პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა ან სხვა კომფორტი არ გამაჩნია... მაქვს ეს გატაცება" - ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის ხეების საკითხზე
"ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა ან სხვა კომფორტი არ გამაჩნია... მაქვს ეს გატაცება" - ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის ხეების საკითხზე

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა GDS-ის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში "ლი­ლი­ო­დენ­დრო­ნი" ცი­ხის­ძირ­ში ას­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბის გა­დარ­გვის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ცე­სი ზღვის­პი­რეთ­ში ყვე­ლა კა­ნო­ნის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს:

"ეგ ხე ვერ გა­მოდ­გე­ბა დე­კო­რა­ტი­უ­ლად ად­გილ­ზე და არა­ვი­თა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია. მი­ნუ­სიც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, წა­იქ­ცეს და რკი­ნიგ­ზა და­ა­ზი­ა­ნოს... მახ­სოვს, დე­პუ­ტა­ტე­ბი მი­ცავ­დნენ, რას ერ­ჩით ამ კაცს, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზს აშე­ნებ­სო... არა, არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში. ის რაც კეთ­დე­ბა იქ, სხვა გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მით არ უნდა გა­მარ­თლდეს. თვი­თონ ეს საქ­მე კონ­კრე­ტუ­ლად, არ­ცერთ შე­კი­თხვას არ იწ­ვევს ჩემ­ში... ეს თემა ხე­ლოვ­ნუ­რად აწე­უ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ. ეს არის ნორ­მა. ამა­ზე დიდი ხე­ე­ბი ჩი­ლე­დან და ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­მო­მაქვს ახლა. ტყი­დან შე­იძ­ლე­ბა ხე გა­და­ირ­გოს და გა­ი­ყი­დოს, ეს არის ნორ­მა. სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო და ამი­ტომ ბევ­რი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა გვი­წევს" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც მას­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის შედ­გა 2004 ან 2005 წელს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ხში­რად მი­რე­კავ­და და … გახ­ში­რე­ბუ­ლად და­ი­წყო რეკ­ვა თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ზე. მერე ბა­თუ­მიც მო­ა­ბა მა­გას. ვერ გა­ვი­გე რა უნ­დო­და, მერე მკვა­ხედ ვკი­თხე, რა გინ­და-მეთ­ქი, რომ გა­მაწ­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე ზარი ზედ­მე­ტად გა­ა­კე­თა. გას­ხვი­სე­ბა უნ­დო­და, ერ­თის თუ მე­ო­რის, ვერ გა­ვი­გე. მე ვუ­თხა­რი, რომ ეს არის სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის და არ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მე ამ სა­უ­ბარ­ში არ შე­მო­ვალ. ბოლო-ბოლო რა გინ­დაო, ერთ-ერთი აირ­ჩი­ეო, ერთი შენი იყოს, ერთი - ჩვე­ნიო. მე ვუ­თხა­რი, მა­გას რო­გორ ვი­კად­რებ, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი გა­ვი­თა­ვი­სო. მერე მე­ო­რე კუ­თხი­დან მი­უდ­გა. ჩვენ გვინ­და მა­გის პრი­ვა­ტი­ზა­ცია, და შენც თუ მი­ი­ღებ პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას… მე ვუ­თხა­რი, მე არ მი­ვი­ღებ, მაგ­რამ შევ­ხე­დავ, რომ უხე­შად რა­ღა­ცას აკე­თებთ, რომ მათ ფუნ­ქცია და­კარ­გონ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ყი­დი, მაგ­რამ იმ წუთ­ში­ვე სა­ხელ­მწი­ფოს და­ვუბ­რუ­ნებ სა­ჩუქ­რად.

მეტი სა­უ­ბა­რი მე არ მქო­ნია. მერე, აჭა­რა­ში ამ­ბობ­დნენ ჭო­რად, რომ მას უნ­დო­და რე­ზი­დენ­ცი­ის აშე­ნე­ბა, სახ­ლე­ბის ჩად­გმას აპი­რებ­დნენ და ა.შ. საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა მქონ­და მა­შინ მთელ მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტზე, და­სა­მა­ლი აღარ არის, ვეხ­მა­რე­ბო­დი და მგო­ნია, რომ ეს პრო­ცე­სი შე­ვა­ჩე­რე.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ხე­ებს და ბუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებს, რო­დე­საც გა­ჭირ­ვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ასეთ რა­ღა­ცე­ებს აკე­თებ, მა­ინც ჩემი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის და ხალ­ხის­თვის, ვი­საც პა­ტივს ვცემ და ვინც პა­ტივს მცემს, გან­მარ­ტე­ბას გა­ვა­კე­თებ, რომ მე ფუ­ფუ­ნე­ბით არ ვცხოვ­რობ, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, ჩა­საც­მე­ლი ან სხვა რამ კომ­ფორ­ტი არ გა­მაჩ­ნია ისე­თი, რომ მო­მე­რი­დოს. მე მაქვს ეს გა­ტა­ცე­ბა, არც-ერთ შემ­თხვე­ვა­ში თავს უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ, რომ ამით ვინ­მე და­ვა­ზი­ა­ნო... ვი­საც გა­აჩ­ნია კი­თხვა, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყოს, ამ­დენ თან­ხას რომ ვხარ­ჯავ ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნა­სა, დარ­გვა­სა თუ ჩა­მო­ტა­ნა­ზე, მე ვე­თან­ხმე­ბი", - გან­მარ­ტა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა ან სხვა კომფორტი არ გამაჩნია... მაქვს ეს გატაცება" - ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის ხეების საკითხზე

"ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა ან სხვა კომფორტი არ გამაჩნია... მაქვს ეს გატაცება" - ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის ხეების საკითხზე

ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის დოკუმენტურ ფილმში "ლილიოდენდრონი" ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროცესი ზღვისპირეთში ყველა კანონის დაცვით მიმდინარეობს:

"ეგ ხე ვერ გამოდგება დეკორატიულად ადგილზე და არავითარი ფასეულობა არ გააჩნია. მინუსიც შეიძლება ჰქონდეს, წაიქცეს და რკინიგზა დააზიანოს... მახსოვს, დეპუტატები მიცავდნენ, რას ერჩით ამ კაცს, საკონცერტო დარბაზს აშენებსო... არა, არც ერთ შემთხვევაში. ის რაც კეთდება იქ, სხვა გაკეთებული საქმით არ უნდა გამართლდეს. თვითონ ეს საქმე კონკრეტულად, არცერთ შეკითხვას არ იწვევს ჩემში... ეს თემა ხელოვნურად აწეულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. ეს არის ნორმა. ამაზე დიდი ხეები ჩილედან და ესპანეთიდან ჩამომაქვს ახლა. ტყიდან შეიძლება ხე გადაირგოს და გაიყიდოს, ეს არის ნორმა. საქართველოში იყო უპრეცედენტო და ამიტომ ბევრი განმარტების გაკეთება გვიწევს" - აღნიშნა საუბრისას ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ასევე გაიხსენა, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული საუბარი, რომელიც მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შედგა 2004 ან 2005 წელს.

"სააკაშვილი ხშირად მირეკავდა და … გახშირებულად დაიწყო რეკვა თბილისის ბოტანიკურ ბაღზე. მერე ბათუმიც მოაბა მაგას. ვერ გავიგე რა უნდოდა, მერე მკვახედ ვკითხე, რა გინდა-მეთქი, რომ გამაწვალა, რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა. გასხვისება უნდოდა, ერთის თუ მეორის, ვერ გავიგე. მე ვუთხარი, რომ ეს არის საერთო მოხმარების და არ შეიძლება ამაზე საუბარი, მე ამ საუბარში არ შემოვალ. ბოლო-ბოლო რა გინდაო, ერთ-ერთი აირჩიეო, ერთი შენი იყოს, ერთი - ჩვენიო. მე ვუთხარი, მაგას როგორ ვიკადრებ, ბოტანიკური ბაღი გავითავისო. მერე მეორე კუთხიდან მიუდგა. ჩვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია, და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობას… მე ვუთხარი, მე არ მივიღებ, მაგრამ შევხედავ, რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ, რომ მათ ფუნქცია დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში ვიყიდი, მაგრამ იმ წუთშივე სახელმწიფოს დავუბრუნებ საჩუქრად.

მეტი საუბარი მე არ მქონია. მერე, აჭარაში ამბობდნენ ჭორად, რომ მას უნდოდა რეზიდენციის აშენება, სახლების ჩადგმას აპირებდნენ და ა.შ. საკმაოდ დიდი გავლენა მქონდა მაშინ მთელ მთავრობასა და პარლამენტზე, დასამალი აღარ არის, ვეხმარებოდი და მგონია, რომ ეს პროცესი შევაჩერე.

რაც შეეხება ამ ხეებს და ბუნებასთან დაკავშირებულ თემებს, როდესაც გაჭირვებულ ქვეყანაში ასეთ რაღაცეებს აკეთებ, მაინც ჩემი მხარდამჭერებისთვის და ხალხისთვის, ვისაც პატივს ვცემ და ვინც პატივს მცემს, განმარტებას გავაკეთებ, რომ მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი ან სხვა რამ კომფორტი არ გამაჩნია ისეთი, რომ მომერიდოს. მე მაქვს ეს გატაცება, არც-ერთ შემთხვევაში თავს უფლებას არ მივცემ, რომ ამით ვინმე დავაზიანო... ვისაც გააჩნია კითხვა, რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს, ამდენ თანხას რომ ვხარჯავ ხეების გადატანასა, დარგვასა თუ ჩამოტანაზე, მე ვეთანხმები", - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია