დე­ბას, რად­გან უამ­რა­ვი დე­ტა­ლი ჯერ კი­დევ გა­სარ­კვე­ვია. უც­ნო­ბია სად შე­ა­მოწ­მე­ბენ მან­ქა­ნას, ვინ არის დარ­გის ექ­სპერ­ტი, სად მი­ვიდ­ნენ, არი­ან თუ არა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უნდა შე­ა­მოწ­მონ, რა ტი­პის სერ­ტი­ფი­კა­ტი უნდა გა­ი­ცეს, ვინ უნდა გას­ცეს და სხვა. ერ­თა­დერ­თი რამ, რაც ცალ­სა­ხად გა­ირ­კვა, ის არის, რომ გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე მან­ქა­ნებს ვერ შე­ა­მოწ­მე­ბენ იმ კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც ტექ­ნი­კა და­მონ­ტაჟ­და.

ვე­ლო­დი კი­დეც, რომ ამ პრო­ცესს არ­ჩევ­ნებს არ და­ამ­თხვევ­დნენ. ცხა­დია, მთავ­რო­ბის მხრი­დან ეს იქ­ნე­ბო­და არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც მას დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს და ამი­ტო­მაც გა­და­ა­ვა­დეს", - გან­მარ­ტავს მეს­ხიშ­ვი­ლი.

ექ­სპერ­ტი მომ­ხრეა, მან­ქა­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბამ­დე სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი სამ­ზა­დი­სი ჩა­ტარ­დეს. ამ მხრივ, რო­გორც მეს­ხიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის კვლე­ვას შე­ე­ხე­ბა. ამას­თან, იგი დას­ძენს, რომ ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, თუკი გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე მან­ქა­ნე­ბის­თვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა ცალ­კე და იგი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების ვალდებულება 2017 წლამდე გადაიდო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აირბალონიანი მანქანების შემოწმებისთვის ქვეყანა ვერც მომავალი წლიდან იქნება მზად, რადგან ამ პროცესისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ელემენტარულად არ არსებობს სპეციალური დაწესებულება, სადაც ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა მოხდეს. მძღოლებისთვის უცნობია ისიც, სად უნდა გაიარონ შემოწმება და სად უნდა მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რაც სულ მცირე 80-100 ლარი დაუჯდებათ.

ზუსტი სტატისტიკა, აირბალონით აღჭურვილი რამდენი ავტომობილი მოძრაობს საქართველოში, უცნობია. არაოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების რიცხვი 250-300 ათასია.

ჯერჯერობით უცნობია, რა სანქციები განისაზღვრება კანონდამრღვევებისთვის. თავიდანვე ითქვა, რომ რეგულაციები იქნება მკაცრი და ათასობით მოქალაქისთვის შეიძლება მძიმე ტვირთადაც იქცეს.

ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ სანქციები უნდა გამოირიცხოს, რადგან მას შეიძლება მოსახლეობის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვეს. გარდა ამისა, გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება არ უნდა განიხილებოდეს ცალკე საკითხად და საყოველთაო ტექდათვალიერების შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.

"კატეგორიულად ვითხოვდი მანქანების შემოწმების ვალდებულების გადადებას, რადგან უამრავი დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია. უცნობია სად შეამოწმებენ მანქანას, ვინ არის დარგის ექსპერტი, სად მივიდნენ, არიან თუ არა სპეციალისტები, რომლებმაც ავტომობილები უნდა შეამოწმონ, რა ტიპის სერტიფიკატი უნდა გაიცეს, ვინ უნდა გასცეს და სხვა. ერთადერთი რამ, რაც ცალსახად გაირკვა, ის არის, რომ გაზზე მომუშავე მანქანებს ვერ შეამოწმებენ იმ კომპანიაში, სადაც ტექნიკა დამონტაჟდა.

ველოდი კიდეც, რომ ამ პროცესს არჩევნებს არ დაამთხვევდნენ. ცხადია, მთავრობის მხრიდან ეს იქნებოდა არაპოპულარული ნაბიჯი, რომელიც მას დარტყმას მიაყენებს და ამიტომაც გადაავადეს", - განმარტავს მესხიშვილი.

ექსპერტი მომხრეა, მანქანების შემოწმებამდე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სამზადისი ჩატარდეს. ამ მხრივ, როგორც მესხიშვილი განმარტავს, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ჰაერის დაბინძურების კვლევას შეეხება. ამასთან, იგი დასძენს, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი გაზზე მომუშავე მანქანებისთვის ვალდებულება არ იქნება ცალკე და იგი ტექდათვალიერების შემადგენელი ნაწილი გახდება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია