პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?!
როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?!

სრუ­ლი­ად სხვა თე­მა­ზე ვა­პი­რებ­დი და­წე­რას, მაგ­რამ მსა­ხი­ობ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის ისე­თი ინ­ტერ­ვიუ შემ­ხვდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გამ­ცი­ნე­ბო­და, თუ მე­ტი­რა, არ ვი­ცო­დი.

"რამ­დენ­საც მინ­და იმ­დენ შვილს გა­ვა­კე­თებ"; "სახ­ლში რომ მო­ვალ, ქალი შინ უნდა დამ­ხვდეს"; "ქალ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რა სა­ჭი­როა მუ­შა­ო­ბა" და მსგავ­სი "სიბ­რძნე­ე­ბი" და­უს­რუ­ლებ­ლად...

ისე, რო­გორც ეს 25-30 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი აზ­როვ­ნებს, ჩემი მე­ზო­ბე­ლი გე­ლაც კი აღარ აზ­როვ­ნებს, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია 60 წელს გა­დაც­და.

გა­სა­გე­ბია, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი და ცხოვ­რე­ბა აქვს, არც არა­ვინ ერე­ვა არა­ვის პი­რად­ში თუ თვი­თონ არ გაგ­ვან­დო­ბენ ხოლ­მე სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ცუდი ის არის, რომ ასეთ აზ­როვ­ნე­ბას უნერ­გა­ვენ სა­კუ­თარ შვი­ლებ­საც და რა გა­მო­დის? - აღა­რაა საშ­ვე­ლი და სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ახა­ლი თა­ო­ბის იმე­დიც არ უნდა გვქონ­დეს?!

მარ­თა­ლია, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და ბავ­შვმა თვით­გან­ვი­თა­რე­ბას მიჰ­ყოს ხელი, მაგ­რამ ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

რო­დემ­დე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ ერთი და იგი­ვე­ზე, - მკი­თხავთ ალ­ბათ? იქამ­დე, ვიდ­რე, აი, ასე ვი­აზ­როვ­ნებთ!

მა­ინც, რა­ტომ ჰგო­ნია ბევ­რს, რომ ქალს არ შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა, სახ­ლის მი­ხედ­ვა და თა­ვის მოვ­ლა ერ­თდრო­უ­ლად? ან რა­ტომ უნდა იყოს მხო­ლოდ დედა ჩარ­თუ­ლი შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში და მამა 24 სა­ა­თი გა­ვარ­დნი­ლი იყოს "სა­მუ­შა­ოდ"? ან რა მოხ­და, თუ კაცი და­ეხ­მა­რე­ბა ცოლს თუნ­დაც სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში? თუ ის კა­ცე­ბი რომ­ლე­ბიც ასე აკე­თე­ბენ, ნაკ­ლე­ბად მა­მა­კა­ცუ­რე­ბი არი­ან ან თუნ­დაც ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე ნაკ­ლე­ბად აღ­ზრდი­ლე­ბი? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?!

როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?!

სრულიად სხვა თემაზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ისეთი ინტერვიუ შემხვდა სოციალურ ქსელში, გამცინებოდა, თუ მეტირა, არ ვიცოდი.

"რამდენსაც მინდა იმდენ შვილს გავაკეთებ"; "სახლში რომ მოვალ, ქალი შინ უნდა დამხვდეს"; "ქალმა განათლების მიღება ბავშვების აღზრდაში უნდა გამოიყენოს, რა საჭიროა მუშაობა" და მსგავსი "სიბრძნეები" დაუსრულებლად...

ისე, როგორც ეს 25-30 წლის ახალგაზრდა კაცი აზროვნებს, ჩემი მეზობელი გელაც კი აღარ აზროვნებს, რომელიც დიდი ხანია 60 წელს გადაცდა.

გასაგებია, რომ ყველას თავისი აზრი და ცხოვრება აქვს, არც არავინ ერევა არავის პირადში თუ თვითონ არ გაგვანდობენ ხოლმე საკუთარ შეხედულებებს, უბრალოდ, ძალიან ცუდი ის არის, რომ ასეთ აზროვნებას უნერგავენ საკუთარ შვილებსაც და რა გამოდის? - აღარაა საშველი და საღად მოაზროვნე ახალი თაობის იმედიც არ უნდა გვქონდეს?!

მართალია, შეიძლება მოხდეს სასწაული და ბავშვმა თვითგანვითარებას მიჰყოს ხელი, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ერთი და იგივეზე, - მკითხავთ ალბათ? იქამდე, ვიდრე, აი, ასე ვიაზროვნებთ!

მაინც, რატომ ჰგონია ბევრს, რომ ქალს არ შეუძლია მუშაობა, ბავშვების აღზრდა, სახლის მიხედვა და თავის მოვლა ერთდროულად? ან რატომ უნდა იყოს მხოლოდ დედა ჩართული შვილების გაზრდაში და მამა 24 საათი გავარდნილი იყოს "სამუშაოდ"? ან რა მოხდა, თუ კაცი დაეხმარება ცოლს თუნდაც სადილის მომზადებაში? თუ ის კაცები რომლებიც ასე აკეთებენ, ნაკლებად მამაკაცურები არიან ან თუნდაც ქართულ ტრადიციებზე ნაკლებად აღზრდილები? განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია