რას ამბობს გია კორკოტაშვილი ურგანტის შოუში სტუმრობაზე

რას ამბობს გია კორკოტაშვილი ურგანტის შოუში სტუმრობაზე

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება რუსი ტელეწამყვანის, ივან ურგანტის შოუს "Вечерний Ургант" ჩანაწერი, სადაც გია კორკოტაშვილი, ქართული სუფრის ფონზე, წამყვანთან, ტრიო "დარბაზთან" და მომღერალ ლუბა უსპენსკაიასთან ერთად მღერის. გადაცემას ასევე აქტიური გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოყვა. ჩვენ კომენტარისთვის მომღერალ გია კორკოტაშვილს დავუკავშირდით:

- შოუში პირადად ურგანტის მიწვევით მოვხვდი. მას ადრე ჩემი სიმღერა (ჩუნგა-ჩანგა) ჰქონდა გაშვებული გადაცემაში. როგორც ჩანს, მოეწონა, დამირეკა და მიმიწვია. თანაც იყო ლუბა უსპენსაკიას იუბილე და ამიტომ ლუბაც მოწვეული იყო.

- ბევრმა ძალიან უარყოფითად შეაფასა თქვენი ეს ნაბიჯი...

- ვინც ეგ ცუდად მიიღო, საკუთარ თავში უნდა მოძებნონ პრობლემა. ბევრმა ისიც თქვა - "კორკოტამ" ოკუპანტებს უმღერაო. ოკუპანტებს ვინც უმღერის და გუნდრუკს უკმევს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. "ნაციონალური მოძრაობა" რომ უმღეროდა ჩვენს მტრებს, ისე ვის უმღერია? "ნაციონალები" ყველაფერს მაგის სასარგებლოდ აკეთებდნენ. ნახევარი საქართველო სწორედ მაგ ოკუპანტებს მიყიდეს და კიდევ ხმას იღებენ? თანაც სტრატეგიულ ობიექტებზეა საუბარი. მე თუ სიმღერით ვუმღერე ოკუპანტებს, მაგათ საქმით გაუკეთეს ის, რაზეც თვითონაც ვერ იოცნებებნდნენ.

- არაერთმა ადამიანმა თქვა, რომ გადაცემაში წამყვანმა და მოწვეულმა სტუმრებმა თქვენ დაგცინეს...

- ვინც ფიქრობს, რომ მე რუსებს ვუმღერე, ვინც ფიქრობს, რომ ეს გადაცემა ჩემ დასაცინად იყო და ვინც ამ ყველაფერს ხელოვნების კუთხით არ უყურებს, ავადმყოფები და ეჭვიანები არიან და აუცილებელია მათი მკურნალობა. მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, მაგათთვის აზრი არ აქვს, ვერ გაიგებენ.

- იმათ თუ ეთანხმებით, ვინც თქვენი ეს გადაწყვეტილება სახალხო დიპლომატიისათვის გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა?

- სახალხო დიპლომატიაში სწორი და არასწორი ნაბიჯი არ არსებობს. სახალხო დიპლომატიამ უნდა იმუშაოს ყველა სიტუაციაში. ომის დროსაც და მშვიდობიანობის ჟამსაც. არ აქვს მნიშვნელობა, დაპყრობილია თუ არა ეს თუ ის ტერიტორია. ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, სახალხო დიპლომატია უნდა მუშაობდეს მუდმივად, რადგან ეს აკეთილშობილებს ურთიერთობებს. მეტსაც გეტყვით, არ არსებობს სახალხო დიპლომატიის მიერ გაფუჭებული საქმე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ნახეთ ვიდეო: "კორკოტა" ურგანტის შოუში რუსული სიმღერით

ასევე წაიკითხეთ:  "აშაყირებენ და ვერ ხვდება გრუზინი! გონია, დაიპყრო მოსკოვები"

"მივხვდი, ნიკოლოზ რაჭველს პასუხს ამისთვის არავინ სთხოვს, რუსთაველი მკვდარია, ვის შევჩივლო?!" -  რატომ არის ნაწყენი თეონა კონტრიძე რაჭველზე

"ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა" - ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრება გერმანიაში და თანამშრომლობა ცნობილ ბრენდებთან

ეტლში მჯდომი ბრედ პიტი კლინიკის დატოვებისას დააფიქსირეს - რა დაემართა ჰოლივუდის ვარსკვლავს