"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

"მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია. სასურველი მამაკაცის შესაბმელად ყველა ხერხს მიმართავს. შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს. მას შეუძლია, საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს. პედანტია. წესრიგის გამძაფრებული სიყვარული ამ ადამიანს ხშირად, პირადი ცხოვრების აწყობაში უშლის ხელს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ზოდიაქოს ნიშანია.

გთავაზობთ ამონარიდს გვანცა დარასალიას ინტერვიუდან რომელიც ჟურნალ "გზის" #8-ში ასტროპორტრეტში იხილავთ.

- "პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს. ხშირად ეჭვიანია".

- ტყუილია, ყოველთვის მქონდა დიდი არჩევანი და ყოველთვის მომწონდა ბიჭები, რომლებიც ინიციატივას იჩენდნენ. მორცხვი, უინიციატივო ადამიანების მიმართ ინტერესი არ მქონდა. ჩემმა მეუღლემ, შეიძლება ითქვას, მომიტაცა, მაგრამ არა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

- ეჭვიანი ხარ?

- ჩემი მეუღლეა ეჭვიანი, მე - ნაკლებად. ის რომ აგვიანებს, ეჭვები არ მაწუხებს.

- მისი ეჭვიანობა შემაწუხებელია?

- სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ამას თავად აცნობიერებს და წუხდება. ცდილობს, ეს გრძნობა მოთოკოს. მის ამ თვისებას მეც ანგარიშს ვუწევ. ჩვენს რეალობაში მამაკაცების უმრავლესობას ასეთი მენტალიტეტი აქვს. ერთად ყოფნა ორივეს გვიხარია და გვსიამოვნებს. მიხარია, როცა ღონისძიებებზე მეუღლესთან ერთად მეპატიჟებიან.

***

- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".

- მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ყოველთვის მართლები არიან, რომ ყველაფერი მათი კომფორტისთვის უნდა გააკეთონ და რომლებიც არ ასრულებენ ე.წ. შავ სამუშაოს. ასეთებთან ძალიან გამბედავი ვხდები და ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. თუ მეტოქე ჩემზე სუსტია და ცდილობს, წინ გაძვრეს, ამას ვერ ავიტან. ჩემზე ძლიერს კი მივულოცავ და წარმატებას ვუსურვებ! ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტან. სკოლის ასაკიდან მოყოლებული, დღემდე, ყველა უსამართლოდ მოცემული შენიშვნა მახსოვს. თუ ოდესმე კონფლიქტში შევსულვარ, ეს უსამართლობისა და ცილისწამების გამო მომხდარა. ...

***

- "წესრიგის გამძაფრებული სიყვარული, ხშირად, პირადი ცხოვრების აწყობაში უშლის ხელს. ის პარტნიორის მიმართ უზომოდ მომთხოვნია".

- ჩემი მეუღლე მიიჩნევს, რომ მომთხოვნი ვარ.

- შენ არ ეთანხმები?

- მგონია, რომ ამ მხრივ ბალანსს ვიცავ. შეიძლება, ძალიან მინდოდეს, რომ მეუღლე მთელი დღე თავს დამტრიალებდეს, მაგრამ ვიცი, ეს შეუძლებელია. როცა თავისი მეგობრის დაბადების დღეზე გვიან ღამემდე რჩება, მას გაბუტული არ ვხვდები და არ ვუსაყვედურებ, - ყურადღება რატომ მომაკელი-მეთქი?

- აბა, რატომ თვლის, რომ მომთხოვნი ხარ?

- მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად. მას საამისოდ ნაკლები დრო რჩება, რაც ზოგჯერ მაღიზიანებს...

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ "გზის" 25 თებერვლის ნომერში

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?

"ასავალ-დასავალის" კრიტიკული წერილი "კომედი შოუს" მოშიმშილე ირმა ინაშვილის პაროდიის გამო