საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახვლედიანის სკანდალი - "არაეფექტური მენეჯერი" თუ ბრძოლა "სასამართლოში კლანური დაჯგუფების" წინააღმდეგ?
ახვლედიანის სკანდალი - "არაეფექტური მენეჯერი" თუ ბრძოლა "სასამართლოში კლანური დაჯგუფების" წინააღმდეგ?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა დღეს ღია წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლი­თაც პარ­ლა­მენტს, მთავ­რო­ბას, პრე­ზი­დენ­ტსა და დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს მი­მარ­თა. ახვლე­დი­ა­ნი წე­რილ­ში მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა არ­სე­ბობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

"როცა მო­სა­მარ­თლე ხე­დავს, რო­გორ ექ­ცე­ვა საბ­ჭო და სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე მის კო­ლე­გას, რო­მე­ლიც აკ­რი­ტი­კებს სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებს, რო­გო­რი დევ­ნის ობი­ექ­ტი ხდე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, რო­გორ ფიქ­რობთ, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აპი­რე­ბენ მო­სა­მარ­თლე­თა შე­სარ­ჩევ, გა­უმჭვირ­ვა­ლე, ფა­სა­დურ, პი­რად სიმ­პა­თი­ებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ კონ­კურ­სზე ამ საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში გას­ვლას, ამო­ი­ღებს ხმას და გა­ნა­ცხა­დებს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას? მას რჩე­ბა მხო­ლოდ ორი არ­ჩე­ვა­ნი - გა­ჩუმ­დეს ან შე­უ­ერ­თდეს სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბულ კლა­ნურ დაჯ­გუ­ფე­ბას, რათა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, სწო­რედ ეს არის სი­ჩუ­მის მი­ზე­ზი სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სის­ტე­მა­ში, რაც არის დამ­ღუპ­ვე­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის ღია წე­რილ­ში.

მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის გა­და­ყე­ნე­ბის მი­ზე­ზად "არა­ე­ფექ­ტურ მე­ნე­ჯე­რულ" საქ­მი­ა­ნო­ბას ასა­ხე­ლებს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე: "მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­თან, რო­გორც მო­სა­მარ­თლეს­თან, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გა­მო­უთ­ქვამს. ის დღე­საც მო­სა­მარ­თლეა, მას უფ­ლე­ბა აქვს დღე­საც და მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც და­ა­ფიქ­სი­როს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც არის სა­სა­მარ­თლო­ში და არა­ვინ არ აპი­რებს ამ გა­მოთ­ქმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც ის აკე­თებს რა­ი­მე დევ­ნა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ის იყო არა­ე­ფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯე­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­და მისი გა­და­ყე­ნე­ბა თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან, მაგ­რამ მას, რო­გორც მო­სა­მარ­თლეს არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არ შე­ზღუდ­ვია", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ.

მუ­რუ­სი­ძის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­სა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ნინო გვე­ნე­ტა­ძე. მისი თქმით, "იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის კა­ნო­ნი­ე­რი, აქვს სა­ფუძ­ვე­ლი და მა­მუ­კა ახვლე­დი­ანს აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა იდა­ვოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე". უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ ახვლე­დი­ა­ნის გა­და­ყე­ნე­ბი­სას "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით იხელ­მძღვა­ნე­ლა.

ნინო გვე­ნე­ტა­ძის თქმით, მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის და­სა­ბუ­თე­ბა არ­სე­ბობს და ეს უკავ­შირ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე­თა გა­ნა­წი­ლე­ბის წეს­თან და­ფიქ­სი­რე­ბულ პრობ­ლე­მებს. "არა მხო­ლოდ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს აქვთ ეჭვი საქ­მე­თა გა­ნა­წი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, არა­მედ გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ­სე­ბობ­და მო­სა­მარ­თლე­თა მხრი­და­ნაც. მოწ­მე­თა და­კი­თხვის წე­სის ამოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენს მიერ პირ­ველ ყოვ­ლი­სა დიდი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი და მათ შო­რის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო იქნა თა­ვი­სი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბით, ანუ თავ­მჯდო­მა­რის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბით გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და აქ და­ფიქ­სირ­და დარ­ღვე­ვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ.

მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხს დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია ახვლე­დი­ა­ნის სა­კი­თხზე იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. საია-ს თავ­მჯდო­მა­რე ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ საბ­ჭოს თა­ვი­სი რეგ­ლა­მენ­ტით, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სა­კი­თხი გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლოს, რაც საბ­ჭოს წევ­რე­ბის და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ეს ფორ­მა­ტი აქამ­დე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. იდე­ის დო­ნე­ზე შევ­თა­ვა­ზე ახვლე­დი­ანს, რომ მი­მარ­თოს საბ­ჭოს, გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში ამ სა­კი­თხის მოს­მე­ნა შევ­ძლოთ და ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და­ვა­ფიქ­სი­როთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ჩა­ტარ­დე­ბა თუ არა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სხდო­მა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც საბ­ჭომ მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით მი­ი­ღო, არის უკა­ნო­ნო და დარ­ჩე­ბა უკა­ნო­ნოდ", - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ერ­თა­სო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" პო­ზი­ცი­ას, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი ეკა გი­გა­უ­რი ახვლე­დი­ა­ნის გა­და­ყე­ნე­ბას ასე აფა­სებს: "მთა­ვა­რია, რომ მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა ისა­უბ­რა პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ში არ­სე­ბობს და ამის შემ­დეგ და­ი­წყო საბ­ჭომ სხვა­დას­ხვა მოკ­ვლე­ვა და გა­მო­ძი­ე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ. სწო­რედ ამის შემ­დეგ მოხ­და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც არის სხვა მო­სა­მარ­თლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გზავ­ნი­ლი. ყვე­ლა შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნომ, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტმა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს ამ ფაქტს, შეხ­ვდეს ახვლე­დი­ანს და ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი რე­ფორ­მა ჩა­ა­ტა­როს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში; იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ რაც არ უნდა ილა­პა­რა­კოს დღეს მთავ­რო­ბამ, ჩვენ შე­დე­გად გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი რო­გორც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა.

დღეს ირ­ჩე­ვა მო­სა­მარ­თლე­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უმჭვირ­ვა­ლე მე­თო­დით და ჩვენ სულ ცოტა ხან­ში მი­ვი­ღებთ და­ხუ­რულ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, რო­დე­საც მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ერთი კლა­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად, შექ­მნი­ან კა­ნო­ნებს და მათი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დებს ყვე­ლა მო­სა­მარ­თლე", - გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს მი­ხედ­ვით

ახვლედიანის სკანდალი - "არაეფექტური მენეჯერი" თუ ბრძოლა "სასამართლოში კლანური დაჯგუფების" წინააღმდეგ?

ახვლედიანის სკანდალი - "არაეფექტური მენეჯერი" თუ ბრძოლა "სასამართლოში კლანური დაჯგუფების" წინააღმდეგ?

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებულმა მამუკა ახვლედიანმა დღეს ღია წერილი გაავრცელა, რომლითაც პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. ახვლედიანი წერილში მისი გათავისუფლების შესახებ, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლო სისტემის გარეშე შეუძლებელია სამართლიანობის განცდა არსებობდეს საზოგადოებაში.

"როცა მოსამართლე ხედავს, როგორ ექცევა საბჭო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მის კოლეგას, რომელიც აკრიტიკებს სისტემურ პრობლემებს, როგორი დევნის ობიექტი ხდება განსხვავებული აზრი, როგორ ფიქრობთ, რომელიმე მათგანი, განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც აპირებენ მოსამართლეთა შესარჩევ, გაუმჭვირვალე, ფასადურ, პირად სიმპათიებზე დამოკიდებულ კონკურსზე ამ საბჭოს საქმიანობის პირობებში გასვლას, ამოიღებს ხმას და განაცხადებს უკმაყოფილებას? მას რჩება მხოლოდ ორი არჩევანი - გაჩუმდეს ან შეუერთდეს სასამართლოში არსებულ კლანურ დაჯგუფებას, რათა გარანტირებული ჰქონდეს მომავალი საქმიანობა. ქალბატონებო და ბატონებო, სწორედ ეს არის სიჩუმის მიზეზი საერთო სასამართლოების სისტემაში, რაც არის დამღუპველი", - აღნიშნულია მამუკა ახვლედიანის ღია წერილში.

მამუკა ახვლედიანის გადაყენების მიზეზად "არაეფექტურ მენეჯერულ" საქმიანობას ასახელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე: "მამუკა ახვლედიანთან, როგორც მოსამართლესთან, იუსტიციის საბჭოს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ის დღესაც მოსამართლეა, მას უფლება აქვს დღესაც და მომდევნო დღეებშიც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომელიც არის სასამართლოში და არავინ არ აპირებს ამ გამოთქმებთან დაკავშირებით, რასაც ის აკეთებს რაიმე დევნა განხორციელდეს. ის იყო არაეფექტური მენეჯერი, შესაბამისად, მოხდა მისი გადაყენება თავმჯდომარეობიდან, მაგრამ მას, როგორც მოსამართლეს არავითარი უფლება არ შეზღუდვია", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მურუსიძის პოზიციას იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. მისი თქმით, "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არის კანონიერი, აქვს საფუძველი და მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება იდავოს გადაწყვეტილების თაობაზე". უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანის გადაყენებისას "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით იხელმძღვანელა.

ნინო გვენეტაძის თქმით, მამუკა ახვლედიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების დასაბუთება არსებობს და ეს უკავშირდება სასამართლოში საქმეთა განაწილების წესთან დაფიქსირებულ პრობლემებს. "არა მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებს აქვთ ეჭვი საქმეთა განაწილების თაობაზე, არამედ გარკვეული პრეტენზიები არსებობდა მოსამართლეთა მხრიდანაც. მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ პირველ ყოვლისა დიდი სასამართლოები და მათ შორის საქალაქო სასამართლო იქნა თავისი ნორმატიული აქტებით, ანუ თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებებით გადამოწმებული და აქ დაფიქსირდა დარღვევები", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გაადაყენების საკითხს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახვლედიანის საკითხზე იუსტიციის საბჭოში გაფართოებული სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდის. საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ საბჭოს თავისი რეგლამენტით, შესაძლებლობა აქვს, საკითხი გაფართოებულ ფორმატში განიხილოს, რაც საბჭოს წევრების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობას გულისხმობს.

"ეს ფორმატი აქამდე გამოყენებული არ ყოფილა, რაც ძალიან სამწუხაროა. იდეის დონეზე შევთავაზე ახვლედიანს, რომ მიმართოს საბჭოს, გაფართოებულ ფორმატში ამ საკითხის მოსმენა შევძლოთ და ჩვენი შეხედულებები დავაფიქსიროთ. მიუხედავად იმისა, ჩატარდება თუ არა გაფართოებული სხდომა, გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებით მიიღო, არის უკანონო და დარჩება უკანონოდ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება "საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პოზიციას, მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური ახვლედიანის გადაყენებას ასე აფასებს: "მთავარია, რომ მამუკა ახვლედიანმა ისაუბრა პრობლემებზე, რომელიც სისტემაში არსებობს და ამის შემდეგ დაიწყო საბჭომ სხვადასხვა მოკვლევა და გამოძიება მის წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი გათავისუფლება, რაც არის სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში გზავნილი. ყველა შესაბამისმა ორგანომ, მათ შორის პარლამენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ფაქტს, შეხვდეს ახვლედიანს და ამის შემდეგ კიდევ უფრო სიღრმისეული რეფორმა ჩაატაროს სასამართლო სისტემაში; იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს მთავრობამ, ჩვენ შედეგად გვაქვს აბსოლუტურად არასწორად დაკომპლექტებული როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე სასამართლო სისტემა.

დღეს ირჩევა მოსამართლეები აბსოლუტურად გაუმჭვირვალე მეთოდით და ჩვენ სულ ცოტა ხანში მივიღებთ დახურულ სასამართლო სისტემას, როდესაც მთავარი მოქმედი პირები იქნებიან ერთი კლანის წარმომადგენელი მოსამართლეები, რომლებიც ფაქტობრივად, შექმნიან კანონებს და მათი ინსტრუქციების მიხედვით იმოქმედებს ყველა მოსამართლე", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მიხედვით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ