პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შხამიანი ქოლგა და ცეცხლსასროლი ავტოკალმები - რა მეთოდებს იყენებდნენ НКВД და КГБ პოლიტიკური მკვლელობებისთვის
შხამიანი ქოლგა და ცეცხლსასროლი ავტოკალმები - რა მეთოდებს იყენებდნენ НКВД და КГБ პოლიტიკური მკვლელობებისთვის

"დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხე ტი­რა­ნე­ბი­სა და პატ­რი­ო­ტე­ბის სის­ხლით უნდა მო­ირ­წყას", - ეს სი­ტყვე­ბი თო­მას ჯე­ფერ­სონს, აშშ-ის მე­სა­მე პრე­ზი­დენტს ეკუთ­ვნის.

სა­ხელ­მწი­ფოს მიერ "ბინ­ძუ­რი" და "სის­ხლი­ა­ნი" ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სა­კუ­თა­რი მო­ტი­ვი ყო­ველ­თვის აქვს. საქ­მის დე­ლი­კა­ტუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არა­სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნიღ­ბუ­ლად უნდა მოხ­დეს, რომ რე­ა­ლუ­რი კვა­ლი­სა და სი­მარ­თლის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოს.

მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­სა­ბა­მის ია­რაღს სა­ჭი­რო­ე­ბენ. მის შექ­მნას სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ქვე­და­ნა­ყო­ფებს ავა­ლე­ბენ. პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბის მხრივ საბ­ჭო­თა НКВД და КГБ ყო­ველ­თვის "ნო­ვა­ტო­რუ­ლი" იდე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. სა­ნამ სტა­ლი­ნი ცო­ცხა­ლი იყო, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპე­რა­ცი­ას მას უთან­ხმებ­დნენ. ხში­რად ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბის ავ­ტო­რი თა­ვად ბე­ლა­დი გახ­ლდათ. უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რის, ევ­გე­ნი კო­ნა­ვა­ლე­ცის ლიკ­ვი­და­ცი­ის და­გეგ­მვი­სას სტა­ლინ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებს კო­ნო­ვა­ლე­ცის შო­კო­ლა­დი­სად­მი სი­სუს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ურ­ჩია. შო­კო­ლა­დის ყუ­თის ფორ­მის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა უმალ და­ამ­ზა­დეს. 1938 წლის 23 მა­ისს, რო­ტერ­და­მის რეს­ტო­რან­ში, გა­მომ­შვი­დო­ბე­ბი­სას კო­ნო­ვა­ლეცს სტა­ლი­ნის სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცეს. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.

1940-იან წლებ­ში სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის არ­სე­ნალ­ში ტყვი­ით და­ტე­ნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ავ­ტო­კალ­მე­ბი გა­მოჩ­ნდა. ამე­რი­კე­ლი, ბრი­ტა­ნე­ლი და გერ­მა­ნა­ლი აგენ­ტე­ბი მათ საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად იყე­ნებ­დნენ. გა­მოც­დი­ლი მსრო­ლე­ლი 6-8 მ-დან მი­ზანს უპ­რობ­ლე­მოდ არ­ტყამ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მი­წუ­რულს მსგავ­სი "სა­წე­რი" კალ­მით გერ­მა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა სტა­ლი­ნის მოკ­ვლას გეგ­მავ­და. ტე­რაქ­ტის შემ­სრუ­ლებ­ლად სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის შეფი ვალ­ტერ შე­ლენ­ბერ­გი და­სა­ხელ­და. მთელ რიგ მი­ზეზ­თა გამო ოპე­რა­ცია არ შედ­გა.

ომის შემ­დგო­მი წლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მკვლე­ლო­ბის ახა­ლი სა­ი­დუმ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ჩე­ნას შე­უ­წყო ხელი. მი­ზა­ნი ერთი იყო - სიკ­ვდი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად "ბუ­ნებ­რი­ვი" უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

1954 წელს КГБ-ს კა­პი­ტან ნი­კო­ლაი ხოხ­ლოვს ან­ტი­საბ­ჭო­თა გა­მოს­ვლე­ბით ცნო­ბი­ლი გი­ორ­გი ოკო­ლო­ვი­ჩის ლიკ­ვი­და­ცია და­ე­ვა­ლა. მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღად - სი­გა­რე­ტის კო­ლოფ­ში და­მა­ლუ­ლი პის­ტო­ლე­ტი შე­ირ­ჩა. ოპე­რა­ცია ფი­ას­კო­თი დას­რულ­და - და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­სუ­ლი ხოხ­ლო­ვი მსხვერ­პლს სახ­ლში ეს­ტუმ­რა და სი­მარ­თლე მო­უყ­ვა.

1957 წლის 13 ოქ­ტომ­ბრის მი­უ­ნ­ჰე­ნის გა­ზე­თე­ბი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წის ლევ რე­ბე­ტის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბოდ­ნენ. სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და­სა­ხელ­და. ორი წლის შემ­დეგ ამა­ვე ქა­ლაქ­ში, ანა­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზით უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი სტე­პან ბან­დერა გარ­და­იც­ვა­ლა.

КГБ-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ორი­ვე მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქი­ლერ­მა 7 სმ-ის სიგ­რძის ცი­ლინ­დრი გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მელ­შიც ცი­ა­ნი­დის შხა­მით სავ­სე ამ­პუ­ლა იყო და­მა­ლუ­ლი. სპე­ცი­ა­ლურ ღი­ლაკ­ზე და­ჭე­რი­სას თხე­ვა­დი შხა­მი გა­რეთ გა­მო­იფ­რქვე­ო­და. ნა­ხე­ვა­რი მეტ­რი­დან სა­ხე­ში მის­ხუ­რე­ბის შემ­დეგ, მსხვერ­პლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კვდე­ბო­და. სპაზ­მე­ბის­გან შე­კუმ­შუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას მა­ლე­ვე უბ­დუნ­დე­ბოდ­ნენ. ამი­ტო­მაც სიკ­ვდი­ლის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის დად­გე­ნა გაკ­ვე­თის შემ­დე­გაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. აშშ-ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა რუ­სე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა დახ­ვე­წეს და ვი­ზუ­ა­ლუ­რად მას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფლო­მას­ტე­რის იერი მის­ცეს.

ბულ­გა­რე­ლი მწერ­ლის გი­ორ­გი მარ­კო­ვის ლიკ­ვი­და­ცია, დღემ­დე სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო მკვლე­ლო­ბად რჩე­ბა. ბულ­გა­რე­თი­დან გაქ­ცე­ულ­მა მარ­კოვ­მა თავი ლონ­დონს შე­ა­ფა­რა, სა­დაც "ბი-ბი-სის" რა­დი­ო­სად­გურ­ში მუ­შა­ობ­და. 1978 წლის 7 სექ­ტემ­ბერს, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­სუ­ლი მარ­კო­ვი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის­კენ გა­ე­მარ­თა. ხალ­ხის ნა­კად­ში მან შემ­თხვე­ვით ვი­ღა­ცის ქოლ­გას ფეხი წა­მოკ­რა და ჩხვლე­ტა იგ­რძნო. გამ­ვლელ­მა მო­ი­ბო­დი­შა და გზა გა­ნაგ­რძო. ოთხი დღის შემ­დეგ მარ­კო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ქოლ­გის წვერ­ზე КГБ-ს ხელ­მარ­ჯვე ოს­ტა­ტებ­მა სა­ჩხვლე­ტი და­ა­მონ­ტა­ჟეს. ქოლ­გით ჩხვლე­ტი­სას მსხვერ­პლის სხე­ულ­ში 1,7 მმ-ის დი­ა­მეტ­რის შხა­მით სავ­სე კაფ­სუ­ლა შე­დი­ო­და.

სიკ­ვდი­ლის "უნი­კა­ლუ­რი მან­ქა­ნე­ბის" შექ­მნა­ში ფან­ტა­ზი­ის დე­ფი­ციტს არც და­სავ­ლე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­ნიც­დიდ­ნენ. ფეთ­ქე­ბა­დი პას­ტე­ბი და სა­ა­თე­ბი, ქა­ლის ტუჩ­სა­ცხში და­მა­ლუ­ლი შხა­მი და ტან­საც­მლის ღი­ლებ­ში შე­ნიღ­ბუ­ლი კა­მე­რე­ბი არა მხო­ლოდ აგენტ 007-ის ფილ­მე­ბის ნა­წი­ლი გახ­ლდათ.

ფი­დელ კას­ტროს მო­ცი­ლე­ბას თეთ­რი სახ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და. ტრა­დი­ცი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ერ­თად (ბომ­ბე­ბი, სნა­ი­პე­რე­ბი, მოს­ყი­დუ­ლი საყ­ვარ­ლე­ბი) ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი მო­წამ­ლულ სა­წერ პას­ტებს, შხა­მი­ან და ფეთ­ქე­ბად სი­გა­რებს, მო­წამ­ლულ საჭ­მელს და სას­მე­ლებს, შხა­მით გაჟ­ღენ­თილ სა­ცუ­რაო კოს­ტუმს (ფი­დე­ლი და­ი­ვინ­გის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი იყო) მი­მარ­თავ­და. მაგ­რამ ფი­დელს ყო­ველ ჯერ­ზე უმარ­თლებ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

შხამიანი ქოლგა და ცეცხლსასროლი ავტოკალმები - რა მეთოდებს იყენებდნენ НКВД და КГБ პოლიტიკური მკვლელობებისთვის

შხამიანი ქოლგა და ცეცხლსასროლი ავტოკალმები - რა მეთოდებს იყენებდნენ НКВД და КГБ პოლიტიკური მკვლელობებისთვის

"დროთა განმავლობაში თავისუფლების ხე ტირანებისა და პატრიოტების სისხლით უნდა მოირწყას", - ეს სიტყვები თომას ჯეფერსონს, აშშ-ის მესამე პრეზიდენტს ეკუთვნის.

სახელმწიფოს მიერ "ბინძური" და "სისხლიანი" ოპერაციების ჩატარებას საკუთარი მოტივი ყოველთვის აქვს. საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე არასასურველი ადამიანის ლიკვიდაცია მაქსიმალურად შენიღბულად უნდა მოხდეს, რომ რეალური კვალისა და სიმართლის დადგენა შეუძლებელი იყოს.

მსგავსი ოპერაციები შესაბამის იარაღს საჭიროებენ. მის შექმნას სპეცსამსახურები სპეციალურ ქვედანაყოფებს ავალებენ. პოლიტიკური მკვლელობების მხრივ საბჭოთა НКВД და КГБ ყოველთვის "ნოვატორული" იდეებით გამოირჩეოდა. სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ყველა მნიშვნელოვან ოპერაციას მას უთანხმებდნენ. ხშირად ორიგინალური იდეების ავტორი თავად ბელადი გახლდათ. უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის ლიდერის, ევგენი კონავალეცის ლიკვიდაციის დაგეგმვისას სტალინმა სპეცსამსახურებს კონოვალეცის შოკოლადისადმი სისუსტის გამოყენება ურჩია. შოკოლადის ყუთის ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობა უმალ დაამზადეს. 1938 წლის 23 მაისს, როტერდამის რესტორანში, გამომშვიდობებისას კონოვალეცს სტალინის საჩუქარი გადასცეს. რამდენიმე წუთში ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

1940-იან წლებში სპეცსამსახურების არსენალში ტყვიით დატენილი ცეცხლსასროლი ავტოკალმები გამოჩნდა. ამერიკელი, ბრიტანელი და გერმანალი აგენტები მათ საკმაოდ ეფექტურად იყენებდნენ. გამოცდილი მსროლელი 6-8 მ-დან მიზანს უპრობლემოდ არტყამდა. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს მსგავსი "საწერი" კალმით გერმანული დაზვერვა სტალინის მოკვლას გეგმავდა. ტერაქტის შემსრულებლად საგარეო დაზვერვის შეფი ვალტერ შელენბერგი დასახელდა. მთელ რიგ მიზეზთა გამო ოპერაცია არ შედგა.

ომის შემდგომი წლების ტექნოლოგიებმა სპეცსამსახურების განკარგულებაში მკვლელობის ახალი საიდუმლო საშუალებების გამოჩენას შეუწყო ხელი. მიზანი ერთი იყო - სიკვდილი მაქსიმალურად "ბუნებრივი" უნდა ყოფილიყო.

1954 წელს КГБ-ს კაპიტან ნიკოლაი ხოხლოვს ანტისაბჭოთა გამოსვლებით ცნობილი გიორგი ოკოლოვიჩის ლიკვიდაცია დაევალა. მკვლელობის იარაღად - სიგარეტის კოლოფში დამალული პისტოლეტი შეირჩა. ოპერაცია ფიასკოთი დასრულდა - დასავლეთ გერმანიაში ჩასული ხოხლოვი მსხვერპლს სახლში ესტუმრა და სიმართლე მოუყვა.

1957 წლის 13 ოქტომბრის მიუნჰენის გაზეთები ცნობილი უკრაინელი ანტისაბჭოთა მოღვაწის ლევ რებეტის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ იუწყებოდნენ. სიკვდილის მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა. ორი წლის შემდეგ ამავე ქალაქში, ანალოგიური დიაგნოზით უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლიდერი სტეპან ბანდერა გარდაიცვალა.

КГБ-ს მიერ ორგანიზებულ ორივე მკვლელობის შემთხვევაში, ქილერმა 7 სმ-ის სიგრძის ცილინდრი გამოიყენა, რომელშიც ციანიდის შხამით სავსე ამპულა იყო დამალული. სპეციალურ ღილაკზე დაჭერისას თხევადი შხამი გარეთ გამოიფრქვეოდა. ნახევარი მეტრიდან სახეში მისხურების შემდეგ, მსხვერპლი რამდენიმე წუთში კვდებოდა. სპაზმებისგან შეკუმშული სისხლძარღვები პირვანდელ მდგომარეობას მალევე უბდუნდებოდნენ. ამიტომაც სიკვდილის რეალური მიზეზის დადგენა გაკვეთის შემდეგაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. აშშ-ის სპეცსამსახურებმა რუსების გამოგონება დახვეწეს და ვიზუალურად მას ჩვეულებრივი ფლომასტერის იერი მისცეს.

ბულგარელი მწერლის გიორგი მარკოვის ლიკვიდაცია, დღემდე სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ყველაზე უჩვეულო მკვლელობად რჩება. ბულგარეთიდან გაქცეულმა მარკოვმა თავი ლონდონს შეაფარა, სადაც "ბი-ბი-სის" რადიოსადგურში მუშაობდა. 1978 წლის 7 სექტემბერს, სამსახურიდან გამოსული მარკოვი საკუთარი ავტომობილისკენ გაემართა. ხალხის ნაკადში მან შემთხვევით ვიღაცის ქოლგას ფეხი წამოკრა და ჩხვლეტა იგრძნო. გამვლელმა მოიბოდიშა და გზა განაგრძო. ოთხი დღის შემდეგ მარკოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქოლგის წვერზე КГБ-ს ხელმარჯვე ოსტატებმა საჩხვლეტი დაამონტაჟეს. ქოლგით ჩხვლეტისას მსხვერპლის სხეულში 1,7 მმ-ის დიამეტრის შხამით სავსე კაფსულა შედიოდა.

სიკვდილის "უნიკალური მანქანების" შექმნაში ფანტაზიის დეფიციტს არც დასავლეთის სპეცსამსახურები განიცდიდნენ. ფეთქებადი პასტები და საათები, ქალის ტუჩსაცხში დამალული შხამი და ტანსაცმლის ღილებში შენიღბული კამერები არა მხოლოდ აგენტ 007-ის ფილმების ნაწილი გახლდათ.

ფიდელ კასტროს მოცილებას თეთრი სახლი წლების განმავლობაში ცდილობდა. ტრადიციულ საშუალებებთან ერთად (ბომბები, სნაიპერები, მოსყიდული საყვარლები) ცენტრალური სადაზვერვო სამსახური მოწამლულ საწერ პასტებს, შხამიან და ფეთქებად სიგარებს, მოწამლულ საჭმელს და სასმელებს, შხამით გაჟღენთილ საცურაო კოსტუმს (ფიდელი დაივინგის დიდი მოყვარული იყო) მიმართავდა. მაგრამ ფიდელს ყოველ ჯერზე უმართლებდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს