საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები სასამართლოში მენეჯერულ პრობლემებზე საუბრობენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და წევრებთან შეხვედრის დროს რამდენიმე მოსამართლემ არსებულ ვითარებაზე საკუთარი შეფასებები გააკეთა.
როგორც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გადატვირთულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეების დამატებასთან ერთად უნდა მოხდეს შენობის განსაზღვრა საქალაქო სასამართლოსი. რაც შეეხება საქმეების გადანაწილებას, როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთ მოსამართლეს რთული საქმეები დაევალოს, მეორეს კი - მარტივი.
კოჭლამაზაშვილის შეფასებით, ის, რაც ბოლო დღეებში მედიის მეშვეობით ისმის, საწყენია და კარგი იქნებოდა, თუ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობოებთან შეხვედრამდე საკუთარ პოზიციას საკუთარ კოლეგებს გააცნობდა.
"არ ვიცი, რას გულისხმობს სისტემური პრობლემები, მთავარია, რომ მოსამართლემ, სასამართლომ და იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.