პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსი გალერეაში" "ჯორჯია თუდეის" ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა
"ბიბლუსი გალერეაში" "ჯორჯია თუდეის" ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" "ჯორ­ჯია თუ­დე­ის" ახა­ლი პრო­ექ­ტის - "გა­ზე­თი გა­ნათ­ლე­ბა­ში" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. "ჯორ­ჯია თუ­დე­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი პრო­დუქ­ტი - სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­ზე­თი Georgia Today/Education სპე­ცი­ა­ლუ­რად ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის - სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის უფ­როსკლა­სე­ლე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის შე­იქ­მნა.

პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბია: ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და მე­დია ინ­დუსტრი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ახალ­გაზ­რდებ­ში; გა­ზე­თის, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი­სა და გა­ზე­თის კი­თხვის კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია; ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა და სტუ­დენ­ტთა დახ­მა­რე­ბა; კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბი­სა და მე­დია გზავ­ნი­ლე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა; მას­წავ­ლე­ბელ­თა და ლექ­ტორ­თა დახ­მა­რე­ბა, გა­ზე­თის გა­მო­ყე­ნე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გა­ხა­დონ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ზე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რუბ­რი­კე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა, პრი­ო­რი­ტე­ტი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში სა­მე­წარ­მეო სუ­ლის­კვე­თე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა და მე­წარ­მე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. ამ მიზ­ნით, მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით სტა­ტი­ე­ბის ციკ­ლი მზად­დე­ბა.

მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნინო სხირტლა­ძე "ჯორ­ჯია თუ­დე­ის" ინი­ცი­ა­ტი­ვას მი­ე­სალ­მე­ბა.

"ჩვე­ნი ერთ-ერთი ამო­ცა­ნაა ახალ­გაზ­რდებ­ში გა­ვაღ­ვი­ვოთ სა­მე­წარ­მეო სუ­ლის­კვე­თე­ბა. რაც უფრო მეტ ბავ­შვს ეცო­დი­ნე­ბა, რა არის მე­წარ­მე­ო­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათ გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­სი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი, ეს წა­ად­გე­ბა ეკო­ნო­მი­კას და შემ­დგომ­ში, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას", - აცხა­დებს ნინო სხირტლა­ძე.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნინო ჭა­ლა­გა­ნი­ძის თქმით, გა­ზე­თი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც სწავ­ლით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. "ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­ფე­სი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სა­ერ­თო გა­ნათ­ლე­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს", - დას­ძი­ნა ნინო ჭა­ლა­გა­ნი­ძემ.

"ჯორ­ჯია თუ­დე­ის" გა­მომ­ცე­მე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­ზე­თი თვე­ში ერთხელ გა­მო­ვა და იმე­დოვ­ნებს, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში გა­ზე­თის პე­რი­ო­დუ­ლო­ბა და გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი გა­იზ­რდე­ბა. "ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან მალე გა­იზ­რდე­ბა რო­გორც გა­ზე­თის პე­რი­ო­დუ­ლო­ბა, ასე­ვე მისი გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი და, ზო­გა­დად, "ჯორ­ჯია თუ­დეი" ერთი წლის შემ­დეგ იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"ბიბლუსი გალერეაში" "ჯორჯია თუდეის" ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" "ჯორჯია თუდეის" ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" "ჯორჯია თუდეის" ახალი პროექტის - "გაზეთი განათლებაში" პრეზენტაცია გაიმართა. "ჯორჯია თუდეის" ინფორმაციით, ახალი პროდუქტი - საგანმანათლებლო გაზეთი Georgia Today/Education სპეციალურად ახალგაზრდა თაობისთვის - საშუალო სკოლების უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის შეიქმნა.

პროექტის მიზნებია: ჟურნალისტისა და მედია ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში; გაზეთის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი ატრიბუტისა და გაზეთის კითხვის კულტურის პოპულარიზაცია; ინგლისური ენის შესწავლაში მოსწავლეთა და სტუდენტთა დახმარება; კრიტიკული აზროვნების, წაკითხულის გააზრებისა და მედია გზავნილების ობიექტური შეფასების უნარის გამომუშავება; მასწავლებელთა და ლექტორთა დახმარება, გაზეთის გამოყენებით მრავალფეროვანი და ინტერაქტიული გახადონ სწავლების პროცესი.

მათივე ინფორმაციით, გაზეთი მრავალფეროვანი რუბრიკებით გამოირჩევა, თუმცა, პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობაში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივება და მეწარმეობის პოპულარიზაციაა. ამ მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სტატიების ციკლი მზადდება.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სხირტლაძე "ჯორჯია თუდეის" ინიციატივას მიესალმება.

"ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ახალგაზრდებში გავაღვივოთ სამეწარმეო სულისკვეთება. რაც უფრო მეტ ბავშვს ეცოდინება, რა არის მეწარმეობა და როგორ შეიძლება მათ გამოიყენონ თავისი ცოდნა და უნარები, ეს წაადგება ეკონომიკას და შემდგომში, ქვეყნის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას", - აცხადებს ნინო სხირტლაძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო ჭალაგანიძის თქმით, გაზეთი ძალიან სასარგებლო პროდუქტი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც სწავლით არის დაინტერესებული. "ჟურნალისტური პროფესიების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, საერთო განათლებაზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს", - დასძინა ნინო ჭალაგანიძემ.

"ჯორჯია თუდეის" გამომცემელი და გენერალური მენეჯერი გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, რომ გაზეთი თვეში ერთხელ გამოვა და იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში გაზეთის პერიოდულობა და გავრცელების არეალი გაიზრდება. "ვფიქრობთ, ძალიან მალე გაიზრდება როგორც გაზეთის პერიოდულობა, ასევე მისი გავრცელების არეალი და, ზოგადად, "ჯორჯია თუდეი" ერთი წლის შემდეგ იქნება ძალიან პოპულარული პროდუქტი", - განაცხადა გიორგი შარაშიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია