პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაკაცებს რა დაემართათ... მასობრივად გამოშტერდნენ თუ რა ხდება?" - ნათია წიწილაშვილი სტერეოტიპებზე
"მამაკაცებს რა დაემართათ... მასობრივად გამოშტერდნენ თუ რა ხდება?" - ნათია წიწილაშვილი სტერეოტიპებზე

მომ­ხიბ­ვლელ მსა­ხი­ობს -ნა­თია წი­წი­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­და­ცე­მა "ქალ­თა სა­ხე­ე­ბის" გა­და­ღე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

-"გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა" მეს­მის, რო­გორც ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ამის მომ­ხრე დი­დად არ ვარ (იცი­ნის).

-რა­ტომ?

-მგო­ნია, რომ რა­ღაც ას­პექ­ტებ­ში, მა­მა­კა­ცი დო­მი­ნან­ტი უნდა იყოს. სა­ერ­თოდ, ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კაც­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, -კაცი ოჯა­ხის თავი უნდა იყოს (იღი­მის).

-მოდი, უფრო და­ვა­კონ­კრე­ტოთ: სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი ცოლ­სა და ქმარს შო­რის რო­გორ უნდა გა­ნა­წილ­დეს?

-ალ­ბათ, ქალს დი­ა­სახ­ლი­სო­ბა ევა­ლე­ბა, მაგ­რამ დამ­ლა­გებ­ლის, მზა­რე­უ­ლის, ძი­ძის ყო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თუ არის, რა­ტო­მაც არ უნდა ჰყავ­დეს? თუმ­ცა ალ­ბათ, რო­გორც დე­დობ­რი­ვი ინ­სტინ­ქტი "დევს" ყვე­ლა ქალ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­ვეა დი­ა­სახ­ლი­სო­ბაც... მა­მა­კაცს რაც შე­ე­ხე­ბა, მას­ზე ბევ­რი რა­მეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ის ოჯა­ხის სა­ხეს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს.

-ოჯა­ხის სა­ხეს მხო­ლოდ მა­მა­კა­ცი უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს?

-ცოლი უნდა ახერ­ხებ­დეს იმას, რომ მა­მა­კაც­მა თა­ვი­სი ოჯა­ხი წარ­მო­ა­ჩი­ნოს. როცა მა­მა­კა­ცი ძლი­ე­რია, ჩემი აზ­რით, ეს ქა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

-მა­ტე­რი­ა­ლურ სიძ­ლი­ე­რე­ზე რას გვე­ტყვი -მა­მა­კაცს უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი უნდა ჰქონ­დეს, ვიდ­რე ქალს?

-არა, არა, ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ვე­თან­ხმე­ბი. არ­სე­ბო­ბენ მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ცო­ლის მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლი­სა თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის გამო კომ­პლექსდე­ბი­ან, ით­რგუ­ნე­ბი­ან. ვფიქ­რობ, ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს. ქალ­მაც და კაც­მაც ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად უნდა აკე­თონ, რომ მყა­რი, შემ­დგა­რი ოჯა­ხი ჰქონ­დეთ.

-სა­უბ­რის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნე, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მომ­ხრე დი­დად არ ვარო, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად, რას არ ეთან­ხმე­ბი, შენი სა­უბ­რი­სას არ გა­მოკ­ვე­თი­ლა...

-ჰო, რა­ღაც სა­კი­თხებ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რა­ღაც სა­კი­თხებ­ში -არა (იცი­ნის). ალ­ბათ, ოჯა­ხი მა­ინც მა­მა­კაც­ზე უნდა იყოს აგე­ბუ­ლი. ქალ­ზეც ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ როცა მა­მა­კა­ცი ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად ნა­ბიჯს დგამს, მის­თვის ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ოჯა­ხის "შე­ნახ­ვა" ხომ მან უნდა ითა­ვოს.

-რო­გორ ფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა, ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ქალი იყოს?

-რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მა­მა­კაც­მა უნდა გა­დად­გას -მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მა­მა­კა­ცია (იღი­მის). თუმ­ცა, მე არ ვარ ის ტიპი, რომ ვე­ლო­დო, ჩემი რჩე­უ­ლი პირ­ველ ნა­ბიჯს რო­დის გად­მოდ­გამს. მა­გა­ლი­თად, თუ რა­ღაც წვრილ­მან­ზე ნა­ჩხუბ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, შე­რი­გე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნა ჩემ­თვის პრობ­ლე­მა არ არის, მაგ­რამ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, რომ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი კაც­მა გად­მოდ­გას.

-შეძ­ლებ­დი, და­ო­ჯა­ხე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ყო­ფი­ლი­ყა­ვი?

-ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წყვი­ლე­ბი ერ­თად იღე­ბენ. ოჯა­ხის შექ­მნის სურ­ვი­ლი თუკი მა­მა­კა­ცის­გან არ "მო­დის", თა­ვად ინი­ცი­ა­ტი­ვას ვერ გა­მო­ვი­ჩენ და ვერ ვე­ტყვი, -ცო­ლად წა­მიყ­ვა­ნე-მეთ­ქი (იცი­ნის). სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ზე კარ­გი, ჯან­სა­ღი ვა­რი­ან­ტია, როცა წყვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის იმ ეტაპ­ზეა, რომ უნე­ბუ­რად აც­ნო­ბი­ე­რებს, ახალ სა­ფე­ხურ­ზე უნდა ავი­დეს.

-ეთან­ხმე­ბი გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას, თით­ქოს მა­მა­კა­ცებს ქა­ლებ­ზე უკე­თე­სი მე­გობ­რო­ბა შე­უძ­ლი­ათ? ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მამაკაცებს რა დაემართათ... მასობრივად გამოშტერდნენ თუ რა ხდება?" - ნათია წიწილაშვილი სტერეოტიპებზე

"მამაკაცებს რა დაემართათ... მასობრივად გამოშტერდნენ თუ რა ხდება?" - ნათია წიწილაშვილი სტერეოტიპებზე

მომხიბვლელ მსახიობს -ნათია წიწილაშვილს, რომელიც ამჟამად გადაცემა "ქალთა სახეების" გადაღებებში აქტიურად მონაწილეობს, სქესთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

-"გენდერული თანასწორობა" მესმის, როგორც ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა, მაგრამ ამის მომხრე დიდად არ ვარ (იცინის).

-რატომ?

-მგონია, რომ რაღაც ასპექტებში, მამაკაცი დომინანტი უნდა იყოს. საერთოდ, ოჯახურ ურთიერთობაში კაცზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როგორც ამბობენ, -კაცი ოჯახის თავი უნდა იყოს (იღიმის).

-მოდი, უფრო დავაკონკრეტოთ: საოჯახო საქმეები ცოლსა და ქმარს შორის როგორ უნდა განაწილდეს?

-ალბათ, ქალს დიასახლისობა ევალება, მაგრამ დამლაგებლის, მზარეულის, ძიძის ყოლის შესაძლებლობა თუ არის, რატომაც არ უნდა ჰყავდეს? თუმცა ალბათ, როგორც დედობრივი ინსტინქტი "დევს" ყველა ქალში, დაახლოებით ასევეა დიასახლისობაც... მამაკაცს რაც შეეხება, მასზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ის ოჯახის სახეს უნდა წარმოადგენდეს.

-ოჯახის სახეს მხოლოდ მამაკაცი უნდა წარმოადგენდეს?

-ცოლი უნდა ახერხებდეს იმას, რომ მამაკაცმა თავისი ოჯახი წარმოაჩინოს. როცა მამაკაცი ძლიერია, ჩემი აზრით, ეს ქალის დამსახურებაა.

-მატერიალურ სიძლიერეზე რას გვეტყვი -მამაკაცს უფრო მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ქალს?

-არა, არა, ამას აბსოლუტურად არ ვეთანხმები. არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ცოლის მაღალი შემოსავლისა თუ თანამდებობის გამო კომპლექსდებიან, ითრგუნებიან. ვფიქრობ, ასე არ უნდა ხდებოდეს. ქალმაც და კაცმაც ყველაფერი ერთად უნდა აკეთონ, რომ მყარი, შემდგარი ოჯახი ჰქონდეთ.

-საუბრის დასაწყისში აღნიშნე, გენდერული თანასწორობის მომხრე დიდად არ ვარო, მაგრამ კონკრეტულად, რას არ ეთანხმები, შენი საუბრისას არ გამოკვეთილა...

-ჰო, რაღაც საკითხებში გენდერული თანასწორობა აუცილებელია, რაღაც საკითხებში -არა (იცინის). ალბათ, ოჯახი მაინც მამაკაცზე უნდა იყოს აგებული. ქალზეც ბევრია დამოკიდებული, მაგრამ როცა მამაკაცი ოჯახის შესაქმნელად ნაბიჯს დგამს, მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ოჯახის "შენახვა" ხომ მან უნდა ითავოს.

-როგორ ფიქრობ, შეიძლება, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის ინიციატორი ქალი იყოს?

-რომანტიკულ ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი მამაკაცმა უნდა გადადგას -მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცია (იღიმის). თუმცა, მე არ ვარ ის ტიპი, რომ ველოდო, ჩემი რჩეული პირველ ნაბიჯს როდის გადმოდგამს. მაგალითად, თუ რაღაც წვრილმანზე ნაჩხუბრები ვიქნებით, შერიგების ინიციატივის გამოჩენა ჩემთვის პრობლემა არ არის, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ პირველი ნაბიჯი კაცმა გადმოდგას.

-შეძლებდი, დაოჯახების ინიციატორი ყოფილიყავი?

-ასეთ გადაწყვეტილებას წყვილები ერთად იღებენ. ოჯახის შექმნის სურვილი თუკი მამაკაცისგან არ "მოდის", თავად ინიციატივას ვერ გამოვიჩენ და ვერ ვეტყვი, -ცოლად წამიყვანე-მეთქი (იცინის). საერთოდ, ყველაზე კარგი, ჯანსაღი ვარიანტია, როცა წყვილი ურთიერთობის იმ ეტაპზეა, რომ უნებურად აცნობიერებს, ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს.

-ეთანხმები გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს მამაკაცებს ქალებზე უკეთესი მეგობრობა შეუძლიათ? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება