პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობა კობახიძე ცნობილი აფერისტია" -ანასტასია ზაუტაშვილის დედის პირველი კომენტარი ადვოკატის ბრალდებაზე
"კობა კობახიძე ცნობილი აფერისტია" -ანასტასია ზაუტაშვილის დედის პირველი კომენტარი ადვოკატის ბრალდებაზე

ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის დედა ჟანა მუ­სე­მი­ა­ნი ად­ვო­კატ კობა კო­ბა­ხი­ძის მიერ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის ძმის, თედო კო­ბა­ხი­ძის მი­მართ გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ თან­ხა­ზე, რა­ზეც კობა კო­ბა­ხი­ძე სა­უბ­რობს, ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა.

რო­გორც ჟანა მუ­სე­მი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, ად­ვო­კატ კობა კო­ბა­ხი­ძის სა­ად­ვო­კა­ტო ჰო­ნო­რა­რი 6250 ევრო იყო და მას შემ­დეგ, რაც "ვე­რაფ­რის გა­კე­თე­ბა" შეძ­ლო, ეს თან­ხა მან უკან და­უბ­რუ­ნა.

"რისი თქმაც შე­მიძ­ლია არის ის, რომ ის (კობა კო­ბა­ხი­ძე) ცნო­ბი­ლი აფე­რის­ტია. მისი ბრალ­დე­ბე­ბი სი­მარ­თლეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. რა მიზ­ნებს ისა­ხავს, არ ვიცი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ იყო და არ ვიცი, ახლა რა­ტომ იხ­სე­ნებს. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის ხდე­ბა და არ ვიცი, აქ ჩემი შვი­ლი რა შუ­ა­შია. სა­ად­ვო­კა­ტო თან­ხად – 6250 ევრო გა­ნი­სა­ზღვრა, რაც მე მას გა­და­ვუ­ხა­დე და შემ­დგომ­ში, როცა ვე­რა­ფე­რი შეძ­ლო, თან­ხა 4-5 თვე­ში უკან და­მიბ­რუ­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა 75 000-ს, არ ვიცი, ეს სა­ი­დან არის მო­ტა­ნი­ლი. 75 000 მის მიერ მო­გო­ნი­ლი თან­ხაა – ასეთ თან­ხა­ზე ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა", - აცხა­დებს ჟანა მუ­სე­მი­ა­ნი.

ად­ვო­კატ კობა კო­ბა­ხი­ძის მტკი­ცე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის ძმამ თედო კო­ბა­ხი­ძემ ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­გან სა­ად­ვო­კა­ტო ჰო­ნო­რა­რის სა­ხით 6250 ევ­როს აღე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, თი­თო­ე­უ­ლის­გან 75 000 ევ­როს მო­თხოვ­ნა ურ­ჩია.

"კობა კობახიძე ცნობილი აფერისტია" -ანასტასია ზაუტაშვილის დედის პირველი კომენტარი ადვოკატის ბრალდებაზე

"კობა კობახიძე ცნობილი აფერისტია" -ანასტასია ზაუტაშვილის დედის პირველი კომენტარი ადვოკატის ბრალდებაზე

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის დედა ჟანა მუსემიანი ადვოკატ კობა კობახიძის მიერ მანანა კობახიძის ძმის, თედო კობახიძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ თანხაზე, რაზეც კობა კობახიძე საუბრობს, ლაპარაკი არ ყოფილა.

როგორც ჟანა მუსემიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, ადვოკატ კობა კობახიძის საადვოკატო ჰონორარი 6250 ევრო იყო და მას შემდეგ, რაც "ვერაფრის გაკეთება" შეძლო, ეს თანხა მან უკან დაუბრუნა.

"რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ის (კობა კობახიძე) ცნობილი აფერისტია. მისი ბრალდებები სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. რა მიზნებს ისახავს, არ ვიცი, რადგან ყველაფერი წელიწადნახევრის წინ იყო და არ ვიცი, ახლა რატომ იხსენებს. ალბათ ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება და არ ვიცი, აქ ჩემი შვილი რა შუაშია. საადვოკატო თანხად – 6250 ევრო განისაზღვრა, რაც მე მას გადავუხადე და შემდგომში, როცა ვერაფერი შეძლო, თანხა 4-5 თვეში უკან დამიბრუნა. რაც შეეხება 75 000-ს, არ ვიცი, ეს საიდან არის მოტანილი. 75 000 მის მიერ მოგონილი თანხაა – ასეთ თანხაზე ლაპარაკი არ ყოფილა", - აცხადებს ჟანა მუსემიანი.

ადვოკატ კობა კობახიძის მტკიცებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ თედო კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან საადვოკატო ჰონორარის სახით 6250 ევროს აღება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თითოეულისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ