მორიგი სკანდალი მანანა კობახიძის გარშემო - რა აკავშირებდა ვიცე-სპიკერის ძმას „კოკაინის საქმეზე“ დაკავებულებთან

მორიგი სკანდალი მანანა კობახიძის გარშემო - რა აკავშირებდა ვიცე-სპიკერის ძმას „კოკაინის საქმეზე“ დაკავებულებთან

ადვოკატი ირაკლი კობახიძე, რომელიც ერთ დროს ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების უფლებების დამცველი იყო, ამბობს, რომ ანასტასია ზაუტაშვილის ოჯახს მანანა კობახიძის ძმამ, თედო კობახიძემ დააკავშირა.

 

გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას კობახიძემ განმარტა, რომ ვიცე-სპკერის ძმამ მას კონრეტული თანხაც დაუსახელა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებისგან ჰონორარის სახით უნდა აეღო. როგორც ადვოკატი ამბობს, ეს თანხა 6250 ლარს შეადგენდა.

"თედო ანასტასიას დედასთანაც იყო მისული და ჩემი თავი ურჩია. ანასტასიას დედამ, ქალბატონმა ჟანამ მითხრა, რომ თედო ძალიან შეშინებული მივიდა მასთან. შემდეგ ჩემთანაც იყო მოსული. მითხრა, იქნებ დაეხმაროო და აიღო ეს თანხაო, საუბარია 6250 ლარზე. მითხრა ასევე, რომ პარალელურად, ვიდრე მე ზაუტაშვილის და ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ინტერესებს დავიცავდი, ის იმუშავებდა შეწყალების თემაზე. თუმცა თედოს იქ ვინ ეკითხებოდა რამეს, მას ყველა მანანათი სცემდა პატივს. გამარჯვების შემთხვევაში, ანუ თუ დაკავებულები გათავისუფლდებოდნენ, დამატებით 75 ათასი ევრო უნდა მოგვეთხოვა ხუთივე დაკავებულისგან. ვუთხარი, თედო ეს ძალიან დიდი თანხაათქო... საბოლოოდ გადაწყდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში თითუელი გადაიხდიდა დასახელებულ თანხას... გაფორმდა კონტრაქტიც. ასეა თუ ისე, თავიდან მათ ჩამირიცხეს 6250 ლარი", - ამობს კობახიძე.

როგორც ადვოკატი ამბობს, ამის შემდეგ დაიწყო საქმეში ახალი გარემოებების შესწავლა. თუმცა მისი განმარტებით, დაკავებულ ანასტასია ზაუტაშვილს ახალ გარემოებებზე საუბარი არ უნდოდა, რადაგნ ეშინოდა, რომ საკანში ვინმე მოუსმენდა.

"ანასტასიას უნდოდა შეწყალება. დავწერე პრეზიდენტის სახელზე განცხადება... საბოლოოდ შეწყალება ვერ გამოვიდა. ეს ქალიც აღარ მეუბნება ახალ გარემოებებს. შემდეგ მირეკავს მისი ქმარი, ბოჭორიშვილი საზღვარგარეთიდან და მეუბნება, ჩემი ქონება დამიბრუნეო. ამ დროს ჰონორარის სახით აღებული 5 ათასი დოლარი ვასესხე თედო კობახიძეს. ამიტომ, ანასტასიას ქმარი თედოსკენ გადავამისამართე. ამის შემდეგ ანასტასიას დედას ვესაუბრე და მოვიკითხე, მისცა თუ არა თედომ თანხა მათ. მითხრა, რომ მისცა. ვკითხე, რამდენი-თქო და მიპასუხა, სრულად დაგვიბრუნაო ანუ 6250. ვკითხე, თედომ მოგცათ-თქო და მითხრა, არა, მამამისმაო. მამაც გარია, რა. ირიბად დაც გარია, ვგულისხმობ შეწყალების თემას. ეს უნდა იცოდეს ელისაშვილმაც", - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: "კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ