პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხისძირის მიწები, რომლებიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე 1 ლარად იყო გასხვისებული, სახელმწიფოს დაუბრუნდა
ციხისძირის მიწები, რომლებიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე 1 ლარად იყო გასხვისებული, სახელმწიფოს დაუბრუნდა

სო­ფელ ცი­ხის­ძი­რის მი­წე­ბი, რომ­ლე­ბიც ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ზე 1 ლა­რად იყო გას­ხვი­სე­ბუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს და­უბ­რუნ­და. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ქო­ბუ­ლეთ­ში, სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში მდე­ბა­რე 90 605 კვ.მ. ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში დაბ­რუნ­და. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2011 წლის 05 აგ­ვის­ტოს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უკა­ნო­ნო ჩარ­თუ­ლო­ბით, ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, კერ­ძოდ პა­ნა­მა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნია REDMAN FEDERATION INC-ს, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ყალ­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სიმ­ბო­ლურ ფა­სად - 1 ლა­რად, გა­და­ე­ცა ქო­ბუ­ლეთ­ში, სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 6 მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 90 605 კვ.მ. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ და­ი­წყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ბა­თი­ლად იქნა ცნო­ბი­ლი ქო­ბუ­ლე­თის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი და­უბ­რუნ­და სა­ხელ­მწი­ფოს", - გა­ნა­ცხა­და ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირ­თა მხი­ლე­ბის მიზ­ნით, საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ციხისძირის მიწები, რომლებიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე 1 ლარად იყო გასხვისებული, სახელმწიფოს დაუბრუნდა

ციხისძირის მიწები, რომლებიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე 1 ლარად იყო გასხვისებული, სახელმწიფოს დაუბრუნდა

სოფელ ციხისძირის მიწები, რომლებიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე 1 ლარად იყო გასხვისებული, სახელმწიფოს დაუბრუნდა. ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 90 605 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 05 აგვისტოს, სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა უკანონო ჩართულობით, ოფშორულ ზონაში, კერძოდ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ს, ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, გადაეცა ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 90 605 კვ.მ. გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები და ზემოხსენებული უძრავი ქონებები დაუბრუნდა სახელმწიფოს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით საზოგადოებას ეცნობება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ