სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოთი კაცის ცოლის ამბავი ბედნიერი ფინალით
ლოთი კაცის ცოლის ამბავი ბედნიერი ფინალით

ვი­საც ლოთი კა­ცის ცო­ლო­ბა არ გა­მო­უც­დია, ის ვერ გა­ი­გებს ჩემს გა­სა­ჭირს. გა­მო­უფხიზ­ლე­ბე­ლი ქმა­რი მტერს ჰყავ­დეს. გია დი­ლით რომ ად­გე­ბო­და, ერთ ჩაის ჭიქა არაყს გა­დაჰ­კრავ­და - ეს აზ­რზე რომ მო­ვი­დე, იმის­თვი­სო.

მერე წა­ვი­დო­და და გვი­ან ღა­მით ისე­თი მთვრა­ლი ბრუნ­დე­ბო­და, ძლივს აგ­ნებ­და სახ­ლის კარს. ასე მე­ორ­დე­ბო­და ყო­ველ­დღე. თა­ნაც, ზო­გი­ერთ კაცს მშვე­ნი­ე­რი სიმ­თვრა­ლე აქვს: მოვა სახ­ლში, დაწ­ვე­ბა და და­ი­ძი­ნებს. ეს კი­დევ, ლა­პა­რა­კი­სა და ჭკუ­ის და­რი­გე­ბის მეტს არა­ფერს აკე­თებს. კარ­გი დე­დის შვი­ლი ვი­ყა­ვი და რა­მე­ში არ დავ­თან­ხმე­ბო­დი. იწყე­ბო­და აყალ­მა­ყა­ლი და ჩხუ­ბი, ჭურ­ჭლის მტვრე­ვა და დე­დის გი­ნე­ბა...

ბავ­შვე­ბიც შე­ში­ნე­ბუ­ლი ელოდ­ნენ ხოლ­მე მის გა-მო­ჩე­ნას. ჩემს ად­გილ­ზე სხვა ქალი ერთ წელ­საც ვერ გა­უძ­ლებ­და, მე კი მთე-ლი 6 წელი ვით­მენ­დი მის­გან დამ­ცი­რე­ბა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფას. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი გა­ვი­გე, საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­სო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­მი­ხარ­და კი­დეც. ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ ახლა მა­ინც შევ­ძლო და მის­გან თავი და­ვაღ­წიო-მეთ­ქი. თან ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და და ინ­ტე­რე­სით ვკვდე­ბო­დი - მინ­დო­და გა­მე­გო, ვინ იყო ის ქალი, რო­მე­ლიც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და­თან­ხმდა. რაც ის და­ლოც­ვი­ლი გა-მოჩ­ნდა მის ცხოვ­რე­ბა­ში, ცოტა ამო­ვი­სუნ­თქე. შინ მო­სუ­ლი აღარ ჩხუ­ბობ­და, ღი­ღი­ნით და­დი­ო­და... მეც მეტი რა მინ­დო­და? მი­ვუშ­ვი ბო­ლომ­დე. არც რე­ა­ლუ­რად ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი და არც მოჩ­ვე­ნე­ბით და­მიდ­გამს სცე­ნე­ბი. სრულ თა­ვი­სუფ­ლე-ბას ვაძ­ლევ­დი და გა­შა­ლა ფრთე­ბი. ასეთ ყო­ფა­ში კი­დევ 2 წელი გა­ვი­და. ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც გა­მოჩ­ნდა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ნამ­დვი­ლად შე­მიყ­ვარ­და და ვინც სით­ბო მაგ­რძნო­ბი­ნა. არც კი დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე დავ­თან­ხმდი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ასე გა­მოგ­ვი­ვი­და სიყ­ვა­რუ­ლის "ოთხკუ­თხე­დი"...

შარ­შან კი ჩემ­მა კა­ვა­ლერ­მა ხელი მთხო­ვა: შვი­ლე­ბი­ა­ნად გად­მო­დი ჩემ­თან სა­ცხოვ­რებ­ლა­დო, - მი­თხრა. იმა­ვე სა­ღა­მოს აუ­ღელ­ვებ­ლად ვუ­თხა­რი ჩემს ქმარს, რომ ვთხოვ­დე­ბო­დი (სას­ტი­კად კი მო­ვე­ქე­ცი). რა თქმა უნდა, გა­გიჟ­და და სულ კო­რი­დის ხა­რი­ვით ატ­რი­ა­ლა ჩა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი, მაგ­რამ მე წარ­ბიც არ შემ­ტო­კე­ბია, მშვი­დად ვა­ბარ­გებ­დი ნივ­თებს. როცა ძა­ლი­ან გა­ცხარ­და და მივ­ხვდი, შე­საძ­ლოა, ცე­მა­საც არ მო­რი­დე­ბო­და, პატ­რუ­ლით შე­ვა­ში­ნე. ისე­დაც პი­რო­ბი­თი ჰქონ­და და თითს თუ და­მა­კა­რებ­და, იცო­და, ცი­ხე­ში მი­აბ­რძა­ნებ­დნენ. ამი­ტომ ვერ გა­ბე­და შემ­ხე­ბო­და. იმ ღა­მით მშვი­დად და­ვი­ძი­ნე (ბავ­შვე­ბი დე­და­ჩემ­თან მყავ­და უკვე გაშ­ვე­ბუ­ლი) და მე­ო­რე დღეს სა­მუ­და­მოდ წა­მო­ვე­დი იმ ჯო­ჯო­ხე­თი­დან. ჭირი იქა, ლხი­ნი აქა. ასე იყო ჩემი ამ­ბა­ვი, რომ­ლის მო­ყო­ლაც დიდი ხა­ნია, მინ­დო­და და მო­ვა­ხერ­ხე კი­დეც. კარ­გად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ლოთი კაცის ცოლის ამბავი ბედნიერი ფინალით

ლოთი კაცის ცოლის ამბავი ბედნიერი ფინალით

ვისაც ლოთი კაცის ცოლობა არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს ჩემს გასაჭირს. გამოუფხიზლებელი ქმარი მტერს ჰყავდეს. გია დილით რომ ადგებოდა, ერთ ჩაის ჭიქა არაყს გადაჰკრავდა - ეს აზრზე რომ მოვიდე, იმისთვისო.

მერე წავიდოდა და გვიან ღამით ისეთი მთვრალი ბრუნდებოდა, ძლივს აგნებდა სახლის კარს. ასე მეორდებოდა ყოველდღე. თანაც, ზოგიერთ კაცს მშვენიერი სიმთვრალე აქვს: მოვა სახლში, დაწვება და დაიძინებს. ეს კიდევ, ლაპარაკისა და ჭკუის დარიგების მეტს არაფერს აკეთებს. კარგი დედის შვილი ვიყავი და რამეში არ დავთანხმებოდი. იწყებოდა აყალმაყალი და ჩხუბი, ჭურჭლის მტვრევა და დედის გინება...

ბავშვებიც შეშინებული ელოდნენ ხოლმე მის გა-მოჩენას. ჩემს ადგილზე სხვა ქალი ერთ წელსაც ვერ გაუძლებდა, მე კი მთე-ლი 6 წელი ვითმენდი მისგან დამცირებასა და შეურაცხყოფას. ერთ მშვენიერ დღეს კი გავიგე, საყვარელი ჰყავსო. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც. ვიფიქრე, იქნებ ახლა მაინც შევძლო და მისგან თავი დავაღწიო-მეთქი. თან ძალიან გამიკვირდა და ინტერესით ვკვდებოდი - მინდოდა გამეგო, ვინ იყო ის ქალი, რომელიც მასთან ურთიერთობას დათანხმდა. რაც ის დალოცვილი გა-მოჩნდა მის ცხოვრებაში, ცოტა ამოვისუნთქე. შინ მოსული აღარ ჩხუბობდა, ღიღინით დადიოდა... მეც მეტი რა მინდოდა? მივუშვი ბოლომდე. არც რეალურად ვეჭვიანობდი და არც მოჩვენებით დამიდგამს სცენები. სრულ თავისუფლე-ბას ვაძლევდი და გაშალა ფრთები. ასეთ ყოფაში კიდევ 2 წელი გავიდა. ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც ნამდვილად შემიყვარდა და ვინც სითბო მაგრძნობინა. არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი მასთან ურთიერთობას. ასე გამოგვივიდა სიყვარულის "ოთხკუთხედი"...

შარშან კი ჩემმა კავალერმა ხელი მთხოვა: შვილებიანად გადმოდი ჩემთან საცხოვრებლადო, - მითხრა. იმავე საღამოს აუღელვებლად ვუთხარი ჩემს ქმარს, რომ ვთხოვდებოდი (სასტიკად კი მოვექეცი). რა თქმა უნდა, გაგიჟდა და სულ კორიდის ხარივით ატრიალა ჩასისხლიანებული თვალები, მაგრამ მე წარბიც არ შემტოკებია, მშვიდად ვაბარგებდი ნივთებს. როცა ძალიან გაცხარდა და მივხვდი, შესაძლოა, ცემასაც არ მორიდებოდა, პატრულით შევაშინე. ისედაც პირობითი ჰქონდა და თითს თუ დამაკარებდა, იცოდა, ციხეში მიაბრძანებდნენ. ამიტომ ვერ გაბედა შემხებოდა. იმ ღამით მშვიდად დავიძინე (ბავშვები დედაჩემთან მყავდა უკვე გაშვებული) და მეორე დღეს სამუდამოდ წამოვედი იმ ჯოჯოხეთიდან. ჭირი იქა, ლხინი აქა. ასე იყო ჩემი ამბავი, რომლის მოყოლაც დიდი ხანია, მინდოდა და მოვახერხე კიდეც. კარგად.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს