პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში 290 000 ოჯახი კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს - რა განმარტებას აკეთებენ მერიაში
თბილისში 290 000 ოჯახი კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს - რა განმარტებას აკეთებენ მერიაში

კო­მუ­ნა­ლურ ვა­უ­ჩე­რებს ის ოჯა­ხე­ბი მი­ი­ღე­ბენ, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში 200 ათას ქუ­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი აქვთ, - ამის შე­სა­ხებ მე­რი­ის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, გელა ჩი­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს ერი­ცხე­ბო­დათ, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დათ. "დიდი ხანი მი­დი­ო­და ამა­ზე მსჯე­ლო­ბა, მათ შო­რის მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კურ საბ­ჭო­ში, საკ­რე­ბუ­ლო­ში და გა­სულ კვი­რას უკვე შე­ვი­და მე­რია საკ­რე­ბუ­ლო­ში ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ იმ ოჯა­ხებ­მა მი­ი­ღონ კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რე­ბი, ვი­საც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში 200 ათას ქუ­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი გა­აჩ­ნია, ესე­ნი არი­ან ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და რე­ა­ლუ­რად სარ­გებ­ლო­ბენ არა­მარ­ტო კო­მუ­ნა­ლუ­რი სუბ­სი­დი­ის, არა­მედ სხვა მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი­თაც" , - გა­ნა­ცხა­და ჩი­ვი­შა­ვილ­მა.

მისი თქმით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი შე­უძ­ლი­ათ, რომ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად დაც­ველ­თა ბა­ზა­ში. "თუ მი­ი­ღე­ბენ 200 ათას ქუ­ლა­ზე ნაკ­ლებს, რაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ისი­ნი ყვე­ლა ისარ­გებ­ლე­ბენ ამ შე­ღა­ვა­თით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თან­ხე­ბი მიზ­ნობ­რი­ვად და ეფექ­ტუ­რად იქ­ნე­ბა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა თბი­ლი­სის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი აბე­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა კო­მუ­ნა­ლურ ვა­უ­ჩერს ვე­ღარ მი­ი­ღებს. მი­სი­ვე თქმით, კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რის ბი­უ­ჯე­ტის მო­ცუ­ლო­ბა 46 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და, რო­მელ­საც წელს 13,5 მი­ლი­ო­ნი ლარი და­აკ­ლდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ირაკ­ლი აბე­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­მუ­ნა­ლურ ვა­უ­ჩერს 2016 წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში, ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 100 000 ოჯა­ხი მი­ი­ღებს, რო­მელ­თაც სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 200 000-ია. აბე­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სულ თბი­ლის­ში 390 000 აბო­ნენ­ტია, ეს კი ნიშ­ნავს, რომ 290 000 ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბას ვე­ღარ მი­ი­ღებს.

ირაკ­ლი აბე­სა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მერი და­პი­რე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. აბე­სა­ძის თქმით, კო­მუ­ნა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რის მი­სა­ღე­ბად 290 000 ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არა­ვის შე­უს­წავ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თბილისში 290 000 ოჯახი კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს - რა განმარტებას აკეთებენ მერიაში

თბილისში 290 000 ოჯახი კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს - რა განმარტებას აკეთებენ მერიაში

კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, - ამის შესახებ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომუნალური ვაუჩერები წლების განმავლობაში თბილისის იმ მოქალაქეებს ერიცხებოდათ, რომლებსაც მაღალი შემოსავალი ჰქონდათ. "დიდი ხანი მიდიოდა ამაზე მსჯელობა, მათ შორის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში, საკრებულოში და გასულ კვირას უკვე შევიდა მერია საკრებულოში ინიციატივით, რომ იმ ოჯახებმა მიიღონ კომუნალური ვაუჩერები, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები გააჩნია, ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ყველაზე მეტად შეჭირვებულები არიან და რეალურად სარგებლობენ არამარტო კომუნალური სუბსიდიის, არამედ სხვა მერიის სოციალური პროგრამებითაც" , - განაცხადა ჩივიშავილმა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან სოციალურად დაუცველები შეუძლიათ, რომ მიიღონ მონაწილეობა სოციალურად დაცველთა ბაზაში. "თუ მიიღებენ 200 ათას ქულაზე ნაკლებს, რაც საკმაოდ მაღალია ისინი ყველა ისარგებლებენ ამ შეღავათით. ამ მიმართულებით თანხები მიზნობრივად და ეფექტურად იქნება გადანაწილებული", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ნოემბერ-დეკემბერში თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს. მისივე თქმით, კომუნალური ვაუჩერის ბიუჯეტის მოცულობა 46 მილიონ ლარს შეადგენდა, რომელსაც წელს 13,5 მილიონი ლარი დააკლდება. შესაბამისად, ირაკლი აბესაძის განცხადებით, კომუნალურ ვაუჩერს 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 ოჯახი მიიღებს, რომელთაც სარეიტინგო ქულა 200 000-ია. აბესაძემ აღნიშნა, რომ სულ თბილისში 390 000 აბონენტია, ეს კი ნიშნავს, რომ 290 000 ოჯახი დახმარებას ვეღარ მიიღებს.

ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის მერი დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. აბესაძის თქმით, კომუნალური ვაუჩერის მისაღებად 290 000 ოჯახის სოციალური მდგომარეობა და საჭიროებები არავის შეუსწავლია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"