პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად უსაფრთხო თვითმფრინავები ჰყავთ საქართველოში და როგორ ხდება ტექნიკური შემოწმება, რომელსაც მგზავრები ვერ ხედავენ
რამდენად უსაფრთხო თვითმფრინავები ჰყავთ საქართველოში და როგორ ხდება ტექნიკური შემოწმება, რომელსაც მგზავრები ვერ ხედავენ

თვითმფრი­ნავ­ში ჩად­ჯო­მი­სას ოდეს­მე თუ გი­ფიქ­რი­ათ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა თქვე­ნი მგზავ­რო­ბა და სა­თა­ნა­დოდ შე­ა­მოწ­მეს თუ არა ტექ­ნი­კო­სებ­მა თქვე­ნი ავი­ა­ლა­ი­ნე­რი გამ­გზავ­რე­ბის წინ?

სა­ა­ვი­ა­ციო მი­მოს­ვლის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მისი სა­ი­მე­დო­ო­ბის გაზ­რდა­ზე მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ათა­სო­ბით და ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. მათი ყო­ველ­დღი­უ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა რი­გი­თი მგზავ­რის თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში ვერ ხვდე­ბა, მაგ­რამ სწო­რედ დღი­სით და ღა­მით, ნე­ბის­მი­ერ ამინ­დში თვითმფრი­ნავ­ში და მის გარ­შე­მო მო­ფუს­ფუ­სე ტექ­ნი­კო­სებ­სა და მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით მგზავ­რის სი­ცო­ცხლე.

სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის კონ­ტრო­ლი რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად იყო­ფა. ყო­ველ მათ­განს თან ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა ახ­ლავს. თვითმფრი­ნა­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ფორ­მა Transit check-ია. მას ეკი­პა­ჟი და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი ყო­ვე­ლი რე­ი­სის წინ ას­რუ­ლებს.

შემ­დე­გი ეტა­პი Daily Check ყო­ველ­დღი­ურ შე­მოწ­მე­ბას გუ­ლის­ხმობს და 24 ან 36 სა­ათ­ში ერთხელ ტარ­დე­ბა. დე­ტა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბის­თვის ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია Weekly Check სა­ხე­ო­ბის კონ­ტროლს ით­ვა­ლის­წი­ნებს (სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბით სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის შე­მოწ­მე­ბის და ტექ­ნი­კუ­რი კონ­ტრო­ლის სა­ხე­ო­ბებს ინ­გლი­სუ­რე­ნოვ­ნი აღ­ნიშნ­ვე­ბი აქვთ). ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი მას კვი­რა­ში ერთხელ ატა­რე­ბენ. შე­მოწ­მე­ბა 3-4 სთ-ს გრძელ­დე­ბა. შე­მოწ­მე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მთლი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვი. გარე კორ­პუ­სი მოწ­მდე­ბა კო­რო­ზი­ის და ბზა­რე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე. საწ­ვა­ვის, ზე­თის და ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი სის­ტე­მე­ბი - გა­ჟონ­ვის ფაქ­ტებ­ზე.

ავი­ა­ლა­ი­ნე­რის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, მისი მოვ­ლის რეგ­ლა­მენ­ტი გა­ცი­ლე­ბით მკაცრ და დე­ტა­ლურ შე­მოწ­მე­ბებ­საც მო­ი­ცავს. მა­გა­ლი­თად A-check თვე­ში ერთხელ ან ფრე­ნის ყო­ვე­ლი 500 სთ-ის შემ­დეგ ტარ­დე­ბა. B-check-ის ჩა­ტა­რე­ბა ყო­ველ სამ თვე­ში ერთხელ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია C-check-ის შემ­თხვე­ვა­ში. შე­მოწ­მე­ბის ეს სა­ხე­ო­ბა ავი­ა­ლა­ი­ნე­რის 2-3 კვი­რით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნას სა­ჭი­რო­ებს. მის ჩა­ტა­რე­ბას დიდი შე­ნო­ბა და მთე­ლი რიგი სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა სა­ჭირ­დე­ბა. რო­გორც წესი, C-check-ს ფრე­ნის ყო­ვე­ლი 7500 სთ-ის შემ­დეგ ატა­რე­ბენ. კონ­სტრო­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა თვითმფრი­ნა­ვის ტიპ­ზე და მის ტექ­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

კონ­ტრო­ლის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი სა­ხე­ო­ბის D-check-ის შემ­თხვე­ვა­ში, ავი­ა­კომ­პა­ნი­ას სა­კუ­თარ ავი­ა­ლა­ი­ნერ­თან 30-40 დღით დამ­შვი­დო­ბე­ბა მო­უ­წევს. შე­მოწ­მე­ბი­სას, რო­მელ­საც ყო­ველ 10-12 წე­ლი­წად­ში ერთხელ ატა­რე­ბენ, თვითმფრი­ნავს მაქ­სი­მა­ლუ­რად შლი­ან. გულ­დას­მით მოწ­მდე­ბა ყვე­ლა დე­ტა­ლი და სის­ტე­მა. თვითმფრი­ნა­ვის კორ­პუ­სი მოწ­მდე­ბა მიკ­რობ­ზა­რე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე. ვა­და­გა­სუ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი ახ­ლე­ბით იც­ვლე­ბა.

შე­მოწ­მე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ო­დუ­ლო­ბას, მათ ხა­რისხსა და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ავი­ა­გა­დამ­ყვა­ნი თა­ვად ამოწ­მებს და აკონ­ტრო­ლებს. არის შე­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი გარ­კვე­უ­ლი შე­მოწ­მე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ფი­ნან­სე­ბის ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით არი­დე­ბენ თავს. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მსგავ­სი დარ­ღვე­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ავი­ა­კომ­პა­ნი­ას დიდი ფი­ნან­სუ­რი ჯა­რი­მა ან სუ­ლაც ლი­ცენ­ზი­ის ჩა­მორ­თმე­ვა ემუქ­რე­ბა.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გუ­ლა­რულ რე­ი­სებს მხო­ლოდ ერთი ავი­ა­კომ­პა­ნია Airzena Georgian Airways-ი ას­რუ­ლებს. მისი ავი­ა­პარ­კი 5 ავი­ა­ლა­ი­ნერს ით­ვლის. მათ­გან სამი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვი Boeing 737-ია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, 1993 წელს და­არ­სე­ბულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას, ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბის ან არას­წო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, მსხვი­ლი ინ­ცინ­დენ­ტე­ბი არ ჰქო­ნია.

ავი­ა­ლა­ი­ნე­რე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მათ ასაკს ექ­ცე­ვა. სხვა­დას­ხვა თვითმფრი­ნა­ვე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა (რე­სურ­სი) გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ამ პა­რა­მეტრს თვითფმ­რი­ნა­ვის პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი ად­გე­ნენ. შა­სის გა­მო­ყე­ნე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა აფ­რე­ნა-დაჯ­დო­მის რა­ო­დე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ძრა­ვე­ბის - ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ა­თე­ბის, თვითმფრი­ნა­ვის კორ­პუ­სის - ნაფ­რე­ნი სა­ა­თე­ბი­სა და კა­ლენ­და­რუ­ლი ასა­კის მი­ხედ­ვით.

თვითმფრი­ნა­ვის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია რე­სურ­სის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დე­გაც შე­იძ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მის დას­ტურს ქარ­ხა­ნა-და­მამ­ზა­დე­ბე­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია კონ­კრე­ტუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის­თვის დე­ტა­ლუ­რი და ყო­ველ­მხრი­ვი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ იძ­ლე­ვა. გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი რე­სურ­სის ვადა მკაც­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. სა­შუ­ა­ლოდ, ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას ავი­ა­ლა­ი­ნე­რის სი­ცო­ცხლის პე­რი­ო­დი 35-40 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

"აირ­ზე­ნას" ავი­ა­პარკში წამ­ყვან როლს Boeing 737-700-ის ტი­პის ორი ბორ­ტი ას­რუ­ლებს. ერთი 1999, მე­ო­რე - 2003 წელს არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ასა­კი 17 და 13 წე­ლი­წა­დია.

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თვითმფრი­ნა­ვი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვლე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რამდენად უსაფრთხო თვითმფრინავები ჰყავთ საქართველოში და როგორ ხდება ტექნიკური შემოწმება, რომელსაც მგზავრები ვერ ხედავენ

რამდენად უსაფრთხო თვითმფრინავები ჰყავთ საქართველოში და როგორ ხდება ტექნიკური შემოწმება, რომელსაც მგზავრები ვერ ხედავენ

თვითმფრინავში ჩადჯომისას ოდესმე თუ გიფიქრიათ, რამდენად უსაფრთხო იქნება თქვენი მგზავრობა და სათანადოდ შეამოწმეს თუ არა ტექნიკოსებმა თქვენი ავიალაინერი გამგზავრების წინ?

საავიაციო მიმოსვლის უსაფრთხოებასა და მისი საიმედოობის გაზრდაზე მსოფლიოს მასშტაბით ათასობით და ათიათასობით ადამიანი მუშაობს. მათი ყოველდღიური და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმიანობა რიგითი მგზავრის თვალთახედვის არეში ვერ ხვდება, მაგრამ სწორედ დღისით და ღამით, ნებისმიერ ამინდში თვითმფრინავში და მის გარშემო მოფუსფუსე ტექნიკოსებსა და მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მილიონობით მგზავრის სიცოცხლე.

საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ყოველ მათგანს თან ჩასატარებელი სამუშაოების ინდივიდუალური მოცულობა ახლავს. თვითმფრინავის მომსახურების ყველაზე მარტივი ფორმა Transit check-ია. მას ეკიპაჟი და ტექნიკური პერსონალი ყოველი რეისის წინ ასრულებს.

შემდეგი ეტაპი Daily Check ყოველდღიურ შემოწმებას გულისხმობს და 24 ან 36 საათში ერთხელ ტარდება. დეტალური შემოწმებისთვის ტექნიკური დოკუმენტაცია Weekly Check სახეობის კონტროლს ითვალისწინებს (საერთაშორისო ნორმებით საჰაერო ხომალდის შემოწმების და ტექნიკური კონტროლის სახეობებს ინგლისურენოვნი აღნიშნვები აქვთ). ავიაკომპანიები მას კვირაში ერთხელ ატარებენ. შემოწმება 3-4 სთ-ს გრძელდება. შემოწმებას ექვემდებარება მთლიანი თვითმფრინავი. გარე კორპუსი მოწმდება კოროზიის და ბზარების არსებობაზე. საწვავის, ზეთის და ჰიდრავლიკური სისტემები - გაჟონვის ფაქტებზე.

ავიალაინერის უსაფრთხოებისთვის, მისი მოვლის რეგლამენტი გაცილებით მკაცრ და დეტალურ შემოწმებებსაც მოიცავს. მაგალითად A-check თვეში ერთხელ ან ფრენის ყოველი 500 სთ-ის შემდეგ ტარდება. B-check-ის ჩატარება ყოველ სამ თვეში ერთხელ არის სავალდებულო. გაცილებით სერიოზული სამუშაოებია C-check-ის შემთხვევაში. შემოწმების ეს სახეობა ავიალაინერის 2-3 კვირით ექსპლუატაციიდან გამოყვანას საჭიროებს. მის ჩატარებას დიდი შენობა და მთელი რიგი სპეციალური აღჭურვილობა საჭირდება. როგორც წესი, C-check-ს ფრენის ყოველი 7500 სთ-ის შემდეგ ატარებენ. კონსტროლის ხანგრძლივობა თვითმფრინავის ტიპზე და მის ტექნიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

კონტროლის ყველაზე რთული და შრომატევადი სახეობის D-check-ის შემთხვევაში, ავიაკომპანიას საკუთარ ავიალაინერთან 30-40 დღით დამშვიდობება მოუწევს. შემოწმებისას, რომელსაც ყოველ 10-12 წელიწადში ერთხელ ატარებენ, თვითმფრინავს მაქსიმალურად შლიან. გულდასმით მოწმდება ყველა დეტალი და სისტემა. თვითმფრინავის კორპუსი მოწმდება მიკრობზარების არსებობაზე. ვადაგასული და დაზიანებული ნაწილები ახლებით იცვლება.

შემოწმებების ჩატარების პერიოდულობას, მათ ხარისხსა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციას ავიაგადამყვანი თავად ამოწმებს და აკონტროლებს. არის შეთხვევები, როდესაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები გარკვეული შემოწმებების ჩატარებას ფინანსების ეკონომიის მიზნით არიდებენ თავს. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ავიაკომპანიას დიდი ფინანსური ჯარიმა ან სულაც ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება.

ამჟამად საქართველოში რეგულარულ რეისებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია Airzena Georgian Airways-ი ასრულებს. მისი ავიაპარკი 5 ავიალაინერს ითვლის. მათგან სამი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სამოქალაქო თვითმფრინავი Boeing 737-ია. საბედნიეროდ, 1993 წელს დაარსებულ ავიაკომპანიას, ტექნიკური გაუმართაობის ან არასწორად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო, მსხვილი ინცინდენტები არ ჰქონია.

ავიალაინერების ექსპლუატაციისას განსაკუთრებული ყურადღება მათ ასაკს ექცევა. სხვადასხვა თვითმფრინავების სიცოცხლის ხანგრძლივობა (რესურსი) განსხვავებულია. ამ პარამეტრს თვითფმრინავის პროექტირებისას კონსტრუქტორები ადგენენ. შასის გამოყენების ხანგრძლივობა აფრენა-დაჯდომის რაოდენობით განისაზღვრება. ძრავების - ნამუშევარი საათების, თვითმფრინავის კორპუსის - ნაფრენი საათებისა და კალენდარული ასაკის მიხედვით.

თვითმფრინავის ექსპლუატაცია რესურსის ვადის ამოწურვის შემდეგაც შეიძლება. შესაბამის დასტურს ქარხანა-დამამზადებელი და სპეციალური კომისია კონკრეტული თვითმფრინავისთვის დეტალური და ყოველმხრივი შემოწმების შემდეგ იძლევა. გახანგრძლივებული რესურსის ვადა მკაცრად განისაზღვრება. საშუალოდ, ნორმალურ პირობებში ექსპლუატაციისას ავიალაინერის სიცოცხლის პერიოდი 35-40 წლით განისაზღვრება.

"აირზენას" ავიაპარკში წამყვან როლს Boeing 737-700-ის ტიპის ორი ბორტი ასრულებს. ერთი 1999, მეორე - 2003 წელს არის დამზადებული. შესაბამისად, მათი ასაკი 17 და 13 წელიწადია.

ავიაკატასტროფების მიუხედავად, თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად ითვლება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია