"ფეისბუქს" რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა. მოწონების პარალელურად გაჩნდა სხვა ემოციების გამოსახატი საშუალებები: გაბრაზება, სევდა, სიცილი, სიყვარული. სულ ხუთი ახალი ემოცია. ახლა, მათი გამოყენების "ინსტრუქციას გაგაცნობთ":
რა არ უნდა მოიწონოთ?
როდესაც მეგობარი პოსტავს, რომ მამა გარდაეცვალა, მსგავსი პოსტის მოწონება არაეთიკურია. ასეთ შემთხვევაში, უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სევდის ემოცია.
"ლაიქი" ისევ ცენტრალურ სიმბოლოდ რჩება
"ლაიქის" ფუნქციის ჩანაცვლება არ მოხდება, ის "ფეისბუქის" განუყოფელი სიმბოლოა და ყოველთვის მთავარ მოწონების ღილაკად დარჩება. ახლა უბრალოდ, მას გვერდში დამხმარე ემოციები "დაუდგებიან".
როგორ გავააქტიუროთ ახალი ემოციები
თუ ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა თქვენთან ახალი მოწონების ფუნქციები, მაშინ უბრალოდ უნდა დაელოდოთ და ის თქვენამდეც მალე მოაღწევს. რაც შეეხება მობილურ მოწყობილობებს, ამ შემთხვევაში "ფეისბუქის" აპლიკაციის განახლება მოგიწევთ.
სიბრაზის გამოხატვა
ალტერნატიული რეაქციები თანაბრად აქტიურდება ყველასთვის, მათ შორის ჯგუფებისა და ბრენდის გვერდებისთვისაც. კომპანიებს არ ექნებათ საშუალება, გაბრაზების ემოცია გაუთიშონ მომხმარებელს.
ახალ ფუნქციებზე "ფეისბუქში" ერთი წელიწადი მუშაობდნენ
კომპანიის ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის ინიციატივით, პროექტზე მომუშავე ადამიანებს ხანგრძლივი ვადა მოეცათ ახალი ფუნქციის შესაქმნელად. თუმცა, ახლახანს დამატებული ემოციები ამ სახით არ დარჩება, დროთა განმავლობაში ისინი კიდევ უფრო განვითარდება და დაიხვეწება. შესაძლოა, მათ დაემატოს სხვა ემოციები, ან გაქრეს რომელიმე უკვე არსებული.
მომზადებულია inc.com-ს მიხედვით