მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ოცნებაა, მან თვალი გაახილოს" - პატარები ქუჩაში და პრობლემა, რომელსაც ვერ ვამჩნევთ
"ჩემი ოცნებაა, მან თვალი გაახილოს" - პატარები ქუჩაში და პრობლემა, რომელსაც ვერ ვამჩნევთ

დღეს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ხში­რად შევ­ხვდე­ბით ბავ­შვებს, ვინც ლი­მონს ან "სალ­ფეტკს" ყი­დის. სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვა­ლი ამ სუ­რათს თით­ქოს შე­ეჩ­ვია. საფრ­თხეს, რო­მელ­შიც ეს ბავ­შვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად არი­ან, ბევ­რი ვერ ამ­ჩნევს, მათ შო­რის მათი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე ლა­რის გამო შვი­ლებს ქუ­ჩა­ში უშ­ვე­ბენ.

ამ­გვარ სუ­რათს ხში­რად ვხვდე­ბით ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც უამ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მოხ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და ბავ­შვი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში "ვაჭ­რობ­და" მან­ქა­ნის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ პრობ­ლე­მას მი­ე­ძღვნა "პრო­ფი­ლის" დღე­ვან­დე­ლი ეთე­რი. გა­და­ცე­მა­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი 7 წლის და­ჩის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ლი­მონს ყი­დის.

დაჩი მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე დე­დას­თან და დას­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი რე­გი­ო­ნი­დან გა­ჭირ­ვე­ბის გამო ჩა­მო­ვიდ­ნენ. დე­დის სა­მუ­შაო დღე საკ­მა­ოდ ადრე იწყე­ბა. ერთ-ერთი კუ­რორტზე მი­დის დი­ლის 6 სა­ათ­ზე და ბრუნ­დე­ბა უკან. დე­დის არ­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში დაჩი ქუ­ჩა­ში ვაჭ­რობს. რო­გორც ირ­კვე­ვა ის სა­მუ­შა­ოდ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­დის. თვითმხილ­ვე­ლე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად ბავ­შვი ქუ­ჩა­ში ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე რჩე­ბა. ლი­მონ­თან ერ­თად ხა­ტებს და ნა­ხატ სუ­რა­თებს ყი­დის. ამ­ბობს, რომ ქუ­ჩა­ში ნა­შოვ­ნი თან­ხით ოჯახს ეხ­მა­რე­ბა. რო­გორც გა­ირ­კვა დე­დამ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი და­ინ­ტე­რეს­და რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი იყო ის ფაქ­ტი, რომ დე­დამ შვი­ლის ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. ამი­ტომ ზარი და­ჩის დე­დას­თან პირ­და­პირ ეთერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ბავ­შვის დე­დამ მაია ასა­თი­ანს ზარს საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით უპა­სუ­ხა.

"თავი გა­მა­ნე­ბეთ... მორ­ჩა ამა­ზე ლა­პა­რა­კი. ბავ­შვმა იმა­ი­მუ­ნა და ამის გამო და­ი­სა­ჯა. ვუყ­ვი­რე, რომ აღარ გა­ვი­დეს ქუ­ჩა­ში. მე არ ვი­ცო­დი, რომ ქუ­ჩა­ში იყო ჩემი შვი­ლი. ძა­ლი­ან გთხოვთ თავი დაგ­ვა­ნე­ბოთ მთელს ოჯახს. თქვე­ნი პრობ­ლე­მა არ არის, სად გა­დის დაჩი სა­თა­მა­შოდ", - ამ­ბობს და­ჩის დედა.

გა­და­ცე­მა­ში ასე­ვე მო­ვის­მი­ნეთ 11 წლის ლა­შას რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც უსი­ნათ­ლო დე­დას უვ­ლის. დედა-შვი­ლი წე­რო­ვან­ში მარ­ტო ცხოვ­რო­ბენ. ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 276 ლა­რია. ცდი­ლო­ბენ თვი­დან თვემ­დე ამ თან­ხით თავი გა­ი­ტა­ნონ.

"4 წე­ლია დედა ავა­დაა. მე ვუვ­ლი მას. თვი­თონ მე­უბ­ნე­ბა რა და რო­გორ გა­ვა­კე­თო და მე ვამ­ზა­დებ საჭ­მელს. ერ­თდჯე­რად სუ­პებს ვა­კე­თებ ყვე­ლა­ზე კარ­გად. სკო­ლა­შიც დავ­დი­ვარ. მე­ზობ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. ვცდი­ლობ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვუდ­გე გვერ­დში დე­დას. ჩემი ოც­ნე­ბაა, მან თვა­ლი გა­ა­ხი­ლოს" , - ამ­ბობს ლაშა.

იხი­ლეთ ვი­დეო| მაია ასა­თი­ანს პირ­და­პირ ეთერ­ში უყ­ვი­რეს - რა მოხ­და "პრო­ფი­ლის" ეთერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ჩემი ოცნებაა, მან თვალი გაახილოს" - პატარები ქუჩაში და პრობლემა, რომელსაც ვერ ვამჩნევთ

"ჩემი ოცნებაა, მან თვალი გაახილოს" - პატარები ქუჩაში და პრობლემა, რომელსაც ვერ ვამჩნევთ

დღეს თბილისის ქუჩებში ხშირად შევხვდებით ბავშვებს, ვინც ლიმონს ან "სალფეტკს" ყიდის. საზოგადოების თვალი ამ სურათს თითქოს შეეჩვია. საფრთხეს, რომელშიც ეს ბავშვები ყოველდღიურად არიან, ბევრი ვერ ამჩნევს, მათ შორის მათი მშობლები, რომლებიც რამდენიმე ლარის გამო შვილებს ქუჩაში უშვებენ.

ამგვარ სურათს ხშირად ვხვდებით ისეთ ადგილებში, სადაც უამრავი ავტომობილი მოძრაობს. რამდენიმე თვის წინ მოხდა უბედური შემთხვევა და ბავშვი, რომელიც ქუჩაში "ვაჭრობდა" მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

ამ პრობლემას მიეძღვნა "პროფილის" დღევანდელი ეთერი. გადაცემაში გავიდა სიუჟეტი 7 წლის დაჩის შესახებ, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე ლიმონს ყიდის.

დაჩი მელიქიშვილის გამზირზე დედასთან და დასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ისინი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან გაჭირვების გამო ჩამოვიდნენ. დედის სამუშაო დღე საკმაოდ ადრე იწყება. ერთ-ერთი კურორტზე მიდის დილის 6 საათზე და ბრუნდება უკან. დედის არყოფნის პერიოდში დაჩი ქუჩაში ვაჭრობს. როგორც ირკვევა ის სამუშაოდ სკოლის დასრულების შემდეგ გამოდის. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ხშირად ბავშვი ქუჩაში ღამის 12 საათამდე რჩება. ლიმონთან ერთად ხატებს და ნახატ სურათებს ყიდის. ამბობს, რომ ქუჩაში ნაშოვნი თანხით ოჯახს ეხმარება. როგორც გაირკვა დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა რამდენად რეალური იყო ის ფაქტი, რომ დედამ შვილის ქმედების შესახებ არაფერი იცოდა. ამიტომ ზარი დაჩის დედასთან პირდაპირ ეთერში განხორციელდა. ბავშვის დედამ მაია ასათიანს ზარს საკმაოდ აგრესიული ტონით უპასუხა.

"თავი გამანებეთ... მორჩა ამაზე ლაპარაკი. ბავშვმა იმაიმუნა და ამის გამო დაისაჯა. ვუყვირე, რომ აღარ გავიდეს ქუჩაში. მე არ ვიცოდი, რომ ქუჩაში იყო ჩემი შვილი. ძალიან გთხოვთ თავი დაგვანებოთ მთელს ოჯახს. თქვენი პრობლემა არ არის, სად გადის დაჩი სათამაშოდ", - ამბობს დაჩის დედა.

გადაცემაში ასევე მოვისმინეთ 11 წლის ლაშას რადიკალურად განსხვავებული ისტორია, რომელიც უსინათლო დედას უვლის. დედა-შვილი წეროვანში მარტო ცხოვრობენ. ოჯახის შემოსავალი თვეში 276 ლარია. ცდილობენ თვიდან თვემდე ამ თანხით თავი გაიტანონ.

"4 წელია დედა ავადაა. მე ვუვლი მას. თვითონ მეუბნება რა და როგორ გავაკეთო და მე ვამზადებ საჭმელს. ერთდჯერად სუპებს ვაკეთებ ყველაზე კარგად. სკოლაშიც დავდივარ. მეზობლებიც გვეხმარებიან. ვცდილობ ყველანაირად დავუდგე გვერდში დედას. ჩემი ოცნებაა, მან თვალი გაახილოს" , - ამბობს ლაშა.

იხილეთ ვიდეო| მაია ასათიანს პირდაპირ ეთერში უყვირეს - რა მოხდა "პროფილის" ეთერში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."