პარტნიორები:

    რა უნდა იცოდეთ თერმომეტრებსა და სიცხის გაზომვაზე

    რა უნდა იცოდეთ თერმომეტრებსა და სიცხის გაზომვაზე

    გრძნობთ, რომ ბავშვს სიცხემ აუწია? ბუნებრივია, პირველ რიგში თერმომეტრს იღებთ და ტემპერატურას უზომავთ. სიცხის გაზომვას სწავლა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ რამდენი წუთით უნდა გაიჩეროთ თერმომტრი იღლიაში? რისი გაკეთებაა აკრძალული ტემპერატურის ცვლილების დროს და რომელი თერმომეტრი უფრო ზუსტია ვერცხლისწყლის თუ ელექტრო? გარდა ამისა ბევრმა გამოუცდელმა დედმ არ იცის, რომელი ტემპერატურაა ბავშვისთვის ნორმალური და როგორ უნდა მოიქცეს, თუ ტემპერატურა 37,0-ს აჩვენებს. თუ თქვენ კომპეტენტური პასუხები არ გაქვთ, სპეციალისტის რჩევები გაიზიარეთ.

    37 გრადუსამდე ტემპერატურა ნორმალურად ითვლება, ანუ 36,3-დან 37,0-მდე. 37,1 უკვე მომატებული ტემპერატურაა.

    როცა ბავშვი გაციებულია, ტემპერატურა დღეში ორჯერ უნდა შეამოწმოთ - დილით, საუზმობამდე და საღამოს _ ვახშმობამდე. ანუ ჭამამდე! ამ წესის დამახსოვრება აუცილებელია, რადგან საკვების მიღების შემდეგ ნივთიერებათა ცვლის პროცესი იწყება და თერმომეტრმა შეიძლება მომატებული ტემპერატურა დააფიქსიროს.

    გართულებული გრიპის დროს ტემპერატურის გასინჯვა დღეში ოთხჯერაც საჭიროა.

    ტემპერატურის გასინჯვამდე შეამოწმეთ იღლიის ფოსო, რომ იგი სუფთა და არა ოფლიანი იყოს. ავადმყოფს იღლია სველი ხელსახოცით გაუწმინდეთ და ჩაუდეთ თერმომეტრი.

    თერმომეტრი მჭიდროდ უნდა ედებოდეს სხეულს. განაგრძეთ კითხვა

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია