ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში მმართველი ძალისა და ოპოზიციის მომავალთან დაკავშირებით, საკუთარ პოლიტიკურ გამოცდილებაზე დაყრდობით, პროგოზს აქვეყნებს:
"ვახტანგ რჩეულიშვილის პოლიტიკური სკოლა
დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნების ბედს განსაზღვრავდა აშშ-ის მხარდაჭერა. რუსეთი საშიში მეზობელია და პარტნიორად არ ვარგა. სხვა არჩვანი არცა გვქონია. ამჯერადაც ასე იქნება. ამერიკელებს კი პიროვნებებზე მეტად პოლიტიკური ინსტიტუტების, უწინარესად საპარლამენტო პატრიების მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომაც ივანიშვილის ჭრელ "ოცნებას" სჭირდება თანმიმდევრულად პროამერეკული ძალა კოალიციაში, რომელსაც აშშ ენდობა. ეს ან რესპუბლიკელები ან ალასანიას პარტია იქნება. ალასანია მოსახლეობისათვის უფრო მისაღებია, მაგრამ რესპუბლიკელების პლუსია მეტი პარტიული გამოცდილება და ამასთან ისინი ივანიშვილთან პირად კონფლიქტში არ ყოფილან. რაც ივანიშვილის ტიპის ლიდერისათვის მნიშვნელოვანია. ამიტომ დღეს რესპიბლიკელებს მაინც მეტი შანსი აქვთ, თუ ზედმეტმა ამბიციებმა და თანამდებობებისათვის ბრძოლამ არ გადაიყოლა. ამ შემთხვევაში ალასანიას მიეცემა კიდევ ერთი შანსი. რესპუბლიკელები "მრეწველებს" ალბათ მოუგებენ კოალიციის შიგნით. თუმცა თოფაძეს დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და შეიძლება პრორუსულ ძალებთან ერთად ვიხილოთ მომავალ პარლამენტში პროდასავლელი ნაციონალების დასაბალანსებლად. უფრო ამის მაჩვენებელია მისი დაპირისპირება ხიდეშელთან, რასაც რასპუბლიკელები წამოეგენ. ივანიშვილი არც ისეთი მარტივია, როგორც ზოგიერთს მიაჩნია. ბევრ "კოზირს" ინახავს და ადვილად პოზიციებს არ დათმობს. ერთადერთ დასავლური ტიპის ძლიერ პოლიტიკურ პარტიად კი მაინც ნაციონალები რჩებიან, მაგრამ მათი გამარჯვება ამ არჩვნებზე ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ერთი საარჩევნო პერიოდიც რომ გაძლონ დაუშლელად, ალბათ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. სხვა პარტია ასეთ საერთაშორისო ავტორიტეტს ვეღარ მოიხვეჭს".