მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოვრიცხავ მისი მეუღლის ბრალეულობას" - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული ქალისა და ბავშვის ნათესავები
"გამოვრიცხავ მისი მეუღლის ბრალეულობას" - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული ქალისა და ბავშვის ნათესავები

ფო­ნი­ჭა­ლა­ში მოკ­ლუ­ლი ნინა რო­მა­ნა­ძი­სა და მისი 3 წლის გო­გო­ნას ნა­თე­სა­ვე­ბი გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მე­უღ­ლეს, ოთარ მამ­ფო­რი­ას რა­ი­მე ბრა­ლე­უ­ლო­ბა მი­უ­ძღო­დეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რო­მა­ნა­ძის ბი­ძაშ­ვილ­მა, ჯუბა ბე­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ცოლ-ქმარს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

"გარ­დაც­ვა­ლე­ბის არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ გვაქვს. ვიდ­რე ჩემი ნა­თე­სა­ვი არ ჩა­მო­ვა, რო­მე­ლიც თბი­ლის­შია წა­სუ­ლი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, რაც მე­დი­ი­დან გა­ვი­გეთ", - გა­ნა­ცხა­და ბე­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლეს­თან, ბე­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "ძა­ლი­ან კარ­გი".

"ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მე­უღ­ლე სამ­სა­ხურ­ში იყო იმ დი­ლით, 09:00 სა­ათ­ზე გა­ვი­და ჩვე­უ­ლებ­რივ. რო­გორც ნა­თე­სა­ვი კი არა, რო­გორც ძმა, ვა­ცხა­დებ, რომ გა­მოვ­რი­ცხავ მისი მე­უღ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბას. ნინა ჩემ­თან ერ­თად იზ­რდე­ბო­და. დედ-მამა ად­რე­ულ ასაკ­ში და­შორ­და ერ­თმა­ნეთს და პა­ტა­რა ბავ­შვი ერთი წლი­დან ჩემ­თან იზ­რდე­ბო­და. ის და­სა­ვით მყავ­და და სი­ძეც ასე­ვე ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია, ამი­ტომ მის ბრა­ლე­უ­ლო­ბას გა­მოვ­რი­ცხავ", - გა­ნა­ცხა­და ჯუბა ბე­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლილ დედა-შვილს 27 თე­ბერ­ვალს, ქო­ბუ­ლეთ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფო­ნი­ჭა­ლა­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში დედა-შვი­ლი მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 35 წლის ნინა რო­მა­ნა­ძე და მისი 3 წლის გო­გო­ნა. ნინა რო­მა­ნა­ძე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მი­სა­ღებ ოთახ­ში იპო­ვეს, ხოლო 3 წლის გო­გო­ნა სა­ძი­ნე­ბელ­ში დამ­წვა­რი ნა­ხეს. 35 წლის ქალს ცივი ია­რა­ღით ყე­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ცხედ­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე მას შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც ბი­ნი­დან გა­მო­სუ­ლი კვამ­ლი შე­ნიშ­ნეს.

შსს-ს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ასე­ვე: "მი­თხრეს, თქვენ ხო არ მო­კა­ლი­თო?!" - ფო­ნი­ჭა­ლა­ში მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­უღ­ლე და­კი­თხვის დე­ტა­ლებს ყვე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"გამოვრიცხავ მისი მეუღლის ბრალეულობას" - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული ქალისა და ბავშვის ნათესავები

"გამოვრიცხავ მისი მეუღლის ბრალეულობას" - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული ქალისა და ბავშვის ნათესავები

ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძისა და მისი 3 წლის გოგონას ნათესავები გამორიცხავენ, რომ დედა-შვილის მკვლელობაში მეუღლეს, ოთარ მამფორიას რაიმე ბრალეულობა მიუძღოდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რომანაძის ბიძაშვილმა, ჯუბა ბერაძემ განუცხადა, ცოლ-ქმარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

"გარდაცვალების არანაირი ვერსია არ გვაქვს. ვიდრე ჩემი ნათესავი არ ჩამოვა, რომელიც თბილისშია წასული, ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რაც მედიიდან გავიგეთ", - განაცხადა ბერაძემ.

კითხვაზე, როგორი ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილს მეუღლესთან, ბერაძემ აღნიშნა, რომ "ძალიან კარგი".

"ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მეუღლე სამსახურში იყო იმ დილით, 09:00 საათზე გავიდა ჩვეულებრივ. როგორც ნათესავი კი არა, როგორც ძმა, ვაცხადებ, რომ გამოვრიცხავ მისი მეუღლის ბრალეულობას. ნინა ჩემთან ერთად იზრდებოდა. დედ-მამა ადრეულ ასაკში დაშორდა ერთმანეთს და პატარა ბავშვი ერთი წლიდან ჩემთან იზრდებოდა. ის დასავით მყავდა და სიძეც ასევე ძალიან ახლობელია, ამიტომ მის ბრალეულობას გამოვრიცხავ", - განაცხადა ჯუბა ბერაძემ.

მისივე თქმით, გარდაცვლილ დედა-შვილს 27 თებერვალს, ქობულეთში დაკრძალავენ.

როგორც ცნობილია, ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედა-შვილი მოკლული იპოვეს. გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამოსული კვამლი შენიშნეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე:  "მითხრეს, თქვენ ხო არ მოკალითო?!" - ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლე დაკითხვის დეტალებს ყვება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ