მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჩარკვიანის 10 ციტატა - 10 წელი მეფის გარდაცვალებიდან
ირაკლი ჩარკვიანის 10 ციტატა - 10 წელი მეფის გარდაცვალებიდან

"რაც უფრო მეტს გას­ცემ, მით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გტო­ვებს და რჩე­ბი ღმერ­თი­ვით მარ­ტო…" - 2006 წლის 24 თე­ბერ­ვალს ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი 45 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დღეს, 2016 წლის 24 თე­ბერ­ვალს, მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 10 წელი გა­ვი­და...

გთა­ვა­ზობთ ცი­ტა­ტებს მისი 2006 წლის ავ­ტო­რო­მა­ნი­დან "მშვი­დი ცურ­ვა". "ეს წიგ­ნი სა­ერ­თოდ არ ჰგავს წიგნს, მაგ­რამ სა­ოც­რად მგავს მე", - ასე ახა­სი­ა­თებ­და მეფე სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს...

ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი, "მშვი­დი ცურ­ვა"

  • "რა არ და­აბ­რა­ლეს ადა­მი­ა­ნებ­მა სიკ­ვდილს, ჯო­ჯო­ხე­თად მო­ნათ­ლეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სიკ­ვდი­ლი უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, სუ­ლის სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა ხორ­ცზე, გან­ვი­თა­რე­ბის ის სა­ფე­ხუ­რი, რო­მე­ლიც აღარ სა­ჭი­რო­ებს სიმ­ძი­მეს, სხე­უ­ლის წო­ნას, შენ თა­ვი­სუფ­ლდე­ბი."
  • "რაც უფრო ბედ­ნი­ე­რი ხარ, მით უფრო ახ­ლოს ხარ სიკ­ვდილ­თან და თუ არ მოკ­ვდი, შეძ­ლებ დიდ­ხანს იყო ბედ­ნი­ე­რი, შე­გიძ­ლია დაწ­ვე წყალ­ზე და ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დილ ცას უყუ­რო, მყუდ­რო და უსას­რუ­ლო სიღ­რმის სარ­კეს, რო­მელ­შიც შე­ნამ­დე მი­ლი­ო­ნე­ბი იყუ­რე­ბოდ­ნენ და შენს მე­რეც ჩა­ი­ხე­დე­ბი­ან"
  • "რაც უფრო მეტს გას­ცემ, მით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გტო­ვებს და რჩე­ბი ღმერ­თი­ვით მარ­ტო…"
  • "მე არა­ვინ მი­მი­ტო­ვე­ბია, მე მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ძი­ებ­ლად წა­ვე­დი"
  • "მგო­ნი, სიკ­ვდი­ლის აღარ მე­ში­ნია და ალ­ბათ ამი­ტომ ჩემი სული სა­ბო­ლო­ოდ გა­იხ­სნა უსას­რუ­ლო გრძნო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მარ­ტო­ო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი"
  • "ყვე­ლა­ზე ძნე­ლია და­შორ­დე იმას, რა­საც მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ეტ­რფი. დღე და ღამე აშე­ნებ, მაგ­რამ დგე­ბა დრო, როცა უნდა გა­ნუდ­გე, რათა მთლი­ა­ნად და­ი­ნა­ხო ის, რა­საც ქმნი­დი. გა­ან­დო სივ­რცეს ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლო. დაე, დრომ მი­უ­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი იმ კა­რა­და­ში, რო­მელ­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია."
  • "დიდი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც კი, მეტ­წი­ლად არ­შემ­დგა­რი გმი­რე­ბია, ვინც ში­შის გამო ვერ­ცერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი ვერ გა­დად­გა თა­ვი­სი უმ­წეო ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. ისი­ნი გა­ჩერ­დნენ და გა­და­წყვი­ტეს გა­ყი­დონ და­მარ­ცხე­ბე­ბით დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის ფასი ერთი გრო­შიც არ არის. მოს­წავ­ლის მი­ზა­ნია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მიხ­ვდეს, რომ სწავ­ლა უნდა შე­წყვი­ტოს, თუ სურს ხალ­ხს თავი და­ა­მახ­სოვ­როს, რამე მა­ინც შეც­ვა­ლოს არა და იჯ­დე­ბი ღრმად მო­ხუ­ცი ლო­ტო­სის პო­ზა­ში"
  • "მე ყო­ველ­თვის აქ ვი­დე­ქი, სა­დაც ახლა ვდგა­ვარ და ბო­ლოს იქ დავ­წვე­ბი, უბ­რა­ლოდ წა­მოვ­წვე­ბი და და­გა­ვი­ხუ­რავ ბა­ლა­ხი­ან მი­წას, სულ ეს არის და ეს"
  • "ჯერ ისევ ბნე­ლა. სა­ძი­ნე­ბელ­ში სა­მარ­ხის სუ­ნია"
  • "დღეს­დღე­ო­ბით კი ვაგ­რძე­ლებ იმ სა­ნუკ­ვა­რი დღი­სათ­ვის, როცა ბო­ლოს და ბო­ლოს ვა­ღი­ა­რებ სა­კუ­თარ თავ­თან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქ­ნე­ბა წმინ­და, ვით გან­თი­ა­დი და მშვი­დი, ვით შე­მოდ­გო­მა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რო­მე­ლიც მა­რა­დი­უ­ლო­ბას უდის, მე მეს­მის იმ სი­ჩუ­მის მშვე­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც არს ნე­ტა­რი და უსას­რუ­ლო, ამი­ტომ სი­ტყვა გან­სხი­ვოს­ნე­ბა სრუ­ლად არ ასა­ხავს იმ სის­რუ­ლეს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წა­მით გვე­ხე­ბა ხოლ­მე ჩვენ, მოკ­ვდავთ, და მერე გვტო­ვებს იმ ში­ზოფ­რე­ნი­ულ მო­რევ­ში ხორ­ცი­სა და ვნე­ბის, გან­ცდი­სა და ვარ­დნის, სიმ­დაბ­ლი­სა და მო­ნო­ბის. ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი ოდეს­მე ხდე­ბა მეფე, უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გრძნო­ბა მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, სიკ­ვდი­ლამ­დე ორი­ოდ წუ­თით ადრე ეუფ­ლე­ბა, მაგ­რამ მე­ფო­ბა ისე­ვე გარ­და­უ­ვა­ლია, რო­გორც მო­ნო­ბა, ამი­ტომ ისი­ნი, ვინც სი­ცო­ცხლე­ში ახ­წე­ვენ მი­ზანს და ხდე­ბი­ან მე­ფე­ე­ბი, რჩე­ბი­ან ის­ტო­რი­ას, აღელ­ვე­ბენ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, თან სი­ცო­ცხლე­ში­ვე გრძნო­ბენ იმ ბედ­ნი­ე­რე­ბას, რა­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია"

ფოტო: pinterest.com

    დღის ვიდეო
    00:00 / 00:00
    ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

    ირაკლი ჩარკვიანის 10 ციტატა - 10 წელი მეფის გარდაცვალებიდან

    ირაკლი ჩარკვიანის 10 ციტატა - 10 წელი მეფის გარდაცვალებიდან

    "რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო…" - 2006 წლის 24 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს, 2016 წლის 24 თებერვალს, მეფის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა...

    გთავაზობთ ციტატებს მისი 2006 წლის ავტორომანიდან "მშვიდი ცურვა". "ეს წიგნი საერთოდ არ ჰგავს წიგნს, მაგრამ საოცრად მგავს მე", - ასე ახასიათებდა მეფე საკუთარ ნამუშევარს...

    ირაკლი ჩარკვიანი, "მშვიდი ცურვა"

    • "რა არ დააბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს, სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე, განვითარების ის საფეხური, რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს, სხეულის წონას, შენ თავისუფლდები."
    • "რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო ახლოს ხარ სიკვდილთან და თუ არ მოკვდი, შეძლებ დიდხანს იყო ბედნიერი, შეგიძლია დაწვე წყალზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურო, მყუდრო და უსასრულო სიღრმის სარკეს, რომელშიც შენამდე მილიონები იყურებოდნენ და შენს მერეც ჩაიხედებიან"
    • "რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო…"
    • "მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი"
    • "მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი"
    • "ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ქვია."
    • "დიდი მასწავლებლებიც კი, მეტწილად არშემდგარი გმირებია, ვინც შიშის გამო ვერცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვერ გადადგა თავისი უმწეო ცხოვრების მანძილზე. ისინი გაჩერდნენ და გადაწყვიტეს გაყიდონ დამარცხებებით დაგროვილი გამოცდილება, რომლის ფასი ერთი გროშიც არ არის. მოსწავლის მიზანია რაც შეიძლება მალე მიხვდეს, რომ სწავლა უნდა შეწყვიტოს, თუ სურს ხალხს თავი დაამახსოვროს, რამე მაინც შეცვალოს არა და იჯდები ღრმად მოხუცი ლოტოსის პოზაში"
    • "მე ყოველთვის აქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და დაგავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს"
    • "ჯერ ისევ ბნელა. საძინებელში სამარხის სუნია"
    • "დღესდღეობით კი ვაგრძელებ იმ სანუკვარი დღისათვის, როცა ბოლოს და ბოლოს ვაღიარებ საკუთარ თავთან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქნება წმინდა, ვით განთიადი და მშვიდი, ვით შემოდგომა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რომელიც მარადიულობას უდის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება, რომელიც არს ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა განსხივოსნება სრულად არ ასახავს იმ სისრულეს, რომელიც მხოლოდ წამით გვეხება ხოლმე ჩვენ, მოკვდავთ, და მერე გვტოვებს იმ შიზოფრენიულ მორევში ხორცისა და ვნების, განცდისა და ვარდნის, სიმდაბლისა და მონობის. ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში ახწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია"

    ფოტო: pinterest.com

    "ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

    ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

    ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან