პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოს სკოლებში სამლოცველო კუთხე - რელიგიისმცოდნე
13 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოს სკოლებში სამლოცველო კუთხე - რელიგიისმცოდნე

ტუ­ბინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი, რე­ლი­გი­ის­მცოდ­ნე ზე­ლიმ­ხან უძი­ლა­უ­რი გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არ უნდა იყოს სკო­ლებ­ში სამ­ლოც­ვე­ლო:

"ჩემი ღრმა და­ჯე­რე­ბით, სკო­ლა­ში სამ­ლოც­ვე­ლო არ უნდა იყოს. არა­ერ­თი მი­ზე­ზის გამო:

1. სკო­ლა მრა­ვალ­კონ­ფე­სი­უ­რია; უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ამ მხრი­ვაც და­ი­ჩაგ­რე­ბი­ან, ისე­დაც ყოფ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია;

2.სკო­ლა სწავ­ლის ად­გი­ლია და არა ლოც­ვის;

3.'სამ­ლოც­ვე­ლო' ზრდა­დი მოვ­ლე­ნაა; ის შე­ივ­სე­ბა ეკ­ლე­სი­უ­რი ატ­რი­ბუ­ტი­კით და სამ­წირ­ვე­ლოდ გა­და­იქ­ცე­ვა;

4.წა­იშ­ლე­ბა ზღვა­რი ეკ­ლე­სი­ა­სა და სკო­ლას შო­რის;

5.ლოც­ვას შე­ნო­ბა და ატ­რი­ბუ­ტი­კა კი არა, წრფე­ლი გული ჭირ­დე­ბა და პრინ­ციპ­ში, ლოც­ვა ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა, ყო­ველ­ნა­ი­რი ოთა­ხის, ფარ­ჩის და სან­თლის გა­რე­შეც. ყვე­ლა­ფერს ჯო­ბია გულ­ში, ჩუ­მად ლოც­ვა;

6.მსგავ­სი არაა არ­ცერთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში და მგო­ნი არც არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ­ში;

7.ბავ­შვებ­მა შე­იძ­ლე­ბა ძალ­და­ტა­ნე­ბად აღიქ­ვან;

8.სკო­ლა­ში რე­ლი­გია კი არა, რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ ცოდ­ნა და რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია უნდა ფი­გუ­რი­რებ­დეს;

9.თვით რწმე­ნას და რე­ლი­გი­ას აუბ­რა­ლო­ებს ასე­თი მიდ­გო­მა, საკ­რა­ლურ პეწს უკარ­გავს;

10. არ გვყავს კომ­პე­ტენ­ტუ­რი თე­ო­ლო­გე­ბი და ასეთ სამ­ლოც­ვე­ლო­ებს დიდ­წი­ლად ან აგ­რე­სი­უ­ლი ან ჰო­მო­ფო­ბი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი და­ე­უფ­ლე­ბი­ან;

11. არ ვი­ცით, არაა შე­მოწ­მე­ბუ­ლი თუ რამ­დე­ნა­დაა ეკ­ლე­სი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დოქ­ტრი­ნა ან ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვლებ­თან ან ზო­გა­დად ჰუ­მა­ნიზ­მთან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში! ზოგ­ჯერ სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი ჩნდე­ბა ამ მი­მარ­თე­ბით...

12. რა იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო შე­დე­გი? ალ­ბა­თო­ბაა იმი­საც, რომ ფა­ნა­ტი­კო­სად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ზოგი ბავ­შვი... სხვა სა­პი­რის­პი­რო ალ­ბა­თო­ბა­ცაა: არა­ერთ მათ­განს პრო­ტეს­ტი გა­უჩ­ნდე­ბა, მი­ლი­ტანტ ათე­ის­ტად და და­მან­გრევ­ლად გა­იზ­რდე­ბა.. ეს ხომ უკვე გა­მო­ვი­ა­რეთ?...

13. საკ­მა­რი­სად ბევ­რია რე­ლი­გია, ყველ­გა­ნაა და ისე­დაც მი­საწ­ვდო­მია.

და ა.შ. დას­კვნა: უშნო რა­მაა. რე­ლი­გია, იდე­ო­ლო­გია და თე­ო­ლო­გია ჯამ­ში ტყუ­პე­ბია, ყო­ველ­თვის შე­ზღუ­დუ­ლი და მო­ნო­კონ­ფე­სი­უ­რი თე­ო­რი­ე­ბია; პლუ­რა­ლიზ­მი მათ არ მოს­დგამთ. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას უნდა სწავ­ლობ­დეს და არა ახალ-ახალ შე­ზღუ­დუ­ლო­ბებს....".

13 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოს სკოლებში სამლოცველო კუთხე - რელიგიისმცოდნე

13 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოს სკოლებში სამლოცველო კუთხე - რელიგიისმცოდნე

ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური განმარტავს, თუ რატომ არ უნდა იყოს სკოლებში სამლოცველო:

"ჩემი ღრმა დაჯერებით, სკოლაში სამლოცველო არ უნდა იყოს. არაერთი მიზეზის გამო:

1. სკოლა მრავალკონფესიურია; უმცირესობები ამ მხრივაც დაიჩაგრებიან, ისედაც ყოფნით დისკრიმინაცია;

2.სკოლა სწავლის ადგილია და არა ლოცვის;

3.'სამლოცველო' ზრდადი მოვლენაა; ის შეივსება ეკლესიური ატრიბუტიკით და სამწირველოდ გადაიქცევა;

4.წაიშლება ზღვარი ეკლესიასა და სკოლას შორის;

5.ლოცვას შენობა და ატრიბუტიკა კი არა, წრფელი გული ჭირდება და პრინციპში, ლოცვა ყველგან შეიძლება, ყოველნაირი ოთახის, ფარჩის და სანთლის გარეშეც. ყველაფერს ჯობია გულში, ჩუმად ლოცვა;

6.მსგავსი არაა არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში და მგონი არც არადემოკრატიულში;

7.ბავშვებმა შეიძლება ძალდატანებად აღიქვან;

8.სკოლაში რელიგია კი არა, რელიგიის შესახებ ცოდნა და რელიგიის ისტორია უნდა ფიგურირებდეს;

9.თვით რწმენას და რელიგიას აუბრალოებს ასეთი მიდგომა, საკრალურ პეწს უკარგავს;

10. არ გვყავს კომპეტენტური თეოლოგები და ასეთ სამლოცველოებს დიდწილად ან აგრესიული ან ჰომოფობიურად განწყობილი აქტივისტები დაეუფლებიან;

11. არ ვიცით, არაა შემოწმებული თუ რამდენადაა ეკლესიის ოფიციალური დოქტრინა ან ქრისტიანობის საფუძვლებთან ან ზოგადად ჰუმანიზმთან შესაბამისობაში! ზოგჯერ სერიოზული ეჭვი ჩნდება ამ მიმართებით...

12. რა იქნება საბოლოო შედეგი? ალბათობაა იმისაც, რომ ფანატიკოსად ჩამოყალიბდება ზოგი ბავშვი... სხვა საპირისპირო ალბათობაცაა: არაერთ მათგანს პროტესტი გაუჩნდება, მილიტანტ ათეისტად და დამანგრევლად გაიზრდება.. ეს ხომ უკვე გამოვიარეთ?...

13. საკმარისად ბევრია რელიგია, ყველგანაა და ისედაც მისაწვდომია.

და ა.შ. დასკვნა: უშნო რამაა. რელიგია, იდეოლოგია და თეოლოგია ჯამში ტყუპებია, ყოველთვის შეზღუდული და მონოკონფესიური თეორიებია; პლურალიზმი მათ არ მოსდგამთ. ჩვენი მომავალი თაობა თავისუფლებას უნდა სწავლობდეს და არა ახალ-ახალ შეზღუდულობებს....".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს